NATO-ს ანალიზი ირანის საგარეო პოლიტიკის შესახებ
ფოტო: Wikipedia
NATO-ს ოფიციალურ საიტზე ირანის საგარეო პოლიტიკის ანალიზი გამოქვეყნდა. სტატიაში ირანი ისლამური რესპუბლიკის ამჟამინდელი პოლიტიკის შედეგები და მომავალია განხილული.
ირანის, როგორც რეგიონული ძალის აღზევება: შიიტების მოძლიერება და მისი ლიმიტები
ირანზე დაწესებული სანქციების გაუქმებამ წარმოქმნა იმედი, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს. ცხადია, ირანის ატომური პროგრამის შეჩერება მკვეთრად შეამცირებს დაძაბულობას დასავლეთთან და უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბების პერსპექტივასაც გააჩენს. თუმცა, შეთანხმება ატომური პროგრამის შეჩერებაზე არ მოიცავს იმ ფუნდამენტურ საკითხს, რომელიც ქვეყნის იზოლაციის მთავარი მიზეზი იყო - ირანის მზარდი რეგიონული ამბიციები და აქედან გამომდინარე გეოპოლიტიკური საფრთხე.
1979 წლის რევოლუციის შემდეგ ირანის ისლამური რეჟიმი საკუთარი იდეოლოგიის საზღვარგარეთ ექსპორტის ახორციელებდა. ამ პოლიტიკის ფარგლებში რესპუბლიკა ლოჯისტიკურად ეხმარებოდა ჰესბოლას, რომელსაც ისრაელთან საბრძოლველ ძალად იყენებდა. თუმცა, ირანის გავლენა გარე პოტენციურ მოკავშირეებზე ერაყთან ომისა და ამერიკის იზოლაციის შედეგად შესუსტდა. აშშ-ს ერაყში შეჭრისა და ბაათისტური ხელისუფლების დამხობის შედეგად ირანის გავლენა გაიზარდა, თუმცა არც ისე, რომ ამერიკის ჰეგემონიისთვის ხელი შეეშალა.
არაბული გაზაფხული: დიდი ცვლილებები
არაბულმა გაზაფხულმა ისლამურ რესპუბლიკის თამაშის წესები შეიცვალა. არაბი ლიდერების დამხობამ ირანის საგარეო პოლიტიკას ახლო აღმოსავლეთში გზა გაუკაფა. სხვებთან ერთად დემოკრატიზაციის ტალღამ იმ ქვეყნებშიც გადაიარა, რომლებშიც შიიტების რაოდენობა ანგარიშგასაწევია.
ირანის ისლამური რესპუბლიკა შიიტური ღირებულებების თვითგამოცხადებული დამცველია. შესაბამისად, ქვეყანა მუდმივად უჭერდა მხარს ბაჰრეინის პოლიტიკურ რეფორმებს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა შიიტი მუსლიმები არიან, ხოლო მმართველობა სუნიტური მონარქიაა. ირანი მკაცრად აკრიტიკებდა საუდის არაბეთს შიიტური უმცირესობის დისკრიმინაციის გამო. 2016 წელს შიიტი რელიგიური მსახურის ნიმირ ალ-ნიმირის სიკვდილით დასჯის გამო თეირანსა და ერ-რიადს შორის დიპლომატიური კრიზისი წარმოიშვა. ირანი მხარს ასევე უჭერდა პრო-შიიტურ ჰაუთის მოძრაობას იემენში, განსაკუთრებით კი ალი აბდულა სალიჰის რეჟიმის დაცემის შემდეგ.
ირანის რევოლუციის მცველები, რომელიც ირანის არმიის ქვედანაყოფია, აქტიურად ეხმარებოდნენ ასადის რეჟიმს სუნიტურ ოპოზიციასთან ბრძოლაში. თეირანის ორგანიზებით ახლო აღმოსავლეთის შიიტური საზოგადოება ასადის რეჟიმის დასაცავად მობილიზდა. მაგალითად, ირანმა პაკისტანელი და ავღანელი შიიტები სირიის ბრძოლაში ჩართო და შედეგად, კონფლიქტურ ზონაში ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ იქცა.
