კახა ოქრიაშვილის პარტია და ნაციონალური მოძრაობა არჩევნებზე ერთ ბლოკად გავლენ
საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობა და პროგრესი და თავისუფლება ერთ ბლოკად გავლენ. პროგრესი და თავისუფლება კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის დაარსებული პარტიაა და ის ოპოზიციის გაერთიანება ძალა ერთობაშიას შუერთდა.
"გასაგებია, რომ გაერთიანებაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ იდეოლოგიური ერთობა, მაგრამ იმის ერთობა, რომ საქართველო ბოლოს და ბოლოს უნდა დაადგეს სრულფასოვანი დემოკრატიის გზას და ამისათვის ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა გაერთიანდეს, ამის მზადყოფნა არსებობს და ამის დამამტკიცებელი საბუთი არის ის, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ძალა ერთობაშია უერთდება პარტია პროგრესი და თავისუფლება", — განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ.
"ორი დღეა გავხდი პარტიული და წარმოვადგენ პარტია პროგრესს. აქამდე არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და, თუ რომელიმე პარტიასთან მაკავშირებდა მოკავშირეობა წარსულში, მე არასდროს არ ვიზიარებდი პასუხისმგებლობას იმ პრობლემებზე, შეცდომებზე, ან დანაშაულზე, რომელიც წარსულში იყო. ეს იყო 2012 წლამდე, თუ 2012 წლის შემდეგ", — განაცხადა პარტია პროგრესი და თვისუფლების ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა.
ჯერ კიდევ 22 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კახა ოქრიაშვილი ნაციონალურ მოძრაობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. მაშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მმართველი გუნდის მაჟორიტარის, ოქრიაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერების შეხვედრის ფოტო, რომელშიც ის დიმიტრი შაშკინთან და ვანო მერაბიშვილთან ერთად იმყოფება.
On.ge-ს კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას იწყებდა, ოქრიაშვილი პასუხობს, რომ მისი მიზანია დაამარცხოს ოცნების კანდიდატი და "ეს არის მთელი ისტორია".
კახა ოქრიაშილი 2004 წლიდან პარლამენტის წევრია. 2016 წლამდე ის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო, 2016 წელს კი ქართული ოცნების მაჟორიტარად გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა და პროფესიონალ, ინიციატივიან ადამიანად დაახასიათა.
- 2018 წელს კახა ოქრიაშვილმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა;
- 2018 წელს პლენარულ სხდომებზე არასაპატიო გაცდენების მიხედვით ქართული ოცნებიდან კახა ოქრიაშვილი ლიდერობდა 12 არასაპატიო გაცდენით;
- 2019 წელს მანვე დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებას მხარი დაუჭირა, შემდეგ კი სისტემა დატოვა;
- 2019 წელს ოქრიაშვილმა პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტს მხარი არ დაუჭირა.
პოლიტიკური საქმიანობის გარდა, კახა ოქრიაშვილი ბიზნესმენია, სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელი. ის ქართული ოცნების მილიონერი დეპუტატების სიის ერთ-ერთი წევრია.
რაც შეეხება ძმებ ჩოჩელებს, ცეზარ ჩოჩელი საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრია. ამასთან, ნაციონალური მოძრაობის დროს ის მცხეთაში გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
კომენტარები