ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნების სრულ პროპორციულ სიას პირველ ოქტომბერს წარადგენს. ამის შესახებ ქართული ოცნების სიის მე-3 ნომერმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, იმედის ეთერში, გადაცემა არენაში განაცხადა.

"ჩვენ პირველი ოქტომბრისთვის წარვადგენთ უკვე ოფიციალურად ცესკოში სრულ საარჩევნო სიას და საზოგადოებისთვისაც გახდება, ბუნებრივია, ცნობილი მთლიანი სიის თაობაზე. განახლება ამ ნაწილშიც იქნება, ბუნებრივია, სერიოზული. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, იმ გამსვლელი სიიდან დაახლოებით ნახევარი იქნება მოქმედი დეპუტატი, მეორე ნახევარი იქნება ახალი წევრი საქართველოს პარლამენტში", — განაცხადა კობახიძემ.

ქართულმა ოცნებამ პროპორციული სიის პირველი ოცეული 10 სექტემბერს დაასახელა. განახლებულ პროპორციულ სიაში მოხვდნენ როგორც ძველი, ისე ახალი სახეები. მათ შორის პირველ ოცეულში ყოფილი სპორტსმენებიც არიან.

პრემიერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი გიორგი გახარიაა. მეორე ნომრად პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დაასახელს.

  1. გიორგი გახარია;
  2. არჩილ თალაკვაძე;
  3. ირაკლი კობახიძე;
  4. თეა წულუკიანი;
  5. მამუკა მდინარაძე;
  6. კახა კუჭავა;
  7. გიორგი კახიანი;
  8. მარიამ ქვრივიშვილი;
  9. მიხეილ სარჯველაძე;
  10. მაია ბითაძე;
  11. მიხეილ დაოშვილი;
  12. გიორგი ამილახვარი;
  13. ვიქტორ სანიკიძე;
  14. მაკა ბოჭორიშვილი;
  15. შალვა პაპუაშვილი;
  16. დავით კაჭარავა;
  17. ნიკოლოზ სამხარაძე;
  18. გიორგი ხელაშვილი;
  19. მარიამ ლაშხი;
  20. ბექა დავითულიანი.