ვის ეკუთვნის მთვარე?
მთვარეზე დაშვებიდან 50 წლის შემდეგ კაცობრიობა უკან დასაბრუნებლად ემზადება. ამჟამად მთვარის მისიების დაგეგმვაში ერთმანეთს არა მხოლოდ ქვეყნები, არამედ კომპანიებიც ეჯიბრებიან. მიზნები სხვადასხვაა: კვლევა, მინერალები და ტურიზმიც კი. ამ ყველაფრის ფონზე კი ისმის მთავარი კითხვა — ვის ეკუთვნის მთვარე?
50 წლის წინ, ნილ არმსტრონგის მიერ მთვარის ზედაპირზე ფეხის დადგმამ მსოფლიოში ერთდროულად აღტაცება, სიამაყე და ცნობისმოყვარეობა გამოიწვია. ერთ-ერთი გამოცემა ირწმუნებოდა, რომ "დღეიდან ადამიანს შეუძლია მიადგეს ნებისმიერ ადგილს, საითაც სული წასძლევს და სადამდეც წარმოსახვის უნარი გასწვდება... ადრე თუ გვიან, ადამიანი გალაქტიკაში ნებისმიერ წერტილს მიაღწევს". მთვარეზე დაშვება სხვა არც ერთ ისტორიულ მოვლენას არ ჰგავდა, თუმცა ეს გამარჯვება დასრულებულ აქტზე მეტად, ამერიკის უსაზღვრო კოსმოსური შესაძლებლობების შესახებ მინიშნება უნდა ყოფილიყო.
წინასწარმეტყველება არ ახდა: ისტორიული გამარჯვებიდან 50 წლის შემდეგ მთვარე რიგითი დედამიწელისთვის ისევ ძალიან შორსაა. ამ დროისათვის ორბიტაზე მხოლოდ 571 ადამიანია ნამყოფი, 1972 წლიდან მოყოლებული კი არავინ გასულა კოსმოსში იმაზე შორს, ვიდრე ბაქოა დაშორებული თბილისისგან.
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მომავალი 50 წელი სხვანაირი უნდა იყოს. ფრენა იაფდება, ტექნოლოგიები გამუდმებით იხვეწება, კოსმოსთან დაკავშირებით კი ჩინელებსა და ინდოელებს ამბიციური გეგმები აქვთ. ახალი ეპოქა უკეთეს საკომუნიკაციო ქსელებს, კოსმოსურ ტურიზმსა და მინერალების ახალ წყაროებს გვპირდება. კოსმოსი დედამიწის გაგრძელებად შეიძლება იქცეს — არა მხოლოდ ქვეყნებისთვის, არამედ კომპანიებისა და ინდივიდებისათვის, თუმცა ეს იმედები რომ გამართლდეს, ზეციური სამყაროს გადასანაწილებლად კანონების ახალი სისტემა გვჭირდება. სწორედ ამ კანონებმა უნდა დაარეგულიროს კოსმოსში კაცობრიობის თანაცხოვრება მშვიდობიან დროს და თუ საჭირო გახდა, ომშიც.
თუმცა, სანამ ომიანობის ჟამამდე მივალთ, მოდი გავარკვიოთ:
ვის ეკუთვნის მთვარე?
ისტორიის მანძილზე უამრავი ადამიანი ირწმუნებოდა, რომ მთვარე მისია.
ხენარო გახარდო ვერა ქალაქ ტალკაში მცხოვრები ჩილელი იურისტი და პოეტი იყო, რომელსაც ტალკის სოციალურ კლუბში გაწევრიანება სურდა, რისი უფლებაც რაიმე საკუთრების გარეშე არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ, ვერამ მთვარის შესყიდვა გადაწყვიტა, რაშიც იმ დროისთვის $42,000 გადაიხადა.
მარტინ ჰიურგენსი ამტკიცებდა, რომ მთვარე მისი ოჯახის მფლობელობაში გახლდათ 1756 წლიდან, როდესაც პრუსიელმა მეფემ ფრედერიკ დიდმა იგი მათ წინაპარს, აულ ჰიურგენსს გაწეული სამსახურისთვის მადლიერების სიმბოლოდ გადასცა.
დინ ლინდსმა 1936 წელს ყველა ციურ სხეულზე მოითხოვა მფლობელობა. მოთხოვნის წერილი მან პიტსბურგის საჯარო ნოტარიუსში გაგზავნა და თანხაც დაურთო. არ ვიცით, რა პასუხი მოუვიდა, თუმცა ლინდსი 1969 წლის ივლისს, აპოლო 11-ის დაშვებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე გარდაიცვალა.
