ტყუილია, თითქოს ქალებს ასაკთან ერთად სექსის სურვილი უქრებათ — კვლევა
ფოტო: Shutterstock
მითია, თითქოს შუახნის ასაკიდან ქალები სექსისადმი ინტერესს კარგავენ — ეს ახალმა კვლევამ აჩვენა, რომელმაც დაახლოებით 15 წელიწადში 3200-ზე მეტი ქალი გამოიკვლია.
"ქალების დაახლოებით მეოთხედი ამბობს, რომ სექსი ძალიან მნიშვნელოვანია, განურჩევლად მათი ასაკისა. კვლევამ აჩვენა, რომ ძალიან ბევრი ქალი ასაკის მატების მიუხედავად მაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სექსს და ეს უჩვეულო არ არის. თუკი ქალები მოახერხებენ, რომ საკუთარ პარტნიორს ესაუბრონ და დარწმუნდნენ, რომ ისეთი სექსი აქვთ, რომელიც მათთვის დამაკმაყოფილებელი და სასიამოვნოა, მაშინ უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ასაკის მატების მიუხედავად მათ სექსი ძალიან მნიშვნელოვან აქტივობად შეაფასონ", — თქვა აბსტრაქტის მთავარმა ავტორმა დრ. ჰოლი ტომასმა, რომელიც პიტსბურგის უნივერსიტეტის მედიცინის ასისტენტ-პროფესორია.
NAMS-ის სამედიცინო დირექტორმა დრ. სტეფანი ფაუბიონმა, რომელიც კვლევაში არ იყო ჩართული, მსგავსი კვლევების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
"სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ ქალების მეოთხედისთვის სექსი უბრალო შესაძლებლობად კი არ რჩება, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი კვლევები ჯანდაცვის პროვაიდერებს ღირებულ ინფორმაციას აწვდის, სხვაგვარად მათ შეიძლება ქალის სექსუალური ლტოლვის შემცირება ასაკის მატების ბუნებრივ ნაწილად მიიჩნიონ".
მითის დანგრევა
ის მართალია, რომ ძველმა კვლევებმა აჩვენა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ქალები სექსისადმი ინტერესს კარგავენ. მაგრამ ქალების ჯანმრთელობის პრაქტიკოსები ამბობენ, რომ ეს დამოკიდებულება არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელსაც ისინი ხედავენ.
"რამდენიმე ძველმა კვლევამ აჩვენა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ქალები სექსისადმი ინტერესს კარგავენ, თუმცა ეს ნამდვილად არ არის ის, რასაც ჩემი პაციენტებისგან ვისმენ", — თქვა ტომასმა.
მისი თქმით, ამის ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ძველი კვლევები ქალის სქესობრივი ლტოლვის ცალკეულ სურათს იღებდა მისი ცხოვრების ერთი კონკრეტული მომენტიდან და შემდგომი ათწლეულების მსგავს ცალკეულ სურათებს ადარებდა.
"დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარე ამგვარი კვლევა მხოლოდ იმას აჩვენებდა, თუ როგორი იყო საშუალო მაჩვენებელი დროთა განმავლობაში. და თუკი რაღაცებს საშუალო მაჩვენებლის მიხედვით დააკვირდები, ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს ყველა ამ გზას მიყვება", — ამბობს ტომასი.
ტომასმა თქმა, რომ ახალი კვლევა სხვა ტიპის ანალიზს იყენებდა, რომელმაც მკვლევრებს იმის დადგენა შეაძლებინა, თუ როგორ იცვლება ქალის სქესობრივი ლტოლვის ტრაექტორია დროთა განმავლობაში.
"გვინდოდა, სხვა ტიპის ტექნიკა გამოგვეყენებინა, რათა გვენახა, მართლა არსებობდა თუ არა ეს განსხვავებული კანონზომიერებები. და როცა ამ ტრაექტორიებს უყურებ, ხედავ, რომ არსებობს ქალთა ბევრი ჯგუფი, რომელიც სხვა გზას მიუყვება", — დაამატა ტომასმა.
სექსუალური ინტერესის მაღალი და დაბალი გზები
კვლევამ Study of Women's Health Across the Nation-ის, იგივე SWAN-ის, მონაცემების ანალიზის შედეგად სექსის მნიშვნელობისადმი ქალების დამოკიდებულების სამი სხვადასხვა გზა გამოკვეთა.
