ჩინეთის პირველი მრავალჯერადი გამოყენების ხომალდი დედამიწაზე დაბრუნდა
ჩინეთის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდი ორბიტაზე გატარებული ორი დღის შემდეგ დედამიწას დაუბრუნდა. "ეს წინ გადადგმული ნაბიჯია "იაფი" კოსმოსური მისიებისკენ", — განაცხადა ჩინეთის ხელისუფლებამ.
გასაიდუმლოებული მისია პარასკევს, ჩინეთის ჩრდილოდასავლეთში მდებარე სადგურიდან გაეშვა. სახელმწიფო მედიას ფოტოები არ გამოუქვეყნებია და ამჟამად უცნობია, როგორ გამოიყურება ხომალდი.
ოფიციალური განცხადებით, ეს "ქვეყნის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდების კვლევაში მნიშვნელოვანი გარღვევაა", რაც კოსმოსის "უფრო მოსახერხებელ და იაფი" კვლევის საშუალებას იძლევა.
ჩინეთმა პირველი ასტრონავტი თავის კოსმოსურ სადგურზე 2003 წელს გაგზავნა. შარშან ჩინეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მთვარის შორეულ ნაწილში რობოტული როვერი გაგზავნა. ამჟამად კი ახალი ჩინური როვერი მარსისკენ მიემართება.
აღსანიშნავია, რომ თავის დროზე აშშ-საც და საბჭოთა კავშირსაც კოსმოსში მრავალჯერადი გამოყენების ხომალდი არაერთხელ გაუგზავნია.
აშშ-ის კოსმოსურმა შატლმა 1980-2011 წლებში 134 წარმატებული ფრენა განახორციელა. 1988 წელს საბჭოთა ხომალდმა, ბურანმა დედამიწის ორბიტას ორჯერ შემოუარა და უკან წარმატებით დაბრუნდა.
კომენტარები