თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
პატიმრობაში მყოფი ცხოველების უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც წერს, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ მისი დაკავება რუსეთის დაკვეთით განხორციელებული ანგარიშსწორებაა. მისი თქმით, კონფლიქტი რესტორანში მას შემდეგ დაიწყო, რაც "ტვ იმედის" თანამშრომლები მას უკრაინის მხარდამჭერი პოსტებისა და "იმედის" კრიტიკის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. ის პოლიციას დაკავებისას ძალადობასა და ოჯახის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ელიზბარაშვილი საკუთარ პატიმრობას უკანონოს უწოდებს და ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. მისი განცხადებით, დაკავების შედეგად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანი მიადგა მას და მის ოჯახს.
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაპატიმრება რუსეთის დაკვეთის შესრულებაა. თუ ნახავთ ჩემს ფეისბუქ გვერდს, ორი წელია აქტუალურად ვაშუქებ და ვაზიარებ რუსულ-უკრაინულ ომს, უპირობოდ ვუჭერ მხარს უკრაინას და ვაგინებ ოკუპანტების ლიდერს, ხუილო პუტინს. სწორედ ეს გახდა კონფლიქტის მიზეზი ჩემსა და იმ 7 ახალგაზრდას შორის — 30 აგვისტოს, საღამოს, რესტორან "სხვაში", როცა გავიგე, რომ ისინი "ტვ იმედის" თანამშრომლები იყვნენ, პირდაპირ მომთხოვეს, ბოდიში მომეხადა უკრაინის მხარდამჭერი პოსტებისთვის და "ტვ იმედის" აუგად მოხსენიებისთვის სოციალურ ქსელში.
ბოდიში, რა თქმა უნდა, არ მოვიხადე, რის გამოც გადამიკეტეს რესტორნის კორიდორი, შემიზღუდეს თავისუფლება, მაგინეს, ხელები მომიქნიეს, მემუქრებოდნენ და არ მიშვებდნენ დარბაზისკენ, სადაც ჩემი მეუღლე მელოდებოდა. როცა ვუთხარი, გამიშვით, მეუღლე მელოდება, სახლში მივდივართ, რადგან ჩვილ ბავშვს დედამ რძე უნდა აჭამოსო — ესეც არ გაითვალისწინეს და გააგრძელეს ჩემზე ძალადობა ბოდიშის მოხდის მიზნით. როცა შემაგვიანდა, მეუღლემ დამიწყო ძებნა და კორიდორში დამინახა ამ ახალგაზრდების ალყაში, რომლებიც მაგინებდნენ და გადაადგილების საშუალებას არ მაძლევდნენ. არც ჩემი მეუღლის თხოვნა გაითვალისწინეს და გააგრძელეს ჩემზე ძალადობა. რამდენიმე წუთის შემდეგ გამოჩნდა რესტორნის დაცვის თანამშრომელი და მოვახერხე დარბაზში დაბრუნება. ახალგაზრდებს დავუბარე, რომ მეუღლეს სახლში, ბავშვთან, მივიყვანდი და მალე დავბრუნდებოდი. როცა დავბრუნდი, ადგილზე არავინ დამხვედრია. მქონდა სურვილი მათთან შეხვედრისა და საუბრისა, რათა მომავალში აღარ განმეორებულიყო ანალოგიური შემთხვევა, მაგრამ ვერ დავადგინე მათი სახელი, გვარი და ადგილსამყოფელი.
1-ელ სექტემბერს პოლიციამ დამაპატიმრა, ააწიოკა ოჯახი, ჩვილი ბავშვი და არასრულწლოვანი შვილები, შემაშინეს, უმოწყალოდ სცემეს ჩემი ადვოკატი ია სირანაშვილი, გაჩხრიკეს და ამოატრიალეს ყველაფერი ჩემს სახლში, შემდეგ კი, ჩემი 84 წლის, ლოგინად ჩავარდნილი, მძიმედ ავადმყოფი დედის სახლში. დამადეს ხელბორკილები და ისე მჭიდროდ მომიჭირეს, რომ ტკივილისგან პოლიციის მანქანაში გონება დავკარგე. არც ქალაქის პოლიციის სამმართველოში მომხსნეს ბორკილები — თითქმის 7 საათი მქონდა ხელები მოჭერილი და საშინელ ტკივილს განვიცდიდი. ჩემს თხოვნაზე, ბორკილები მომეხსნათ, უარი მითხრეს.