ირანის საგარეო პოლიტიკის წარმატება სადამ ჰუსეინის რეჟიმის დაცემამ განაპირობა, რადგან ერაყში ბაათისტური, სეკულარული ნაციონალისტური, მმართველობა იყო. ერაყში პოლიტიკური სიტუაციის შეცვლამ ირანის ინტერესებს ხელი შეუწყო, ხოლო აშშ-ს რეგიონიდან გამოსვლის შემდეგ თეირანმა არსებული ვაკუუმი შეავსო და თავისი გავლენა გაზარდა.
ერაყის შიიტური ხელისუფლება დიდწილადაა დამოკიდებული ირანის დახმარებაზე, რათა ეფექტურად დაიცვას თავი ISIS-ისა და სხვა სუნიტური ექსტრემისტული ჯგუფებისგან. ირანმა ერაყში სამხედრო ტექნიკა და ინსტრუქტორები გააგზავნა. გარდა ამისა, ადგილობრივი შიიტი დაჯგუფებებიც გაწვრთნა რათა ასევე ადგილობრივ სუნიტებზე თავდასხმები განეხორციელებინათ. ირანის მილიციური სამხედრო სტრატეგია უფრო თვალშისაცემი გახდა ISIS-ის ერაყის ტერიტორიაზე გამოჩენის შემდეგ. ამ სტრატეგიის შედეგად ირანმა მყარი პოზიციები დაიკავა გეოპოლიტიკურად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არაბულ ქვეყანაში.
ახლო მომავალი და შორეული პერსპექტივები
რომ შევაჯამოთ, ირანი თავისი ინტერესებს ერთდროულად ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ფრონტზე იცავს. ქვეყნის თავდაჯერებულობა ახლა გაცილებით მაღალია ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ნავთობის დაბალი ფასისა და საერთაშორისო სანქციების მიუხედავად ირანის ისლამური რესპუბლიკა რეგიონში ანგარიშგასაწევ ძალად იქცა, რომელიც თავის გავლენას სხვა ახლომდებარე ქვეყნებზეც ავრცელებს.
ირანის საგარეო პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა შიიტების მოძლიერებაა. თეირანის ქცევა შიიტური მოძრაობების მიმართ შეიძლება მოსკოვის ცივი ომის დროინდელ პოლიტიკას შეედაროს, როდესაც საბჭოთა კავშირი სასათბურე პირობებს უქმნიდა სხვადასხვა კომუნისტურ მოძრაობებს. ასეთი პოლიტიკით ირანმა რეგიონში საუდის არაბეთი შეავიწროვა და საკუთარი ინტერესები გაზარდა.
ირანი ნაკლებ ინტერესს იჩენს ჩრდილო და ცენტრალურ აფრიკაში, სადაც მცირე შიიტური პოპულაციაა. თუმცა ქვეყანა აქტიურად აკვირდება ჩრდილო ნიგერიაში მიმდინარე მოვლენებს, სადაც ადგილობრივი შიიტები ბოკო ჰარამის მილიციურ დაჯგუფებასა და ნაციონალურ არმიას დაუპირისპირდნენ. თეირანი ასევე აქტიურად უჭერს მხარს შიიტ რელიგიურ მსახურებს აზერბაიჯანში, ინდოეთსა და პაკისტანში.
ირანის პოლიტიკის კონკრეტულ რელიგიურ მიმდინარეობაზე დაფუძნება შეიძლება უდიდესი შეცდომა აღმოჩნდეს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ირანს სუნიტური უმრავლესობის ქვეყნებთან, ინდონეზიასთან, მალაიზიასა და პაკისტანთან ურთიერთობები გაუუარესდეს. ირანი დაკარგავს გავლენას პალესტინელებზეც, რომელთა ბრძოლაც ისრაელის წინააღმდეგ მისი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია. ირანის ჩართულობა ერაყში, სირიაში, ბაჰრეინსა და იემენში შევიწროებულ სუნიტურ პოპულაციას საუდის არაბეთთან, ყატარსა და თურქეთთან აახლოებს.
რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ მდგომარეობას, ირანის სუნიტური უმცირესობა დიდი ხანია ინსტიტუციონალურ დისკრიმინაციას განიცდის. ქვეყანა სუნიტური ექსტრემიზმის საფრთხის წინაშე აქამდე არ დამდგარა და არც ამჟამად დგას, თუმცა შესაძლებელია უმცირესობაში არსებულმა ჯგუფებმა გარე მტრებისგან გარკვეული მხარდაჭერა მიიღონ. მოკლედ, ირანის ამჟამინდელი წარმატება მოკლე ვადიანი და არასტაბილურია.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
კომენტარები