60-იანი წლების თანამგზავრი OGO-1 სახლში დაბრუნდა
NASA-ს გეოფიზიკური თანამგზავრის ხანგრძლივი მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა. OGO-1, რომელიც 1964 წლის სექტემბერში გაეშვა ორბიტაზე, რათა დედამიწის მაგნიტური ველი და ჩვენი პლანეტის მზესთან ურთიერთობა შეესწავლა. თანამგზავრი მონაცემებს 1969 წლამდე აგროვებდა, ოფიციალურად კი მუშა სატელიტის სტატუსი 1971 წელს შეუჩერდა — მას შემდეგ OGO-1 დედამიწის გარშემო ჩუმად მოგზაურობდა.
თუმცა თანამგზავრი სიცოცხლეს რამდენიმე დღის წინ გამოემშვიდობა. ახალმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ დედამიწის გრავიტაციამ 487 კგ-იანი თანამგზავრი საბოლოოდ გამოიჭირა და, NASA-ს ცნობით, იგი საბოლოოდ დაიწვა.
დედამიწის გარშემო ბრუნვა არც ისე მარტივი საქმეა, რადგან ჩვენს ატმოსფეროში არსებული ნაწილაკები ხომალდს ეჯახებიან და მას ანელებენ ძალიან დიდ სიმაღლეზეც კი, სადაც ატმოსფერო უფრო თხელია. სიჩქარის შემცირება ხომალდის სიმაღლის შემცირებასაც იწვევს, მანამ, სანამ ატმოსფეროში შემოსვლა გარდაუვალი არ გახდება.
OGO-1 ატმოსფეროში 29 აგვისტოს შემოვიდა — იმ დროს, რომელიც NASA-მ ივარაუდა. თანამგზავრი ატმოსფეროში დაიწვა და წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში ჩაეშვა. იგი ადამიანებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
OGO-1 ატმოსფეროში NASA-ს ნავარაუდებ დროზე 25 წუთით ადრე შემოვიდა, ხოლო დაშვება სააგენტოს მიერ ნავარაუდები ადგილიდან ოდნავ აღმოსავლეთით მოხდა. OGO-1 კუნძულ ტაიტიდან სამხრეთ-აღმოსევლეთით დაეშვა. იმისთვის, რომ თანამგზავრისთვის თვალის დევნება უკეთ შეძლებოდათ, NASA კუნძულზე მყოფი ხალხისგან მოხსენებებს იღებდა.
OGO-ს მოდელთა გაშვებები 1969 წლის შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა OGO-1-ის ყველა მემკვიდრე დედამიწის ატმოსფეროში უკვე შემოვიდა.
კომენტარები