ლევან ხაბეიშვილი

10 Jun. 2025, 17:54

"თავი დაიმშვიდოს ახლა "ხარებამ", რომ ყაველაშვილის ჯილდო აქვს, თორემ ამ ადამიანს არანაირი პერსპექტივა არ დარჩა ამ ქვეყანაში და არც სხვაგან, "მაგნიტსკის სიაშია", მწამებლების და ტერორისტების, ისიც და გომელაურიც, ასე იშორებს ივანიშვილი სანქცირებულ ადამიანებს და რატომ? რადგან მის ფულს საფრთხე ემუქრება. როგორც კი მის ფულს საფრთხე ემუქრება, წნეხს გრძნობს, ანუ სანქციები მუშაობს, ასე თხასავით გაყიდა კონკრეტული თანამდებობის პირები ივანიშვილმა და ახალი ტანსაცმელივით მოისხა კონკრეტული თანამდებობის პირები. ამ ადამიანებსაც ემუქრებათ საფრთხე, ივანიშვილი ასე უყურებს, როგორც ერთჯერადი გამოყენების ტანსაცმელები, ტანისამოსია მისთვის. როგორც გომელაური გამოიყენა და გადააგდო, ლილუაშვილი, ახლა "ხარება" და "მგლის ბილეთით" გაუშვა ეს ხალხი თანამდებობებიდან. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი უნდა დაემხოს, ამის შემდეგ ჩატარდება საქართველოში არჩევნები, ივანიშვილის პირობებში, არჩევნებს აზრი არ აქვს. სამშობლოს მოღალატეების წრე ვიწროვდება და თუ ყველანი ერთ პოზიციაზე ვიქნებით, ვიქნებით პრინციპულები, უტეხები და არ გავტყდებით, ცხადია, ეს პროცესი გაგრძელდება და ჩვენი პარტნიორები კიდევ უფრო გააძლიერებენ წნეხს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