ჯეიმზ ტ. მორგანი ცნობილი პიარ-მენეჯერი და მწერალია. მან 1948 წელს განაცხადა, რომ კოსმოსს ფლობს. მანგანმა 74 ქვეყანას გაუგზავნა წერილი თხოვნით, რომ მისი მფლობელობა დაედასტურებინათ და საკუთარი ერიც ჩამოაყალიბა – ციური სივრცის საზოგადოება. მან ერის დარეგისტრირების მოთხოვნა გაეროშიც გაგზავნა, თუმცა პასუხად უარი მიიღო.
დენის ჰოუფი ამერიკელი მეწარმეა, რომელმაც 1980 წელს საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და მთვარის გაყიდვას მიჰყო ხელი. მისი ტარიფების მიხედვით, ერთი აკრის (4 კმ2) ფასი 25 აშშ დოლარია. როგორც თვითონ დენისი ამბობს, ამ საქმიანობამ მილიონები მოუტანა და მის კლიენტებს შორის აშშ-ს სამი ყოფილი პრეზიდენტიცაა.
რობერტ კოულსი კი ჰოუფის კონკურენტია, რომელიც მთვარეზე ტერიტორიებს ჰოუფზე ბევრად იაფად ყიდის.
რიჩარდ გარიოტი კომპიუტერული თამაშების დეველოპერი და ასტრონავტის ვაჟია, რომელმაც რუსული კოსმოსური სააგენტოსგან სამთვარეო ტრანსპორტი შეიძინა და მას შემდეგ ხუმრობით ამტკიცებს, რომ მთვარის დანარჩენი ნაწილი მისი კომპიუტერული თამაშის პერსონაჟს ეკუთვნის.
მიუხედავად მტკიცებისა, კოსმოსში საკუთრების უფლება არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანს არ აქვს. აბა, ვის ეკუთვნის ჩვენი თანამგზავრი?
დღეს ადამიანების დიდ ნაწილს სჯერა, რომ მთვარე, შესაძლოა, ახალ სივრცედ იქცეს ტურიზმისთვის, კოსმოსური აღმოჩენებისთვის ან თუნდაც ძვირფასი ბუნებრივი რესურსის მოსაპოვებლად. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოცემული შეკითხვა ძალიან მალე გაცილებით დიდ მნიშვნელობას შეიძენს.
მომავალი 20 წლის განმავლობაში მთვარის მიმართულებით ათობით მისიაა დაგეგმილი, რამდენიმე მათგანი კი ეკიპაჟით იქნება აღჭურვილი. NASA 2024 წელს მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაშვებას გეგმავს. სავარაუდოდ, სწორედ ამ წელს დაადგამს მთვარეზე ფეხს პირველი ქალი ასტრონავტი.
მთვარის მიმზიდველობას მრავალი მიზეზი განაპირობებს, მათ შორის — რესურსები. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მთვარის პოლუსებზე და კრატერებში ყინული აღმოაჩინეს. არსებობს ბუნებრივი საგანძურის მოპოვების შანსიც — იგულისხმება ასტეროიდების შეჯახების შედეგად წარმოქმნილი მაღალი ღირებულების პლატინის ჯგუფის მინერალები და იზოტოპი ჰელიუმ–3, რომელიც მთვარის ზედაპირმა მზისგან "შეიწოვა."
თუმცა, მთვარეზე დაბრუნების მთავარი მოტივი მაინც ეროვნული სიამაყის განცდაა.
1967 წელს შეიქმნა კოსმოსური ტრაქტატი, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს მთვარის მფლობელობაზე, თუმცა, მოცემული ტრაქტატი მხოლოდ მთვარის სრულ შესყიდვას ზღუდავს, ხოლო მთვარეზე ნაპოვნი რესურსების საკუთრების საკითხს ღია ინტერპრეტაციას უქვემდებარებს.
საინტერესოა, რა მოხდება, თუ ჩინეთი და ამერიკა ერთდროულად გადაწყვეტენ მთვარეზე რესურსის ერთი და იმავე ადგილიდან მოპოვებას?
