ანდრო

ანდრო ჭიჭინაძე

10 Jun. 2025, 17:22

"თქვენ არაერთხელ მიუთითეთ ადვოკატებს ის, რომ დრო იხარჯებოდა ტყუილად. ახლა ისმევა კონკრეტული კითხვები. მოწმე არც ერთ კონკრეტულ კითხვას არც ერთი კონკრეტული პასუხით არ პასუხობს. ზოგადად პასუხობს და დრო გადის აბსოლუტურად ტყუილად.

ბატონო დავით (მოწმე),მოეშვით მორალური პიედესტალიდან ლაპარაკს. იმიტომ, რომ ამის უფლება თქვენ არ გაქვთ.

რატომ შეიქმნა ეს პრობლემა კონკრეტულად ამ მოწმესთან?... ან არ ესმის, ან ვერ სცემს პასუხს ან აბსოლუტურად სხვა რამეს ლაპარაკობს და დრო გადის. როგორც თქვენ [მოსამართლემ] აღნიშნეთ, ძვირფასი დრო არის თქვენთვისაც და ჩვენთვისაც. იქნებ, თქვენ მიუთითოთ, რომ კონკრეტულ კითხვას გაეცეს კონკრეტული პასუხი, თუ შეიძლება. კიდევ, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ მოწმე ლაპარაკობს რაღაც მორალური პიედესტალიდან, ძალიან ფამილიარულად,ხელების ქნევით, თითების ბაკუნით და ეგეთი ლაპარაკი ყველას შეგვიძლია, მაგრამ არ ვაკეთებთ ხომ? არც არის სწორი და ძალიან დიდი თხოვნა იქნება ჩემი, რომ თქვენ შეასწოროთ. ასეთი ლაპარაკი, შინაარსზე აღარ ვლაპარაკობ,არც განზრახვაზე. რა იფუთება და როგორ იფუთება მაგას არ ვეხები ამ შემთხვევაში. ყველამ გადასარევად იცის რა ხდება და როგორ ხდება. ამ შემთხვევაში, ეს ფამილიარული ლაპარაკი არის ძალიან გამაღიზიანებელი."

განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ დღევანდელ სასამართლო პროცსესზე.

ცნობისთვის, დღეს ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკის სასამართლო პროცესი გაიმართა. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