საქართველოს ბანკის მობილბანკი 1 000 000-ჯერ გადმოწერეს — გაიგეთ მეტი აპლიკაციის შესახებ
საქართველოს ბანკის მობილბანკი პირველი ქართული ფინანსური აპლიკაციაა, რომელიც ანდროიდის მომხმარებლებმა მილიონჯერ გადმოწერეს. ამ სტატიაში მოგიყვებით, რა შესაძლებლობები აქვს მობილბანკს და რატომ უნდა გახდეს ის თქვენი ფინანსების მართვის მთავარი ინსტრუმენტი.
ალბათ ბევრს ახსოვს დრო, როცა მარტივი ფინანსური ოპერაციებისთვის ბანკის გრძელ რიგში ვდგებოდით. არც ის სიტუაცია უნდა იყოს უცხო, როცა ბანკომატთან თუ ჩარიცხვის აპარატთან მისვლისას ჩვენ წინ არსაიდან გამოჩნდება ხოლმე ვიღაც, ზარმაცასავით ზანტი, რომლის გამო გეგმებიც კი შეიძლება აგვერიოს. არადა, ყველა ამ დისკომფორტთან დამშვიდობება მარტივადაა შესაძლებელი, როცა მობილურში "ბანკის ფილიალი" გაქვს — ეს საქართველოს ბანკის მობილბანკია.
მეტიც, ახლა, როცა სოციალური დისტანციის ჯერ კიდევ გარდაუვალი აუცილებლობაა, ციფრული მომსახურება ჩვენი უსაფრთხოების შენარჩუნებაში დიდ როლს თამაშობს. მობილბანკის დახმარებით კი არათუ სხვადასხვა სახის გადარიცხვასა და გადახდას შეძლებთ, არამედ გაანაღდებთ გზავნილს, შეუკვეთავთ ბარათს, გახსნით ანაბარს და სხვა უამრავ ტრანზაქციას შეასრულებთ.
და მაინც, რით გამოირჩევა ეს აპლიკაცია?
რა შეუძლია მობილბანკს?
"გადარიცხავთ, სადაც გინდათ; გადაიხდით, რასაც გინდათ; მიიღებთ გზავნილს და საერთოდ, გააკეთებთ იმ ყველაფერს, რასაც ფილიალში აკეთებდით" — განახლებული მობილბანკის ფუნქციებზე ადრე უკვე მოგიყევით, თუმცა აპლიკაცია მუდმივად ახლდება. ის 2017 წლის 29 მაისს შეიქმნა, მისი გუნდი კი წლიდან წლამდე იზრდება; ისინი არ ჩერდებიან, ყოველთვის ფიქრობენ მომხმარებლების მოთხოვნილებებზე და მათ ინტერესებზე მორგებული, დახვეწილი და პრაქტიკული სერვისების შექმნაზე.
დღეს მობილბანკი თქვენს მობილურში არსებული "ბანკის ფილიალია". მისი მეშვეობით დაცული ხართ მოულოდნელობებისგან, რადგან ის საშუალებას გაძლევთ, დაბლოკოთ ან განბლოკოთ ბარათი საეჭვო ტრანზაქციების შემჩნევისთანავე; ასევე, მისი დახმარებით შეგიძლიათ შეასრულოთ ყველანაირი გადარიცხვა, დაფაროთ კომუნალურები, შეავსოთ მობილურის ბალანსი და მიიღოთ ინფორმაცია ფინანსურ და საბანკო პროდუქტებზე; ამგვარად, ისარგებლოთ სრული საბანკო მომსახურებით ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. ამისათვის კი საქართველოს ბანკის მომხმარებლებს მხოლოდ და მხოლოდ მობილბანკის აპლიკაციის გადმოწერა და მარტივი რეგისტრაციის გავლა დასჭირდებათ.
მობილბანკი უკვე სმარტ ფუნქციებითაცაა აღჭურვილი — აპლიკაციით სარგებლობას მაშინაც კი შეძლებთ, თუკი მობილურზე ბალანსი ან ინტერნეტის მეგაბაიტები აღარ გაქვთ. ამგვარად, დავიწყებას მიეცა ის ნაცნობი სიტუაციაც, როცა მობილბანკში შესასვლელად და ამოწურული მეგაბაიტების შესავსებად ის ინტერნეტი გვჭირდებოდა, რომელიც უკვე აღარ გვქონდა.
მობილბანკში შეგხვდებათ პერსონალური ფინანსური მენეჯერიც — ფუნქციონალი, რომელიც თქვენი ბიუჯეტის ეფექტიანად დაგეგმვაში დაგეხმარებათ. აქვეა ჩატის ფუნქციაც — მართალია, აპლიკაციაში ყველა ოპერაციის შესრულება იმდენად მარტივია, რომ სენსორზე თითის სულ რამდენიმე შეხებას მოითხოვს, მაგრამ კითხვების შემთხვევაში ჩატის დახმარებით პასუხებს დაუყოვნებლივ მიიღებთ.
რაც მთავარია, ეს ყველაფერი არ არის — მობილბანკის შესაძლებლობები უსაზღვროა.
გადმოწერეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი IOS-ისთვის ან Android-ისთვის და შეუერთდით მილიონი გადმომწერის რიგებს.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
კომენტარები