საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე გიორგი ვაშაძის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დებატებში გამოწვევას ეხმიანება და აცხადებს, რომ ცივილიზებულ სამყაროში პრემიერობის კანდიდატებს შორის არჩევნების პერიოდში ხშრად იმართება დებატები ქყეყანაში არსებულ პრობლემებზე და ეს მისასალმებელია. ხარშილაძეს მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრი ამ გამოწვევას არ დათანხმდება, რადგან ის დებატებში მონაწილეობას მიჩვეული არ არის და გაუჭირდება ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე პასუხის გაცემა.

"ზოგადად კარგი იქნება ასეთი დებატები, ცივილიზებულ სამყაროში ხშირად იმართება არჩევნების პერიოდში, დასავლური ქვეყნების პრეროგატივაა და კარგი იქნება, რომ ქვეყნის პრობლემებზე იმსჯელებენ წინა საარჩევნოდ პრემიერ-მინისტრობის კანიდიდატები და ეს მისასალმებელია. ეჭვი მეპარება, რომ გიორგი გახარიამ ეს გამოწვევა მიიღოს, გამომდინარე იქედან, რომ დიდად სადებატო არც არაფერი აქვს,მიჩვეულია გამოდის და ტაშს უკრავენ დებატებში მონაწილეობას არამგონია, რომ მიჩვეული იყოს. შესაბამისად, არამგონია, რომ მან ეს გამოწვევა მიიღოს, გამომდინარე იქედან რომ საკმაოდ ბევრი პრობლემებია ქვეყანაში და ამაზე პასუხის გაცემა მას გაუჭირდება" — აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.