ალექსანდრე მილორავა და ბაჩუკი ჩხეიძე — ირაკლი კუპრაძემ ლელოს ახალი წევრები წარადგინა
ფოტო: ლელო
ლელოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ, პარტიის ორი ახალი წევრი — ალექსანდრე მილორავა და ბაჩუკი ჩხეიძე წარადგინა. კუპრაძის თქმით ისინი ბათუმის აქტიური დამცველები არიან და ყოველთვის გმობდნენ რეგიონში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და "ქალაქის ჩაბეტონებას".
კუპრაძის განმარტებთ ალექსანდრე მილორავა 2017 წლიდან აქტიურადაა ჩართული პოლიტიკასა და სამოქალაქო აქტივიზმში, ხოლო, ბაჩუკი ჩხეიძე საზოგადოება ბათუმის თანადამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარეა.
"დღეს ლელოს გუნდი ყველაზე სახალხო, ყველაზე აქტიურ და თავისუფალ ადამიანებს იკრებს სამართლიანობისთვის, მეტი დასაქმებისა და კანონიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის. დღეიდან, საერთო ფერის, საერთო სახელის გარშემო ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას ქართული ოცნების წინააღმდეგ და დავასრულებთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას", — აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.
ბაჩუკი ჩხეიძე ამბობს, რომ პარტიაში გაწევრიანება მისი პროგრესულ-რაციონალური პოლიტიკის გამო გადაწყვიტა. ჩხეიძის განმარტებით, ლელო არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოსახლეობას სთავაზობს ქვეყნის ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზას.
"ჩვენი გადაწყვეტილება განაპირობა ლელოს პროგრესულ- რაციონალურმა პოლიტიკამ. ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სფეროში თქვეს საკუთარი სიტყვა; იბრძოდნენ ადამიანის უფლებებისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და შექმნეს დასაქმების უამრავი ადგილი. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოსახლეობას სთავაზობს ქვეყნის ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას. ლელომ დაამსხვრია დადგენილი სტანდარტი, როცა სხვადასხვა პარტიის დაკომპლექტება დღემდე ერთი პირის სურვილზეა დამოკიდებული. აშკარაა, რომ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში აქცენტი პროფესიონალიზმსა და გუნდურობას ენიჭება. მჯერა, ერთად შევძლებთ 31 ოქტომბერს გამარჯვებას", — განაცხადა ბაჩუკი ჩხეიძემ.
ალექსანდრე მილორავას თქმით, მისი სამოქალაქო სექტორიდან პოლიტიკაში გადანაცვლება ამ გუნდის დემოკრატიული პრინციპების გამო გადაწყვიტა.
"ჩემთვის, როგორც სამოქალაქო აქტივისტისთვის, არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, გავერთიანებულიყავი რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში, მაგრამ, ლელო არის გუნდი, რომელიც ყველაზე უკეთ იცავს დემოკრატიულ პრინციპებს. მას აქვს "მარშალის გეგმა", რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის განვითარება სჭირდება საქართველოს იმისათვის, რომ ჩვენ შევდგეთ ჭეშმარიტ ევროპულ სახელმწიფოდ. ამიტომ მე გავხდი ლელოს წევრი და ჩვენ — ახალი, ძლიერი გუნდი, აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და შევუდგებით ქვეყნის განვითარების მშენებლობას", — განაცხადა ალექსანდრე მილორავამ.
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს TI: აჭარაში უძრავი ქონების პრივატიზება "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირების სასარგებლოდ მიმდინარეობს
გადახედვა
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
-
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
გადახედვა
-
ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება ვივიან უილსონი Desigual-ის კამპანიაში AI-სა და მამას — ილონ მასკს უპირისპირდება
გადახედვა
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
კომენტარები