გარდა ამ ტკივილისა, პოლიციამ ფსიქოლოგიურად იძალადა ჩემზე — პოლიციის სამმართველოს მე-7 თუ მე-8 სართულზე, სადაც ოთახში სხვა პოლიციელებთან ერთად ვიჯექი, გვერდით ოთახიდან შემოდიოდა ჩვილი ბავშვის ტირილის ხმა, რომელიც იდენტური იყო ჩემი მეთერთმეტე შვილის, 8 თვის ნიკოლოზის ხმისა. კითხვაზე, თუ რა უნდოდა ჩემს შვილს იქ, მითხრეს, რომ ის ჩვილი ჩემი შვილი არ იყო. ასევე ერთ-ერთმა პოლიციელმა მობილურიდან ხმა მომასმენინა, რომელშიც ვინმე ამბობდა, რომ "ჩხრეკა ჩატარდა თამაზ ელიზბარაშვილის 84 წლის მძიმედ ავადმყოფი დედის სახლში".
ჩემს ოჯახზე პოლიციის მხრიდან განხორციელებულმა ამ საშინელმა ტერორმა დიდი ფიზიკური და სულიერი ტკივილი გამოიწვია, რის შედეგადაც იზოლატორის საკანში წავიქეცი, თავი დავარტყი და გონება დავკარგე. გონზე მხოლოდ საავადმყოფოში მოვედი და ისევ იზოლატორში დამაბრუნეს. იზოლატორში ყოფნის 48 საათის ამოწურვამდე 2 საათით ადრე ამიყვანეს ზედა სართულზე, მომხსნეს ბორკილები და მითხრეს, რომ თავისუფალი ვიყავი. ოთახიდან გამოსვლისას იქვე დამხვდა სხვა პოლიციელი და მითხრა, რომ ახლა სისხლის საქმეზე ვიყავი დაკავებული, დამადო ხელბორკილი და ცოტა ხანში ისევ ჩამიყვანეს იზოლატორის საკანში.
ჩემი პატიმრობა უკანონოა. მე დანაშაული არ ჩამიდენია. ჩემი უკანონო პატიმრობის გამო ბევრი სიკეთე გაჩერდა ცხოველების დაცვის კუთხით. ამ მიმართულებით 23 წელია ვეხმარები ჩემს ქვეყანას და მსოფლიოს თვალში ვწევ საქართველოს მოქალაქეების სახელსა და იმიჯს. ასევე მოაკლდათ მზრუნველობა და ყურადღება ჩემს 11 შვილს და 4 შვილიშვილს.
ამდენ სისასტიკეს, ძალადობასა და ტერორს მე, ერთი კაცი, დღეიდან დაუნდობელ ბრძოლას ვუცხადებ და ვიწყებ შიმშილობას. მეგობრებო, ვისაც გიყვართ საქართველო და გინდათ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, გთხოვთ, გვერდში დამიდექით ამ საშვილიშვილო და სამართლიან ბრძოლაში — ოკუპანტების ქართველი მხარდამჭერების წინააღმდეგ," — წერს ელიზბარაშვილი.
4 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხოველების უფლებადამცველს და ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
1-ელ სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს, მანამდე სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს მის ავტომობილში. როგორც პოლიციელები ადგილზე აცხადებდნენ იარაღს ეძებდნენ. ამას კი წინ უძღოდა რესტორანში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ელიზბარაშვილსა და 7 პირს შორის. პროკურატურის ცნობით, მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს.
მეტი თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე:
- თამაზ ელიზბარაშილის ადვოკატი: ე.წ. დაზარალებულები არიან კონფლიქტის გამომწვევები და აგრესიის ინიციატორები
- თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
- თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
- პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
- “ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები