გუშინ BBC One-ს ეთერში ბრიტანული სერიალის, შერლოკის მეოთხე სეზონის პრემიერა შედგა.

ბოლო ეპიზოდი ეთერში 2014 წელს გავიდა და მაყურებელი მას შემდეგ ელოდა ბენედიქტ კამბერბეჩის დაბრუნებას ეკრანზე. ქართველ მაყურებელს სეზონის პირველი სერია განსაკუთრებით მოეწონა, რადგან ერთ-ერთ სცენაში ჩვენი დედაქალაქის სახელმა გაიელვა.

ფოტო: სერიალი შერლოკი, BBC One

სერიალ შერლოკის მეოთხე სერიის პირველ სერიაში მთავარი გმირი, დეტექტივი შერლოკ ჰოლმსი, საქართველოს დედაქალაქ თბილისში ექვს წლის წინ მომხდარ შემთხვევას იძიებს. ყველაფერს კი დოქტორ უოტსონის ცოლის, მერი უოტსონის წარსულთან მივყავართ, რომელიც მისიაზე სწორედ თბილისში იმყოფებოდა.

ერლოკი არტურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმსის ისტორიის თანამედროვე ეკრანიზაციაა. სერიალის შემქმნელები სტივენ მოფატი და მარკ გატისი არიან, მთავარ როლებს კი ბენედიქტ კამბერბეჩი და მარტინ ფრიმანი ასრულებენ.