10 საუკეთესო ლგბტქ+ ფილმი
ფოტო: COURTESY EVERETT COLLECTION
ლგბტქ+ ფილმები იშვიათობაა, ფილმებში სწორად წარმოჩენილი ქვიარ პერსონაჟები კი — უფრო მეტად. დიდი ხნის განმავლობაში, ლგბტქ+ ადამიანები კინოსა და ტელევიზიაში სტერეოტიპულად აღიქმებოდნენ.
თუ ამერიკაში ჰომოსექსუალობის ჩვენებას ფილმებში 100 წლის წინ კრძალავდა ჰეისის კოდექსი, რუსეთსა და საქართველოში მსგავსი რეგულაციები დღეს მოქმედებს. საქართველოში ეს კანონმდებლობა 2024 წელს მიიღეს და ის პირდაპირ ითვალისწინებს აკრძალვას ისეთი შინაარსის მიმართ, რომელიც "არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებს" ასახავს. ამგვარი მიდგომა აცენზურებს ფილმებს, წიგნებს, რეკლამებს, საგანმანათლებლო მასალებსა და ნებისმიერ გამოხატვას, რომელიც ლგბტქ+ თემის არსებობას ხილულს ხდის. ამავდროულად, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ლგბტქ+ ადამიანები ცხოვრობენ მძიმე და უთანასწორო პირობებში — ჩაგვრის, მალვისა და რეპრესიული პოლიტიკის ფონზე, რომელიც მათ ნარატივს, ისტორიას და კულტურულ მონაწილეობას მიზანმიმართულად აქრობს.
მარგინალიზებული ჯგუფებისთვის მათი იდენტობის სწორად წარმოჩენა ფილმებში სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასიც კია. დღევანდელ მღელვარე პოლიტიკურ სიტუაციაში აუცილებელია, რომ ადამიანებმა ნახონ სწორად წარმოჩენილი ლგბტქ+ პერსონაჟები ფილმებში — იდეალურ შემთხვევაში კი მსგავსი ფილმები გადაღებული უნდა იყოს იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც დანამდვილებით იციან, როგორია ქვიარ ადამიანების ცხოვრება.
მიუხედავად იმისა, რომ სრული ინკლუზიურობისგან და სტერეოტიპული დამოკიდებულებების აღმოფხვრისგან ჯერ კიდევ შორს ვართ, კინოინდუსტრიამ მაინც დიდი წინსვლა განიცადა ბოლო დროის ლგბტქ+ პერსონაჟების კუთხით. უფრო მეტ ქვიარ კინორეჟისორს, მსახიობს და პროდიუსერს მიეცა საშუალება, გაეზიარებინათ თავიანთი ისტორიები სხვებისათვის და შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში უფრო და უფრო მეტად საინტერესო და შესანიშნავ ლგბტქ+ ფილმებს ვიხილავთ. იქამდე კი წარმოგიდგენთ 10 ლგბტქ+ თემის ფილმს, ისტორიული რომანიდან დაწყებული მარტივი და რომანტიკული, სახალისო კომედიით დამთავრებული.
Happiest Season (2020)
ფოტო: Hulu
ბევრმა ადამიანმა ეს ფილმი პირველ სადღესასწაულო ქვიარ ფილმად შეაფასა. ფილმის მთავარი გმირი ები (კრისტენ სტიუარტი) გეგმავს თავისი შეყვარებულის, ჰარპერის (მაკენზი დევისი) ხელის თხოვნას, როდესაც ჰარპერს ის საკუთარ ოჯახთან შესახვედრად შობის დღესასწაულზე მიჰყავს. ები აღმოაჩენს, რომ ჰარპერის მშობლებმა მათი ურთიერთობის შესახებ არაფერი იციან, რაც ყველაფერს აფუჭებს.
ფილმის ნახვა შეგიძლიათ Hulu-ზე.
Rent (2005)
ფოტო: Columbia Pictures
ეს კლასიკური ფილმი მიუზიკლად დაიწყო. ის 1990-იან წლებში ნიუ-იორკელი ახალგაზრდა ადამიანების ცხოვრებას მოგვითხრობს. მაშინ, როდესაც შიდსის ეპიდემია წაუშლელ კვალს ტოვებდა საზოგადოებაზე, ორი მეგობარი იბრძვის გადასარჩენად, ნელ-ნელა უყვარდებათ ერთმანეთი და ცდილობენ ქირის გადახდას. ფილმში ისეთი ცნობილი სახეები მონაწილეობენ, როგორებიც არიან ტეი დიგსი, ადამ პასკალი და უილსონ ჯერმეინ ჰერედია.
ფილმის ნახვა შეგიძლიათ Apple TV-ზე.
Blue Is The Warmest Color (2013)
ფოტო: IFC FILMS
თუ მეგობრისთვის ოდესმე ქვიარ ფილმის რეკომენდაცია გიკითხავთ, უმეტეს შემთხვევაში პასუხი ალბათ Blue Is The Warmest Color იყო. ფრანგული ფილმი მოზარდ გოგონაზე, ადელზე მოგვითხრობს, რომელსაც მასზე უფროსი, ხელოვნების სკოლის სტუდენტი ემა შეუყვარდება. ქალებს შორის ურთიერთობათა უმეტესობის მსგავსად, ფილმი სავსეა გულისტკივილით, ვნებით, კარგი და ცუდი მომენტებით.
ფილმის ნახვა შეგიძლიათ Apple TV-ზე.
Love, Simon (2018)
ფოტო: Ben Rothstein
ალბათ ბევრი ადამიანი გაიზარდა 80-იანი წლების კლასიკური სასკოლო რომანტიკული კომედიებით, როგორებიცაა Pretty In Pink თუ Sixteen Candles. თუკი თქვენ ჯონ ჰიუზის ფილმების მიმართ სიყვარულით გამოირჩევით, მაშინ არც სიყვარულით, საიმონი გაგიცრუებთ იმედებს. რომანზე დაფუძნებული ფილმი ნათლად ასახავს, როგორია სკოლის პერიოდში საკუთარი თავის და იდენტობის ღიად წარმოჩენა. რა თქმა უნდა, შეიძლება ლიბერალური ოჯახის წევრი იყო, სადაც იცი, რომ აუცილებლად მიგიღებენ და მხარს დაგიჭერენ, თუმცა საკუთარი იდენტობის გამოაშკარავება მაინც რთული პროცესია. ფილმში ერთ-ერთ მთავარ სასიყვარულო სუბიექტს ქვიარ მსახიობი თამაშობს, ხოლო ფილმის რეჟისორი კი ჰომოსექსუალია.
ფილმის ნახვა შეგიძლიათ Apple TV-ზე.
Crush (2022)
ფოტო: Hulu
როდესაც პეიჯ ევანსი მძლეოსნობის გუნდს უერთდება, რათა თავის რომანტიკულ ინტერესს დაუახლოვდეს, ის არ მოელის იმას, რომ საკუთარ თანაგუნდელს, ეიჯეი კამპოსს შეუყვარდება. რა არის ყველაზე საინტერესო ნაწილი? ეიჯეი პეიჯის რომანტიკული ინტერესის ტყუპი დაა და როდესაც პეიჯი ხვდება, რომ შესაძლოა მისდამი გრძნობები ჰქონდეს, მან უნდა გადაწყვიტოს, რომელ დასთან ჰქონდეს ურთიერთობა.
ფილმის ნახვა შეგიძლიათ Hulu-ზე.
Desert Hearts (1985)
ფოტო: Samuel Goldwyn Films
Desert Hearts მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულია, როგორც პირველი ლესბოსელური სიუჟეტის მქონე ფილმი. ფილმი აღსანიშნავია ქალთა შორის ურთიერთობის პოზიტიური ასახვით. დონა დეიჩის მიერ გადაღებული ფილმი მოგვითხრობს ვივიანის, 30 წლის პროფესორის შესახებ, რომელიც ნევადის შტატ ქალაქ რენოში ცხოვრობს. აქ ის ერთ-ერთ კაზინოში მომუშავე ახალგაზრდა მხატვარ კეის შეუყვარდება და მათ შორის ტურბულენტური რომანი იწყება.