მსგავს საკითხებს დედამიწის ოკეანეებთან მიმართებით საერთაშორისო საზღვაო სამართალი არეგულირებს. სწორედ ამ დოკუმენტით განისაზღვრება, ოკეანის რომელი ნაწილი ეკუთვნის კონკრეტულ სახელმწიფოს და რომელია საზიარო. ამ უკანასკნელისთვის დაწესებულია გარკვეული კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრება, როგორ და რა პირობებში შეუძლიათ კერძო კომპანიებს საკუთარი მიზნებისთვის წყალქვეშა სივრცის გამოყენება. ეს მოიცავს გარემოს მოფრთხილებასა და მოპოვებული შემოსავლის ნაწილის ნაკლებგანვითარებული ქვეყნებისათვის გადაცემას, თუმცა ამერიკა მოცემული კანონის რატიფიცირებას არ ახდენს და, როგორც მთვარის შემთხვევაში, – დარწმუნებულია, რომ "ნაპოვნი მპოვნელისაა".
ასე რომ, ახალი სამთვარეო ტრაქტატი რომც შეიქმნას, ნაკლები შანსია, აშშ-მ მას მხარი დაუჭიროს. საერთაშორისო საზღვაო სამართლის მოდელი ამერიკისთვის მიუღებელია.
მართლა მოქმედებს თუ არა პრინციპი – "ვინც იპოვა, იმისია"?
2015 წელს აშშ-ში მიღებული აქტის მიხედვით, თუ რომელიმე კომპანია მიწვდება მის მიერ მიზანში ამოღებულ ციურ სხეულს, მასზე ნაპოვნი რესურსების განკარგვას სურვილისამებრ შეძლებს. ეს იმიტომ, რომ 1967 წელს შექმნილი ტრაქტატი დასავლურმა ქვეყნებმა თვითნებურად მოირგეს. 2015 წლის კანონი კი აშშ-ს კერძო კომპანიებისთვის ნამდვილი საჩუქარი აღმოჩნდა: ვინც პირველი მოიპოვებს სასურველ მასალას, შეუძლია ისე მოიხმაროს, როგორც მოესურვება. მართალია, ამჟამად დენის ჰოუფს მთვარეზე ლეგალური უფლებები არ გააჩნია, თუმცა თუ ის ან მისი წარმომადგენლები პირველები მიაღწევენ მთვარეს, შეძლებენ, იქიდან ნებისმიერი რესურსი გამოზიდონ.
ვინ აწესებს კანონებს კოსმოსში?
საერთაშორისო საზოგადოებამ რესურსებთან მიმართებით კონსენსუსს რომც მიაღწიოს, კითხვა: ვინ აწესებს კოსმოსში კანონებს, მაინც ვალიდური იქნება. დავუშვათ, ვიღაცამ მოისურვა, რომ მთვარეზე სასტუმრო გახსნას, ან მარსზე რესტორანი ააშენოს, ან თუნდაც, ტექნიკური დახმარება გაუწიოს ხომალდს, რომელიც ამ ორ პუნქტს შორის იფრენს. იურისტებისა და ანალიტიკოსების მტკიცებით, ასეთი კომერციული საქმიანობა ისევე უნდა დარეგულირდეს კანონით, როგორც დედამიწაზე ხდება. არსებული კოსმოსური ტრაქტატები კი ჯერაც საკმაოდ ბუნდოვანია. კერძო სექტორის დახმარებით აშშ–ს იურისტებმა მსგავს დირექტივებზე მუშაობა უკვე დაიწყეს. კოდექსი ამ დროისთვის იქეთკენ მიდის, რომ საკუთარ მოქალაქეებს ქმედება კოსმოსში სახელმწიფოებმა უნდა განუსაზღვრონ, თუმცა, საერთო ჯამში კანონმდებლობა კომპანიებს ოპერირებისთვის საკმარის თავისუფლებას აძლევს. ეს კონგრესის იმ ხედვის ანარეკლია, რომლის მიხედვითაც, რაც ნაკლებად ჩაერევა მთავრობა მოცემულ საკითხში, მით მეტი კერძო კომპანია იქნება დაინტერესებული ინოვატორობით. ბარიერების შემცირების შედეგად მეტი კერძო კომპანია გასწევს რისკს კოსმოსში გადასანაცვლებლად და ეს ამერიკის უფრო დიდ კოსმოსურ ლუკმას მოუპოვებს.
