გურამ ფალავანდიშვილი ქობულეთში სექსუალურ განათლებაზე გრაფიტს აზიანებს და მერს ცემით ემუქრება
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ლიდერმა, გურამ ფალავანდიშვილმა ქობულეთში სქესობრივ განათლებაზე გრაფიტი დააზიანა. ვიდეოში ფალავანდიშვილი ამბობს, რომ მერი, რომელმაც ამის დაწერა დაუშვა "საცემია" და ის უნდა გადადგეს.
"სექსუალური განათლება არ არის მხოლოდ სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული. ეს არის კომპლექსი, რომელშიც შედის ღირებულებები, უფლებები, სამედიცინო საკითხები, უსაფრთხოება, ემოციები", — ეს ტექსტი ფალავანდიშვილის მტკიცებით, საზიანოა ბავშვებისთვის, ამიტომ ის შავი სპრეით გადაღება.
ვიდეოს ჩაწერის პარალელურად ფალავანდიშვილი საუბრობდა, რომ დაჯარიმების არ ეშინია:
"მე წავშალე და მე დამაჯარიმეთ. მაგათ დავაჯარიმებთ ჩვენ, თავიანთ კაბინეტებში დავაჯარიმებთ. ეგ უნდა იჯდეს ციხეში... ქალაქის მერიამ დამირეკოს მე, გურამ ფალავანდიშვილი ვარ მე და ამ სიბინძურეს ვშლი".
ვიდეოში ფალავანდიშვილი მიმართავს ქობულეთის მერსაც და აცხადებს: "კაცი საცემი ხარ, კაი საცემი ხარ, მინიმუმ".
ქალთა ფონდისა და GrlzWave-ის საერთო პროექტის, შეიმეცნეს ფარგლებში სექსუალურ განათლების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად მსგავსი გრაფიტი საქართველოს რამდენიმე ქალაქში დაიხატა. როგორც GrlzWave-ის თანადამფუძნებელი ათინა ბრეგვაძე On.ge-სთან საუბარში განმარტავს, მათ გააკეთეს გრაფიტები ქალთა სქესობრივ-რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და ამისთვის ოფიციალური ნებართვაც აქვთ აღებული.
მისივე თქმით, გრაფიტი ქობულეთში სანაპირო ზოლთანაა დახატული და არა სკოლასთან, როგორც ამას ფალავანდიშვილი ამტკიცებს.
გურამ ფალავანდიშვილი და მისი მხარდამჭერები ხშირად მონაწილეობენ და თავად აორგანიზებენ ძალადობრივ აქციებს, სადაც ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ მოწოდებებს აჟღერებენ. მას აქვს შექმნილი ე.წ. ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია, რომელიც სკოლაში რელიგიის გაკვეთილების დაბრუნებას და სექსუალურ განათლებაზე საუბრის აკრძალვას მოითხოვს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები