"ლელო-ძლიერმა საქართველომ" და "გახარია — საქართველოსთვის" თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
პარტია "გახარია — საქართველოსთვის" და კოალიცია "ლელო-ძლიერმა საქართველომ", 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
ლელო-ძლიერი საქართველოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ და პარტია გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აცხადებენ და ამ ბრძოლაში საქართველოს მოქალაქეების იმედი აქვთ.
"ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი კოლეგების განსხვავებულ პოზიციებს სხვადასხვა სტრატეგიასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვპასუხობთ არანაირ ბრალდებას და არ შევდივართ კინკლაობაში, ძალიან მარტივი და გასაგები მიზეზის გამო — 4 ოქტომბრის შემდეგაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთობაზე. დღეს ჩვენ კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველო და გახარია საქართველოსთვის თანამშრომლობის საწყის პრინციპებზე შევთანხმდით. ეს თანამშრომლობა არის სწორედ ის მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც ჩვენს მოქალაქეებს გააჩნიათ. ეს მემორანდუმი და დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ ახლა ოფიციალურად საქართველოს მოქალაქეების წინაშე ხელი მოვაწერეთ, ასახავს სწორედ თქვენს დაკვეთას, რომ კოორდინირებულად, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე და კონკურენციის გამორიცხვით ვაპირებთ ბრძოლას ყველა ველზე. მათ შორის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეების მთავარი საჭიროების შესახებ საუბარი, ბრძოლა, წინააღმდეგობაში შესვლა ივანიშვილთან, მისთვის ლეგიტიმაციის არ მინიჭება და დაკოჭლება მათ შორის საკრებულოების დონეზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ვაცხადებთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და გვაქვს საქართველოს მოქალაქეების იმედი. ვისაც გერჩით გული და გინდათ, რომ აქტიურ წინააღმდეგობაში იყოთ რუსულ რეჟიმთან, გეპატიჟებით, შემოგვიერთდით ამ კოორდინაციისა და თანამშრომლობის ფორმატში. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ, ნეიტრალურ არაპარტიულ კანდიდატებს მერებად, მაჟორიტარებად ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. მზად ვართ, რომ ჩვენი რესურსები მოვახმაროთ ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას.
დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა იქნება ისტორიული. დარწმუნებული ვარ, ეს დოკუმენტი, რომელიც, რა თქმა უნდა, კომპრომისული დოკუმენტია, საკუთარ თავში მოიცავს ქართველი ხალხის დაკვეთას", — განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
-
დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
კომენტარები