ფილმის ნახვა შეგიძლიათ Max-სა და Apple TV-ზე.
Tangerine (2015)
ფოტო: Courtesy Everett Collection
მანდარინმა ტრანსგენდერი პერსონაჟების განსახიერების გამო კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. ჰოლივუდში მიმდინარე მოქმედება სექსმუშაკებს შორის მეგობრობაზე მოგვითხრობს, რომელთა როლებსაც მია ტეილორი და კიტანა კიკი როდრიგესი ასრულებენ. ფილმი ფეთქებადი, მძიმე და მკვეთრი ხასიათით გამოირჩევა. ტრანსგენდერ მამაკაცებზე ან ქალებზე ფილმის, მითუმეტეს კარგი ფილმის პოვნა კიდევ უფრო რთულია — მაგრამ ისეთი ფილმის პოვნა, რომელიც ავთენტურია და ტრანსგენდერი მსახიობები ტრანსგენდერ პერსონაჟებს ასახიერებენ, უდიდესი იშვიათობაა. ტრანსგენდერი ადამიანები ჰოლივუდში არასაკმარისად არიან წარმოჩენილნი, მაგრამ ისეთი ფილმების წყალობით, როგორიცაა მანდარინი, ეს საბოლოოდ იცვლება. და აი, კიდევ ერთიი საინტერესო ფაქტი: ეს ფილმი მთლიანად iPhone 5s-ით არის გადაღებული.
ფილმის ნახვა შეგიძლიათ Max-სა და Apple TV-ზე.
Milk (2008)
ფოტო: IMDB
გას ვან სენტმა გადაიღო ფილმი მილკი, რომელიც გეი უფლებების დამცველისა და პოლიტიკოსის, ჰარვი მილკის ცხოვრებაზეა დაფუძნებული. მილკი, პირველი ღიად ჰომოსექსუალი მამაკაცი, რომელიც კალიფორნიაში საჯარო თანამდებობაზე 1977 წელს აირჩიეს, ჰომოსექსუალობის ერთგვარი ხატი იყო და დღესაც არის. ფილმი მის ცხოვრებას, რომანტიკულ ურთიერთობებს, პოლიტიკურ აღმავლობას და საბოლოოდ მკვლელობას მოგვითხრობს. მილკმა ორი ოსკარი მოიპოვა — ერთი საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცისთვის (შონ პენი) და მეორე საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის (დასტინ ლენს ბლეკის მიერ). ეს ფილმი ნამდვილი ლეგენდაა.
ფილმის ნახვა შეგიძლიათ Max-სა და Apple TV-ზე.
Brokeback Mountain (2005)
ფოტო: IMDB
თუ შევეხებით კრიტიკოსების მიერ აღიარებულ, ოსკაროსან ფილმებს, Brokeback Mountain კარგი საწყისი წერტილია. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ლგბტქ+ მსახიობები და გადამღები ჯგუფი არ არის წარმოდგენილი, მან კონსერვატიული საზღვრები გაარღვია და ბარიერები დაამსხვრია, რითაც ის ლგბტქ+ კინემატოგრაფიის გავლენიან ფილმად იქცა. სიუჟეტი მოგვითხრობს ჯეკ ტვისტსა (ჯეიკ ჯილენჰოლი) და ენის დელ მარზე (ჰით ლეჯერი). ორი ქოვბოის ისტორიაზე, რომლებიც 1960-იანი წლების დასაწყისში ხვდებიან ერთმანეთს და ერთმანეთი უყვარდებათ — და რომლებსაც საზოგადოება ჯვარს აცვამდა, თუ ისინი თავიანთ სიყვარულს გამოააშკარავებდნენ. სირცხვილის გრძნობა, რომელსაც ეს ორი პერსონაჟი განიცდის ერთმანეთს შორის არსებული სიყვარულის გამო, დიდ ემოციურ სტრესში გამყოფებთ, თუმცა, ფილმი ძალიან კარგად არის გაწერილი, თავისი იდეალური შესრულებით, გადაღებით და მუსიკით.
ფილმის ნახვა შეგიძლიათ Apple TV-ზე.
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები