საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გირჩის სარჩელი ქალთა კვოტირების გაუქმებაზე
ფოტო: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გირჩის სარჩელი გენდერული კვოტირების შესახებ. კერძოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო გირჩის სარჩელის ერთი ნაწილი, თუმცა, მეორე, რომლის მიხედვითაც პარტიულ სიაში ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს, კონსტიტუციურად მიიჩნია.
"კონსტიტუციური სარჩელი №1526 დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს მამაკაცი, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელი №1526 არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი, მე-3 და მე-4 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის კონსიტიტუციურობას, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი, საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით", — წერია საკონსტიტუციოს განცხადებაში.
რაც შეეხება სადავო მუხლს, რომელსაც გირჩი ასაჩივრებდა, ის პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ დაამტკიცა და მასში წერია:
"საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩასატარებელი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია ან საარჩევნო ბლოკი, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. შესაბამისმა საარჩევნო სუბიექტმა პარტიული სია ცესკოს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში არ არის დაცული ამ პუნქტით დადგენილი სქესთა შორის ბალანსი, საარჩევნო სუბიექტს უბრუნდება სია და ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა 3 დღის ვადა. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება".
გირჩში მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც პარტიები ვალდებულნი არიან სიაში ყოველი მე-4 ადამიანი განსხვავებული სქესის იყოს, მათთვის უფლებების შეზღუდვაა. პარტიამ ამ წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ივლისსს დაარეგისტრირა.
გირჩმა 31 ივლისს პარტიული სიის პირველი ათეული გამოაქვეყნა, სადაც ქალები ვერ მოხვდნენ. პარტიაში ამობებენ, რომ კანდიდატები პრაიმერიზის მეთოდოლოგიით შეარჩიეს. საარჩევნო რეფორმის თანახმად კი სიაში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის უნდა იყოს. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, ისინი ცესკოს მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და ფორმალურ სიას შექმნიან, თუმცა პარლამენტში მაინც ისინი შევლენ, ვინ მხარდამჭერებმა გამოავლინა. ამავე დროს, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ სიაში ქალები მოხვდნენ, თუნცა პირველ ათულში არ არიან.
-
ჩინეთმა კოსმოსში ადამიანის "ხელოვნური ემბრიონები" გაგზავნა ჩინეთმა კოსმოსში ადამიანის "ხელოვნური ემბრიონები" გაგზავნა
გადახედვა
-
მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის — ნახეთ, საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეო მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის — ნახეთ, საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეო
-
რომის პაპი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეამცირონ AI-ის გამოყენება რომის პაპი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეამცირონ AI-ის გამოყენება
გადახედვა
-
საკანონმდებლო ცვლილებების გამო "კლუბი სინერგია" ივნისიდან უფასო მომსახურებას წყვეტს საკანონმდებლო ცვლილებების გამო "კლუბი სინერგია" ივნისიდან უფასო მომსახურებას წყვეტს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტმა თბილისის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კონფერენცია გამართა გალტ & თაგარტმა თბილისის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კონფერენცია გამართა
-
რუსი მიტროპოლიტი ილარიონი, რომელიც ილია II-ის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, ჩეხეთში ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს რუსი მიტროპოლიტი ილარიონი, რომელიც ილია II-ის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, ჩეხეთში ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება ფორმალურია — გაუქმდა პროგრამა, რომელიც 30 000 პირს "ფიქტიურად" ასაქმებდა" ირაკლი კობახიძე: "დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება ფორმალურია — გაუქმდა პროგრამა, რომელიც 30 000 პირს "ფიქტიურად" ასაქმებდა"
გადახედვა
-
შალვა კერესელიძე: ვაინიცირებთ რეზოლუციის პროექტს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების შესახებ შალვა კერესელიძე: ვაინიცირებთ რეზოლუციის პროექტს რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ანექსიურ პოლიტიკაზე რეაგირების შესახებ
გადახედვა
-
ავღანეთში ქორწინების ასაკი გოგოებისთვის 16-დან 9 წლამდე შემცირდა ავღანეთში ქორწინების ასაკი გოგოებისთვის 16-დან 9 წლამდე შემცირდა
გადახედვა
-
კონგოში ებოლათი ინფიცირების სავარაუდო შემთხვევათა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა კონგოში ებოლათი ინფიცირების სავარაუდო შემთხვევათა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება — ირაკლი კობახიძე პატიმრების შესაძლო შეწყალებაზე სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება — ირაკლი კობახიძე პატიმრების შესაძლო შეწყალებაზე
გადახედვა
-
თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
გადახედვა
-
თავს ვგრძნობთ ძალიან მყარად, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა — ირაკლი კობახიძე სომხეთში რუბიოს ვიზიტზე თავს ვგრძნობთ ძალიან მყარად, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერა — ირაკლი კობახიძე სომხეთში რუბიოს ვიზიტზე
გადახედვა
-
SpaceX-მა ახალი მეგარაკეტა Starship V3 გაუშვა — ნახეთ SpaceX-მა ახალი მეგარაკეტა Starship V3 გაუშვა — ნახეთ
გადახედვა
-
ნიკა გვარამია: მოვუწოდებ (პრჭყალებში) ხელისუფლებას, 26 მაისის აქციაზე თავი შეიკავოს ნებისმიერი ინციდენტისგან ნიკა გვარამია: მოვუწოდებ (პრჭყალებში) ხელისუფლებას, 26 მაისის აქციაზე თავი შეიკავოს ნებისმიერი ინციდენტისგან
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 2025 წელს სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია ირაკლი კობახიძე: 2025 წელს სიღარიბე ჩვენმა 90 ათასმა თანამოქალაქემ დაძლია
გადახედვა
-
26 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთს ეწვევა 26 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთს ეწვევა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
-
თამუნა მუსერიძე Nagroda Korczaka-ს პირველი ქართველი გამარჯვებული გახდა თამუნა მუსერიძე Nagroda Korczaka-ს პირველი ქართველი გამარჯვებული გახდა
გადახედვა
-
GenAI ყოველდღიურობაში — როგორ დასახელდა საქართველოს ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინოვატორებს შორის GenAI ყოველდღიურობაში — როგორ დასახელდა საქართველოს ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ფინანსურ ინოვატორებს შორის
-
მოძრაობა "ხმა": უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით 10 000 ხელმოწერა შეგროვდა მოძრაობა "ხმა": უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით 10 000 ხელმოწერა შეგროვდა
გადახედვა
კომენტარები