ქალების დაახლოებით მეოთხედი (28%) თემისადმი ტრადიციულ მსჯელობას გაყვა: ისინი შუახნის პერიოდიდან სექსს უფრო და უფრო ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ.
მიუხედავად ამისა, კვლევაში მყოფი ქალების მეორე მეოთხედმა ამის სრულიად საპირისპირო თქვა. კვლევაში მონაწილე ქალების 27%-ის თქმით, სექსი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად რჩება 40-იან, 50-იან და 60-იან წლებში — რაც მეტად მოულოდნელად ეწინააღმდეგება ძველ წარმოდგენას, თითქოს ქალები ასაკთან ერთად სექსისადმი ინტერესს კარგავენ.
"სექსი სხვანაირი იქნება. ის 40 წლის ასაკში ისეთივე ვერ იქნება, როგორიც 20 წლის ასაკში იყო; 60 წლის ასაკში ისეთი არ იქნება, როგორიც 40 წლისაში, და 80 წლისაში ისეთი — როგორიც 60 წლის ასაკში. შესაძლოა, სექსში რაღაც ცვლილებების შეტანა გახდეს საჭირო, მაგრამ, ზოგადად, ჯანმრთელი ადამიანები, რომლებსაც კარგი ურთიერთობები აქვთ, სექსუალურად აქტიურები რჩებიან", — თქვა მაიოს კლინიკის ქალთა ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა ფაუბიონმა.
კვლევაში მონაწილე იმ ქალებს, რომელთათვისაც სექსი ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგი საერთო მახასიათებლები აქვთ: ისინი უფრო განათლებულები და ნაკლებად დეპრესიულები არიან, შუახნის ასაკის მიღწევამდე კი მათ უკეთესი სექსუალური კმაყოფილება აქვთ გამოცდილი.
"იმ ქალებისთვის, რომლებსაც 40-იან წლებში უფრო დამაკმაყოფილებელი სექსი ჰქონდათ, ასაკის მატებასთან ერთად სექსი უფრო დიდი ალბათობით დარჩება მნიშვნელოვან აქტივობად", — თქვა ტომასმა.
მან დაამატა, რომ, შესაძლოა, აქ სოციოეკონომიკური ფაქტორებიც ასრულებდეს როლს. მაგალითად, უფრო განათლებულ ქალებს უფრო მეტი შემოსავალი აქვთ, რის გამოც ცხოვრებაში თავს უფრო სტაბილურად გრძნობენ და სტრესიც ნაკლები აქვთ.
"ამიტომაც მათ უფრო მეტი თავისუფალი სივრცე აქვთ საიმისოდ, რომ სექსს პრიორიტეტი მიანიჭონ და სხვა რაღაცებზე არ იდარდონ", — თქვა ტომასმა.
კვლევამ კიდევ ერთი ფაქტორი აჩვენა, რომელიც დაბალი და მაღალი სექსუალური ინტერესის გზებისთვისაა მნიშვნელოვანი — რასა და ეთნიკური ჯგუფი.
აფროამერიკელი ქალები უფრო დიდი ალბათობით ამბობდნენ, რომ შუახნის ასაკის განმავლობაში მათთვის სექსი მნიშვნელოვანი იყო, ხოლო ჩინელი და იაპონელი ქალებისთვის ამ პერიოდის განმავლობაში სექსი უფრო უმნიშვნელო იყო.
"მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს, დიდი ალბათობით, სოციოკულტურული ფაქტორითაა განპირობებული და არა — ბიოლოგიურით. ქალებს განსხვავებული კულტურული ჯგუფებიდან განსხვავებული დამოკიდებულებები აქვთ... განსხვავებული კომფორტის დონეები ასაკთან ერთად... და ის, თუ რამდენად 'ნორმალურია' ქალისთვის, რომ ასაკის მატებასთან ერთად სექსი მისთვის მნიშვნელოვნად დარჩეს", — თქვა ტომასმა.
შუალედური მდგომარეობა
ქალების უმეტესობა (48%) მესამე კატეგორიაში მოექცა: მათთვის ჯანმრთელი სექსუალური ცხოვრება მნიშვნელოვანი იყო, როცა კლიმაქტერიულ პერიოდში შედიოდნენ, თუმცა 50-იან და 60-იან წლებში ინტერესი ნელ-ნელა დაკარგეს.
