დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ის ნაბიჯები, რომლებსაც ვთავაზობთ ჩაფლავებულ მთავრობას — ვაშაძე
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "დამსხვრეული ოცნებების მთავრობის" მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ქვეყნის ეკონომიკა კრიზისამდე მიიყვანა და პარტია რეალობის შეცვლას ეკონომიკის მყისიერი რეანიმაციით გეგმავს
"სამწუხაროდ დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა საშინელ კრიზისამდე მიიყვანა ეკონომიკა და ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლომდე ჩაფლავდა ყველა ის ე.წ. ღონისძიება, რაც მათ გააკეთეს. ლარის კურსი ყოველდღიურად დრამატულად ეცემა; 220 000 მა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი; მცირე და საშუალო ბიზნესი გაბანკროტებულია; საზღვრების ჩაკეტვამ მოგვიტანა ის რეალობა, რომ უფრო გაიზარდა კორონა ვირუსის მაჩვენებელი; მოქალაქეები უბრალოდ თავის სესხებს ვეღარ იხდიან და 220 მილიონის ქონება უკვე გადაიფორმა საბანკო სექტორმა და ფაქტობრივად, ტოტალური გაკოტრება ხდება ქვეყანაში; შიმშილი, რომელიც აწუხებს მოსახლეობის 8,2%-ს; სამსახური, რომელიც ფაქტობრივად აღარავის აღარ აქვს ქვეყანაში და უმძიმეს ვითარებაშია. ამის ფონზე გამოდის ჩაფლავებული პრემიერ-მინისტრი და გვეუბნება, რომ საქართველოს მოდელი თურმე საჩხერის მოდელი ყოფილა. ეს არის კიდევ ერთი დიდი დარტყმა ქართულ ეკონომიკაზე და როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო ეცემა, სწორედ ასეთი უაზრო, არაპროფესიონალური, არაფრის მთქმელი განცხადებების შედეგია ეს ყველაფერი" — ამბობს ვაშაძე.
მან მოქმედი ხელისუფლების გადაგმული ნაბიჯების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომლებიც, როგორც თავად ამბობს, მხოლოდ მთავრობის წევრების ახლობლებისა და მეგობრების ბიზნესებს დაეხმარა.
"45 მილიონი გადაურიცხეს მათთან დაკავშირებულ კომპანიებს, რომლებმაც შემდეგ ეს ფული დაუბრუნეს საარჩევნო ბიუჯეტში; სესხის სუბსიდირება მისცეს მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც მათთან არიან დაკავშირებული და რეალურად, არც ერთი თეთრი არ წავიდა სასტუმროების მეპატრონეებზე, რომლებსაც მართლაც სჭირდებოდათ დახმარება, რომლებიც მათთან არ იყვნენ დაკავშირებული და უამრავი არასწორი ნაბიჯი. გახსოვთ ჩვენი მოთხოვნა ტესტირებასთანდაკავშირებით? არ გააკეთეს და დღესაც არ არის მასობრივი ტესტირება გამართული. ყოველდღე ნაკლები ტესტია და კორონას ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება. გახსოვთ საზღვრის გახსნაზე კოვიდ პასპორტის შეთავაზება, რომელიც არ გააკეთეს და სამწუხაროდ, უმძიმესი მდგომარება შეიქმნა და ისევ მოსახლეობა ზარალდება", — აღნიშნავს ვაშაძე.
პოლიტიკურმა ლიდერმა წარადგინა 6 თვიანი სტრატეგიული გეგმა, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება და მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე დგომარეობიდან თავის დაღწევის საშუალებაა
"დაუყოვნებლივ უნდა გადაიდგას ის სამი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ჩაფლავებულ მთავრობას და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეებს:
პირველი არის ის, რომ პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით მინიმუმ 6 თვის მანძილზე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მონატორიუმი უნდა გამოცხადდეს აღსრულებასა და ქონების გადაფორმებაზე, ეს არის საგანგებო ვითარება, ფორს მაჟორი, რაც ქვეყანაშია და ექვსი თვის მანძილზე არანაირი ქონების გადაფორმება არ უნდა მოხდეს იმიტომ რომ, უბრალოდ ქუჩაში დარჩენილ ხალხს ჩვენ ვეღარ ვუშველით.აქ ვგულისხმობთ მცირე და საშუალო ბიზნესს, ბინის მეპატრონეებს და ა.შ
მეორე მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ გამოყოფილი 5 მილიარდიანი ფონდიდან შეიქმნას 500 მილიონიანი ფონდი, რომლითაც დასუბსიდირდება აბსოლუტურად ყველა სესხის პროცენტი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და ფიზიკური პირებისთვის. რაღა თქმა უნდა, არა მსხვილი ბიზნესისთვის, რომელსაც ისენი დღესაც უსიბსიდირებენ სესხს. ანუ თანხა, რომელიც გამოიყო ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობარი ქვეყნებიდან, ეს თანხა მოხმარდეს ყველაზე მძიმე მდგომარობაში მყოფ ხალხს. აქ ვგულისხმოთ, რომ 500 მილიონიანი ფონდით დასუბსიდირდეს ისეთი ბიზნესები, როგორიც არის სასტუმროს ბიზნესი, რესტორნები, ფიზიკური პირები; როგორიც არის ფიზიკური პირები, რომლებსაც გირაოში ჰქონდათ ჩადებული საკუთარი ქონება მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყებისთვის ან თუნდაც ნებისმიერი სხვა შემოსავლისთვის; ყველა იმ ადამიანისთვის ვინც დაკარგა სამუშაო ადგილი, იმიტომ, რომ, ამ კატასტროფული ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან მაქსიმალურად ვიხსნათ ქვეყანა
მესამე — აბსოლუტურად ყველა პენსიონერს უნდა ჩამოეწეროს სესხის პროცენტი. უსამართლოდ მაღალი 36-40%-იანი სესხის პროცენტი. ეს არის კომპლექსური გზა, რომელიც იმ ნეგატიურ ფონს შემოატრიელებს პოზიტივისკენ და დაგვეხმარება ლარის კურსის გამყარებაშიც და რაც მთავარია, გადავარჩენთ გაბანკროტებისგან და შიმშილისგან ძალიან ბევრ მოქალაქეს და ადამიანს", — აცხადებს გიორგი ვაშაძე.
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
კომენტარები