რაც შეეხება ტერიტორიების გადანაწილებას:
შეიძლება იფიქროთ, რომ კოსმოსში საკმარისი სივრცეა იმისთვის, რომ ქვეყნებმა და კომპანიებმა ერთმანეთთან ტერიტორიებზე არ იდავონ, თუმცა, განვმეორდეთ — რა მოხდება მაშინ, თუ ისინი ერთმანეთს შეეჩეხებიან? ვინ იქნება მედიატორი, თუ რუსული რობოტები და ამერიკული ასტრონავტები ეცდებიან, მთვარეზე ერთი და იგივე ადგილი დაამუშავონ? რა მოხდება, თუ ერთი სახელმწიფო გახსნის მარკეტს მეორე სახელმწიფოს მარკეტისგან მილიმეტრების მოშორებით და პირველის გაყიდვებს ხელს შეუშლის? კოსმოსისთვის საერთაშორისო საზღვაო სამართლის მსგავსი არაფერი გვაქვს. თეორიულად, გაეროს საერთაშორისო სასამართლო შესაძლოა იყოს ის რგოლი, რომელიც კოსმოსურ უთანხმოებებსაც განიხილავს, თუმცა ბევრი ქვეყანა, აშშ-ს ჩათვლით, ამას გააპროტესტებს.
ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ახალი ტრაქტატის შექმნის დროა?
ახალი ტრაქტატის საჭიროება-არსაჭიროების საკითხი საერთაშორისო დებატების საგანია. ისინი, ვინც ახალი ტრაქტატის ან საერთაშორისო მარეგულირებელი სისტემის შექმნას ემხრობიან, მიიჩნევენ, რომ არსებული კანონის ჩარჩო კოსმოსში შეუსაბამო ქმედებებისა და სახიფათო ექსპლუატაციის აღმოფხვრისთვის მზად არ არის. მოწინააღმდეგეების აზრით კი, კოსმოსში მოგზაურობის თანხმლები პოტენციური საფრთხეები ერთობლივად, შეთანხმებით უნდა გადაიჭრას, დაახლოებით ისე, როგორც კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. თუმცა თანამდებობის პირების, იურისტებისა და ანალიტიკოსების ფართო კონტიგენტი კოსმოსური ტრაქტატის გადახედვასა ან ალტერნატივაზე ფიქრს ეწინააღმდეგება. მათი აზრით, 1967 წლის ვერსია და შემდგომი სამი საერთაშარისო პაქტი საკმაო ბერკეტებს იძლევა დედამიწის მიღმა კომერციული თუ არაკომერციული საქმიანობის საკონტროლებლად. ამ დროისთვის 1967 წლის დოკუმენტის გაუმჯობესების ან ახლის შექმნის საკითხი უიმედოდ გამოიყურება, მსოფლიო კი ძალაუფლების გადანაწილებისთვის ბრძოლაშია ჩართული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი ტრაქტატი ტრამპის საპრეზიდენტო ვადაში შედგეს — ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტს დასანახად ეზიზღება საერთაშორისო შეთანხმებები.
ორად იყოფა ტრაქტატის განახლების მომხრეთა მოსაზრებებიც: ნაწილი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება თითოეული პუნქტის ხელახლა გულმოდგინედ გადახედვა და ყველა სავარაუდო კონფლიქტის წინასწარ განჭვრეტა, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ტრაქტატი წამოჭრილი პრობლემების საპასუხოდ უნდა შეიცვალოს ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბოლო მეთოდი უფრო რეალისტურია, რადგან პოტენციურად წარმოშობილი ყველა კონფლიქტის წინასწარგანსაზღვრა შეუძლებელია.
სავარაუდოდ, მცირე ქვეყნები კანონდებლობის შემუშავებისას შედარებით დიდი "კოსმოსური" ქვეყნების მაგალითს დააკოპირებენ. ამერიკის მეტოქეების ნაწილი უკვე ალმაცერად უყურებს აშშ-ს მცდელობებს, შექმნას ფორმატი დედამიწის გარეთ ოპერირებისთვის. 2015 წელს, როდესაც ამერიკამ კოსმოსურ რესურსებთან მოპყრობის თაობაზე კანონის გატარება სცადა, რუსეთმა უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ კოსმოსური რესურსი შესაძლოა განვიხილოთ როგორც ციური სხეული, რომლის ფლობაც, 1967 წლის ტრაქტატის მიხედვით, უკანონოა.
კოსმოსური ომები მას შემდეგ არ დამცხრალა. პირიქით, ნელ-ნელა მძაფრდება და კულმინაციისკენ მიიწევს. 26 მარტს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ამერიკის კოსმოსურ და სახომალდო ცენტრში პირობა დადო, რომ მის ხელთ არსებული ყველა ხერხით ეცდება, მთვარეზე ასტრონავტების გაშვება დააჩქაროს. თავდაპირველ თარიღად 2028 წელი იყო მიჩნეული, თუმცა მოგვიანებით, თარიღმა 2024 წლისთვის გადმოიწია. 13 მაისს ნასას ადმინსტრატორმა, ჯიმ ბრიდენსტინმა განახლებულ პროექტს სახელი შეურჩია. პროექტს აპოლოს ტყუპისცალის პატივსაცემად, არტემისი ერქმევა.
საკუთარი გეგმები აქვს აღმოსავლეთსაც: ჩინეთის ეროვნული კოსმოსური მეცნიერებების ცენტრის ყოფილი დირექტორი და ამჟამად მთავრობის მრჩეველი, ვუ ჯი აცხადებს, რომ ჩინეთის მთავარი მიზანი კოსმოსში დედამიწის შემოგარენ ორბიტაზე საკუთარი კოსმოსური სადგურის გამართვაა. სამთვარეო ეკიპაჟის ჩამოყალიბების პროგრამა 2020 წლის შუა რიცხვებში დაიწყება. "2035 წელს მთვარეზე ჩვენც ვიქნებით" — ამბობს ვუ და იქვე ამატებს, რომ საერთოდ არ ჩქარობს — "ჩვენ არავის ვეპაექრებით და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ყველაფერს. ასე რომ, თუ ჩინელი ადამიანი 2035 წელს დააბიჯებს მთვარეზე, ეს შესანიშნავი იქნება."
ამასობაში, ინდოეთის მეორე სამთვარეო მისია, Chandrayaan 2 გადაიდო, რომელსაც მთვარეზე, სამხრეთ პოლუსის მახლობლად ექვსბორბლიანი როვერი უნდა დაესვა. თუმცა, ინდოეთი დანებებას არ აპირებს. ინდოეთი იაპონიის კოსმოსურ სააგენტო JAXA-სთან საერთო რობოტულ მისიაზე თანამშრომლობს.
გეგმები აქვს რუსეთსაც. 2021 წლისთვის დაგეგმილია მისია Luna 25, რომელიც სამხრეთ პოლუსზე კიდევ ერთ ვიზიტორს გვიქადის.
სანამ ეს ყველაფერი მოხდება, სულ ცოტა ხნით დავუბრუნდეთ ტრაქტატებს. საქმე ოდნავ სხვაგვარადაა, თუ 1979 წლის სამთვარეო ტრაქტატს შევხედავთ, ამ დოკუმენტის მიხედვით, მთვარეც და მისი ბუნებრივი რესურსიც კაცობრიობის საზოგადო მემკვიდრეობაა. იგი კრძალავს მოცემული რესურსების გამოყენებას (გარდა საერთაშორისო მარეგულირებლის თანხმობის შემთხვევებისა) და გულისხმობს, რომ ნაპოვნი რესურსის წილი განვითარებად ქვეყნებს უნდა გადაუნაწილდეთ. კოსმოსური პროგრამების არმქონე ქვეყნების ნაწილმა მასზე ხელი მოაწერა, ვინაიდან დიდი ქვეყნების მიერ სამომავლო ექსპლუატაციის შეეშინდა. სამმა უდიდესი კოსმოსური ძალაუფლების მქონე ქვეყანამ (აშშ-მ, ჩინეთმა და რუსეთმა) კი ტრაქტატზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ის ზედმეტად მკაცრ ჩარჩოებს აწესებდა. ამერიკა კოსმოსს დაცულ ტყე-პარკად კი არა, ველურ დასავლეთად აღიქვამს, სადაც მიზანდასახულობასა და შემტევობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
და მაინც, რას გვთავაზობს მთვარე ასეთს?
მეცნიერული გადმოსახედიდან, მთვარე არა მხოლოდ დამოუკიდებელი ინტერესის საგანი, არამედ მზის სისტემის წარსულის ერთგვარი მუზეუმიცაა. მისი ზედაპირი ქვებითა და მტვრითაა დაფარული, რომელიც ასაკით ჩვენს მზის სისტემას უტოლდება. მთვარეზე შეიძლება წავაწყდეთ მინიშნებებს მზის წარსულისა და იმ გარემოს შესახებ, რომელშიც მზე ფორმირების შემდეგ მოგზაურობდა. ასევე მზის სისტემაში არსებული იმ მრავალი ობიექტის შესახებ, რომლებიც ზომით იმდენად დიდია, რომ მათი ნებისმიერი შეხება დედამიწასთან პლანეტაზე (და არამარტო) სიცოცხლის სრული მოსპობით დასრულდებოდა.
მთვარე ასევე არაჩვეულებრივი ადგილია რადიოტელესკოპების განსათავსებლად, ამ შემთხვევაში მთვარე ერთგვარი ფარის როლს ასრულებს და დედამიწიდან წამოსულ რადიოტალღებს ბლოკავს. მთვარეზე არსებული რადიოტელესკოპები იმ სიგნალების უკეთ გარჩევას შეძლებენ, რომელთა პოვნაც დედამიწის "ხმაურში" შეუძლებელია. მაგალითად, თუ სამყაროს ადრეული დღეებიდან მომავალ სიგნალებს დავიჭერთ, შესაძლოა, ჩვენი წარმოშობის შესახებ მრავალი რამ შევიტყოთ.
გამოდის, რომ მთვარე იმაზე გაცილებით მეტს გვთავაზობს, ვიდრე გვეგონა. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ მთვარე ასეთი პოპულარული დანიშნულების წერტილია. იმ პირობებში, როცა არსებული ტრაქტატით, "ყველაფერი დასწრებაზეა", ნათელია, რატომ ჩქარობენ აშშ, ჩინეთი და რუსეთი მთვარეზე დაჯდომას. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ველოდოთ, თუ ვინ იქნება პირველი და რა სახის რესურსს წამოიღებს ის თანამგზავრიდან.
-
გადახედვაპარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული
-
გადახედვაპოლიცია რეგიონიდან ჩამოსულ ავტომანქანებს არ აძლევს საშუალებას პარლამენტისკენ კოლონებად გადაადგილდნენ პოლიცია რეგიონიდან ჩამოსულ ავტომანქანებს არ აძლევს საშუალებას პარლამენტისკენ კოლონებად გადაადგილდნენ
-
გადახედვათსუ-ის სტუდენტები: ხვალ მთავარი გამოცდა გველის დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან თსუ-ის სტუდენტები: ხვალ მთავარი გამოცდა გველის დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან
-
გადახედვაილიაუნის სტუდენტური მოძრაობა: ხვალ პარლამენტის უკან წყდება ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა: ხვალ პარლამენტის უკან წყდება ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი
-
გადახედვახატია დეკანოიძე: არავის ეშინია შსს-ს განცხადების, ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პროტესტი, ეს არის თვითმარქვია ხელისუფლება და პარლამენტი ხატია დეკანოიძე: არავის ეშინია შსს-ს განცხადების, ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პროტესტი, ეს არის თვითმარქვია ხელისუფლება და პარლამენტი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაპარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრზე პოლიციაა განლაგებული პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრზე პოლიციაა განლაგებული
-
გადახედვაგურჯაანში ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი მოკლეს გურჯაანში ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი მოკლეს
-
გადახედვამთავარის ინფორმაციით, ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა მთავარის ინფორმაციით, ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა
-
გადახედვაირაკლი კობახიძე 25 ნოემბერს, 10:00 საათზე, ბრიფინგს გამართავს ირაკლი კობახიძე 25 ნოემბერს, 10:00 საათზე, ბრიფინგს გამართავს
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას, ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება მამუკა ხაზარაძე: მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას, ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება
-
გადახედვა"ჩვენ ვრჩებით, შენ წადი" — ქალთა მარშის მონაწილეებმა ივანიშვილის სასახლესთან ჩემოდნები დაყარეს "ჩვენ ვრჩებით, შენ წადი" — ქალთა მარშის მონაწილეებმა ივანიშვილის სასახლესთან ჩემოდნები დაყარეს
-
გადახედვაწილოსანი ზურაბიშვილს: თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ წილოსანი ზურაბიშვილს: თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
-
გადახედვასაქართველოსთვის: მოვუწოდებთ ჩვენ მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი საქართველოსთვის: მოვუწოდებთ ჩვენ მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი
-
გადახედვა"ჩვენ დავრჩებით! შენ წადი" — თავისუფლების მოედნიდან ქალების მარში დაიწყო "ჩვენ დავრჩებით! შენ წადი" — თავისუფლების მოედნიდან ქალების მარში დაიწყო
-
გადახედვასახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვასაქართველოს პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს საქართველოს პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
-
გადახედვასაია: პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საქმეები მიზანმიმართულად არ სრულდება საია: პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საქმეები მიზანმიმართულად არ სრულდება
-
გადახედვალასდილის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ლასდილის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
-
გადახედვაუშგული-ლასდილის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა უშგული-ლასდილის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
კომენტარები