ექსპერტების თქმით, რამდენიმე ემოციური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორი არსებობს, რომელმაც შეიძლება იმაზე იმოქმედოს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ქალს სექსის მიმართ. მათი უმეტესობა ამ ოთხ კატეგორიაში ექცევა:
ჯანმრთელობის მდგომარეობა: როდესაც ქალები თავიანთ 40-იან და 50-იან წლებში კლიმაქტერიულ პერიოდს უახლოვდებიან, მათ ორგანიზმში ისეთი ჰორმონული ცვლილებები მიმდინარეობს, რომლებიც სექსს უფრო ნაკლებად სასიამოვნოს ან მტკივნეულსაც კი ხდის.
ესტროგენის დონის კლება ვულვასა და ვაგინალურ ქსოვილებს უფრო თხელსა და მშრალს ხდის, ასევე ამარტივებს მათ დაზიანებასა და გაღიზიანებას. აღგზნება, შესაძლოა, უფრო გართულდეს. სიცხის უეცარი მოზღვავებები და მენოპაუზის სხვა სიმპტომები განწყობასა და ძილის ხარისხზე მოქმედებს, რაც დაღლილობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, დაბნეულობასა და დეპრესიას იწვევს.
შუახნის ასაკში ჯანმრთელობის ბევრი საკითხი შეიძლება წარმოიქმნას ან გაუარესდეს, რამაც ლიბიდოზეც შეიძლება იმოქმედოს.
"აქვთ თუ არა მათ ისეთი პრობლემები, როგორიცაა მენჯ-ბარძაყის ართრიტი, რომელიც სექსის დროს ტკივილს იწვევს? ან ხელის ართრიტი, რომელიც მას უფრო ართულებს? ან, მაგალითად, დიაბეტი, რომლის დროსაც შეგრძნება ისეთივე აღარაა? გულის დაავადება? თუმცა არსებობს ისეთი საშუალებები, რომლებიც ადამიანებს სექსუალური აქტივობის შენარჩუნების საშუალებას მისცემს, მათ შორის კვადრიპლეგიურებსაც (ოთხივე კიდურის პარალიზის მქონე ადამიანებსაც) კი. ჯანმრთელობის პრობლემის მიუხედავად, ყოველთვის არსებობს იმის გზა, რომ დარჩე სექსუალურად აქტიური", — თქვა ფაუბიონმა.
მენტალური და ემოციური ფაქტორები: სექსის ფსიქოლოგიურ კომპონენტს ქალის სექსუალური ლტოლვის დონეებზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. სექსუალური ან ფიზიკური ძალადობის გამოცდილება, ნივთიერებაზე დამოკიდებულების პრობლემები და დეპრესია, შფოთვა და სტრესი ამ კატეგორიაში მთავარ როლს ასრულებენ.
"საკმარისად კარგად ვერც აგიხსნით, რამდენად დიდი გავლენა აქვს შფოთვასა და სტრესს სექსზე. წარმოიდგინეთ 'ებრძოლე ან გაიქეცი' მექანიზმი — თქვენი ადრენალინი გროვდება, ქვის ხანის პერიოდს უბრუნდებით და ლომი მოგსდევთ. როცა ლომი მოგსდევთ, ამ დროს ბალახზე ხომ არ წამოწვებით და სექსით დაკავდებით? არა, ამას არ იზამთ. და სწორედ ასე გრძნობენ თავს ის ქალები, რომლებიც მუდმივად შფოთვაში არიან. შფოთვა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმის განსასაზღვრად, იქნება თუ არა ქალი სექსუალურად აქტიური", — თქვა ფაუბიონმა.
მართალია, კვლევა უშუალოდ შფოთვას არ აკვირდებოდა, მაგრამ შედეგებმა აჩვენა, რომ იმ ქალებისთვის, რომლებსაც დეპრესიის უფრო მეტი სიმპტომი ჰქონდათ, სექსი უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ცხოვრებაში. ემოციური ზემოქმედების გარდა შემცირებული ლიბიდო დეპრესიის სამკურნალოდ საჭირო მრავალი ანტიდეპრესანტის გვერდითი მოვლენაცაა.
პარტნიორი: შუახნის ასაკის ქალების რომანტიკულ ცხოვრებაში ზოგჯერ შეიძლება დრამატული ცვლილება მოხდეს, რომელმაც სექსისადმი ინტერესზე დიდი გავლენა იქონიოს.
"რომანტიკული პარტნიორი ხომ არ დაკარგეს განქორწინების ან გარდაცვალების გამო? პარტნიორს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები ხომ არ უჩნდება, რომელთა გამოც სექსი უფრო რთული ან შემაწუხებელია? ცხოვრების სხვა ასპექტებით ხომ არ არიან უფრო დაკავებულები — მაგალითად, კარიერით, შვილიშვილებზე ან, თუნდაც, შვილებზე ზრუნვით, რომლებიც მათთან ბრუნდებიან? ეს ყველაფერი სექსისთვის პრიორიტეტის მინიჭებას უფრო ართულებს", — თქვა ტომასმა.
ქალს პარტნიორი რომც ჰყავდეს, ურთიერთობებში ხშირია აღმასვლები და დაღმასვლები, რომლებიც ზემოქმედებს იმაზე, თუ როგორაა ქალი პარტნიორის მიმართ ინტიმურობისადმი განწყობილი.
"მოგწონთ თქვენი პარტნიორი? კარგად გესმით ერთმანეთის? ხელის შემშლელი ლოგისტიკაც კი შეიძლება გახდეს — ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე ადგილას ხართ?", — იკითხა ფაუბიონმა.
სოციალური ზნე-ჩვეულებები: ქალის სექსუალურ ლტოლვაზე საზოგადოებაც მოქმედებს. ამ თემის ირგვლივ რელიგიური, კულტურული და ოჯახური ღირებულებები დიდ როლს ასრულებს სექსუალურ თავისუფლებასა და სიამოვნებაში.
"მერე შემოდის ის ფაქტორი, თუ რას გვასწავლის საზოგადოება ასაკოვანი ქალების შესახებ. ამგვარად, ზოგიერთი ქალისთვის სექსუალურად აქტიურად ყოფნა რატომღაც ცუდია. ქალებს სექსი არ უნდა ჰქონდეთ. ჩემს კლინიკაში 60-65 ასაკოვანი ჯგუფის უამრავი ქალი მინახავს, რომელსაც არასდროს მიუღია სექსუალური განათლება, არც მათ პარტნიორებს მიუღიათ ის და მათ, უბრალოდ, არც უნდათ, საერთოდ რამე იცოდნენ ამ საკითხზე", — ამბობს ფაუბიონი.
რა უნდა მოხერხდეს?
ფაუბიონმა და ტომასმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ, რა თქმა უნდა, თუკი ქალს არ აწუხებს სექსის უქონლობა, არავითარი მიზეზი არ არსებობს საიმისოდ, რომ ის ექიმთან მივიდეს. თუმცა ორივემ თქვა, რომ წინა კვლევებმა აჩვენა, რომ სექსისადმი შემცირებული ინტერესის მქონე ქალების დაახლოებით 10-15%-ს აწუხებს ეს და პრობლემის მოგვარება სურს.
ექიმებს ბევრნაირად შეუძლიათ დახმარება, მათ შორის მედიკამენტებითა და თერაპიებით, თუმცა, პირველ ყოვლისა, ქალმა უნდა მიმართოს ექიმს და ისაუბროს ამაზე.
"ძველმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები ხშირად ყოყმანობენ ექიმებისთვის მიმართვას. შესაძლოა, ეს სირცხვილის გამო ან იმის, რომ ეს ასაკის მატების ბუნებრივი თანმდევი ჰგონიათ, ან ფიქრობენ, რომ ამ საკითხის წამოწევა არ ღირს", — თქვა ტომასმა.
საბოლოოდ, ეს თემა ფაუბიონმა შეაჯამა:
"შეჯამება: თუკი ქალებს სექსუალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რამე აწუხებთ, მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. სექსი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და ამასთან დაკავშირებით პრობლემების მქონე ქალებისთვის მოგვარების გზები არსებობს".
-
თბილისის აეროპორტი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს თბილისის აეროპორტი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს
გადახედვა
-
შესაძლოა, ამერიკის კონტინენტზე მამონტების გადაშენება ადამიანებმა გამოიწვიეს — ახალი კვლევები შესაძლოა, ამერიკის კონტინენტზე მამონტების გადაშენება ადამიანებმა გამოიწვიეს — ახალი კვლევები
გადახედვა
-
მეცნიერებმა გამოითვალეს, როდის გაქრება დედამიწაზე მცენარეები მეცნიერებმა გამოითვალეს, როდის გაქრება დედამიწაზე მცენარეები
გადახედვა
-
მარინ ლე პენს თანამდებობის დაკავების აკრძალვის ვადა შეუმცირეს — ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს მარინ ლე პენს თანამდებობის დაკავების აკრძალვის ვადა შეუმცირეს — ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს
გადახედვა
-
POG: ფაშისტური იდეოლოგიური დაჯგუფების ორგანიზატორ არასრულწლოვანს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა POG: ფაშისტური იდეოლოგიური დაჯგუფების ორგანიზატორ არასრულწლოვანს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
მტრედები გზას მხოლოდ მზით არ პოულობენ — მეცნიერებმა მათ ორგანიზმში "შიდა კომპასი" აღმოაჩინეს მტრედები გზას მხოლოდ მზით არ პოულობენ — მეცნიერებმა მათ ორგანიზმში "შიდა კომპასი" აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში NATO-ს სამიტზე ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში NATO-ს სამიტზე ჩავიდა
გადახედვა
-
რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი ანკარაში, NATO-ს სამიტზე ჩავიდა დონალდ ტრამპი ანკარაში, NATO-ს სამიტზე ჩავიდა
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, დედამიწის "კვაზი-თანამგზავრი" ახლოდან გადაიღეს ისტორიაში პირველად, დედამიწის "კვაზი-თანამგზავრი" ახლოდან გადაიღეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტი სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია თეგეტა გრინ პლანეტი სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
-
ტერაბანკში ახალი და არსებული მომხმარებლებისთვის USD და GBP ვალუტებში საერთაშორისო გადარიცხვებზე სპეციალური პირობები მოქმედებს ტერაბანკში ახალი და არსებული მომხმარებლებისთვის USD და GBP ვალუტებში საერთაშორისო გადარიცხვებზე სპეციალური პირობები მოქმედებს
-
სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გაიხსნა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა გაიხსნა
-
ლითიუმის დაბალი დოზა ალცჰაიმერის პროგრესირების შენელებაში შეიძლება დაგვეხმაროს ლითიუმის დაბალი დოზა ალცჰაიმერის პროგრესირების შენელებაში შეიძლება დაგვეხმაროს
გადახედვა
-
საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება: დღეს საქართველო პრაქტიკულად გამქრალია ალიანსის [NATO-ს] პოლიტიკური დღის წესრიგიდან საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება: დღეს საქართველო პრაქტიკულად გამქრალია ალიანსის [NATO-ს] პოლიტიკური დღის წესრიგიდან
გადახედვა
-
გორში ველოსიპედით დაშავებულ 10 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა — ოჯახი პასუხისმგებლობას კლინიკას აკისრებს გორში ველოსიპედით დაშავებულ 10 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა — ოჯახი პასუხისმგებლობას კლინიკას აკისრებს
გადახედვა
-
დამასკოში, ემანუელ მაკრონის ვიზიტისას, აფეთქება მოხდა — დაშავდა 18 ადამიანი დამასკოში, ემანუელ მაკრონის ვიზიტისას, აფეთქება მოხდა — დაშავდა 18 ადამიანი
გადახედვა
-
20 წლის ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის მის ბიძაშვილს, ემინ ალიევს ბრალი წარედგინა 20 წლის ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის მის ბიძაშვილს, ემინ ალიევს ბრალი წარედგინა
გადახედვა
-
სექსუალური ძალადობა, ძარცვა, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა — პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე გამოაძევეს სექსუალური ძალადობა, ძარცვა, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა — პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე გამოაძევეს
გადახედვა
-
ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად — ჩვენი მკითხველის არჩევანი ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად — ჩვენი მკითხველის არჩევანი
გადახედვა
-
ოცნებებით შედგენილი მარშრუტი — 6 სოფელი, 200 ბავშვი და უამრავი ახალი ისტორია ლიბერთისგან ოცნებებით შედგენილი მარშრუტი — 6 სოფელი, 200 ბავშვი და უამრავი ახალი ისტორია ლიბერთისგან
კომენტარები