ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დროშა, რომლის მოწყობა მერია ორ წელზე მეტი ხანი მოანდომა, თვენახევრის შემდეგ დაიფლითა. ქუთაისის მერიის პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ ის ძლიერმა ქარმა დააზიანა და ახალი დროში აღმართვას მერიის შესაბამისი სამსახურები უახლოეს დღეებში მოახდენენ.

"ძლიერი ქარი იყო ქუთაისში, რის გამოც დაიფლითა და გამოცვლიამ მალე", — განაცხადეს პრესსამსახურში.

ქუთაისის მერიამ ორწლიანი მცდელობის შემდეგ დროშა 12 აგვისტოს დაკიდა. მისი აღმართვა ხუთჯერ, სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა. პირველად ტენდერი გამოცხადება ნიადაგის შესწავლის გარეშე მოხდა, სადაც დროშის დგარი უნდა მოწყობილიყო. დანარჩენი ტენდერები შეწყდა, ან შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულებაზე უარი ბოლო მომენტში თქვა.