გეგელია: ჩვენი სისტემა არ არის დემოკრატიული, სწორედ ამ სისტემის დემოკრატიულად შეცვლას დააკვირდება NDI
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
"დღეს, NDI მიერ გამოქვეყნებული კვლევა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ძალიან ნათლად და ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ საჭიროა პოლიტიკური ნება იმისათვის, რათა არჩევნების სისტემამ ასახოს ის დემოკრატიული წინსვლა, რომელიც არსებობს რეფორმების დონეზე, — ამის შესახებ ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ NDI კვლევების შეფასებისას განაცხადა.
"დღეს ჩვენ ძალიან ნათლად, მკაფიოდ ვისმენთ, რომ თუკი პოლიტიკური ნება არ იქნება ადგილზე, წინა თვეებში მიღებული რიგითი ცვლილებები არ იქნება არანაირი ეფექტის მატარებელი ქართული დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ კვლევის თანახმად, დღემდე კვლავ არსებობს პრობლემური მიმართულებები, როგორიც არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და როგორიც არის დაშინება წინასაარჩევნო პერიოდში", — აღნიშნა გეგელიამ.
ლელოს რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამკვირვებლები დასავლელი მეგობრები და პარტნიორები არიან, რომლებიც დააკვირდებიან, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს.
"ჩვენი დასავლელი პარტნიორები არცერთი წამით არ შეეგუებიან იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა სრულად და საბოლოოდ მოიპაროს და მიიტაცოს ქართული დემოკრატია. ამას არ დაუშვებს არც ქართული საზოგადოება, არც ქართული ოპოზიციური სპექტრი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, არც ჩვენი დასავლელი მეგობრები და პარტნიორები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვისმენთ, რომ სრულიად არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ დემოკრატიულ გარემოში, რომელიც იქნება თავისუფალი შევიწროვების, შანტაჟის, მოსყიდვის, დაშინების და ყველა სხვა გადაცდომისაგან იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ერთხელ და სამუდამოდ მიეცეს საშუალება, რომ თავისი თავისუფალი არჩევანი დააფიქსიროს. კვლევაში აღნიშნულია, რომ დღემდე ჩვენი სისტემა არ არის დემოკრატიული, არ არის თავისუფალი და არ არის სამართლიანი. კვლავ გამოიყენება ადმინისტრაციული რესურსი, კვლავ ხდება ადამიანების დაშანტაჟება და შევიწროება პოლიტიკურ ნიადაგზე და კვლავაც ჩვენი სისტემა არ არის მომართული არც თავისუფლებაზე, არც თანასწორობაზე და არც სამართლიან გარემოში არჩევნების ჩატარებაზე, რაც უნდა შეიცვალოს", — განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებისაგან სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა მიიღეს, თუმცა მეტი ნდობისთვის, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს. უფრო კონკრეტულად კი საუბარია, რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისაგან, სიძულვილის ენის, მოსყიდვისა და ძალადობისგან.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები