ბელარუსში აქციის მონაწილეები ციხესთან შეიკრიბნენ და ტიხანოვსკაიას ქმარს დაბადების დღე მიულოცეს
ფოტო: DW
ბელარუსში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები ციხესთან შეიკრიბნენ და დაბადების დღე მიულოცეს ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ქმარს, აქტივისტ სერგეი ტიხანოვსკაიას. შეკრებილები სკანდირებდნენ: "დაბადების დღეს გილოცავთ, სერგეი!"
ქმარს დაბადების დღეს ვიდეომიმართვით მიულოცა სვეტლანა ტიხანოვსკაიამაც და მისი გზავნილიც გააჟღერა.
"ჩემმა ქმარმა, სერგი ტიხანოვსკიმ მთხოვა, თქვენთვის მისი სიტყვები გადმომეცა. ის და სხვა პოლიტპატიმრები სხედან, მაგრამ ის გთხოვთ, რომ თქვენ არ ისხდეთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ქვეყანაში სიცოცხლისთვის ვიცხოვროთ", — ამბობს ტიხანოვსკაია.
მან, ასევე, აღმაშფოთებელი უსამართლობა და უკანონობა უწოდა სისტემას, სადაც ყველაფერს ერთი ადამიანი აკონტროლებს.
"დიქტატორო წადი" — რა ხდება ბელარუსში
ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს, რისი მიზეზიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გახდა. არჩევნებზე მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იყვნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ტიხანოვსკაიამ — 10%.
შედეგებს მოსახლეობის დიდი ნაწილი და ოპოზიცია არ აღიარებს და ლუკაშენკოს გაყალბებაში ადანაშაულებს. არჩევნების შედეგები არ აღიარა აშშ-მ, ირლანდიამ, კანადამ და ევროკავშირმა. ამავდროულად, ევროკავშირმა ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციები დაუწესა.
პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურის გამო გადადგა ბელარუსის მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება კი "დიქტატორის" გადადგომას ითხოვს, თუმცა ლუკაშენკო მოქალაქეებს სპეცრაზმითა და ჯარის ძალით პასუხობს.
აქციებზე ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით, წყლის ჭავლითა და რეზინის ტყვიებით დაშავდა ათასობით ადამიანი, დააკავეს შვიდი ათასზე მეტი. ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციებზე გარდაიცვალა 2 ადამიანი, თუმცა ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ ერთის გარდაცვალებას ადასტურებს. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ კლავენ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს.
ქვეყნის დატოვება მოუწია საპრეზიდენტო კანდიდატს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას. თავდაპირველად გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც მან მომიტინგეებს დანებებისკენ მოუწოდა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ვიდეო დადგმულია და იძულებითაა ჩაწერილი. მეორე ვიდეომიმართვაში კი ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ მზად არის გახდეს ეროვნული ლიდერი და ბრძოლა გააგრძელოს.
ევროპული სახელმწიფოების საპირწონედ არჩევნების შედეგები აღიარა რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა. მეტიც, კრემლმა ბელარუსს კოლექტიური სწრაფი რეაგირების ძალების მეშვეობით დახმარება შესთვაზა აქციების დასაშლელად.
-
კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: უცნაურია, როდესაც ასეთ დროს ევროკომისარი აშშ-სთან კონფლიქტისთვის საბაბს ეძებს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა შსს: არასრულწლოვანმა მეორე არასრულწლოვანი ცივი იარაღით მოკლა
გადახედვა
-
თორნიკე რაზმაძე სახალხო დამცველს მის საქმესთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს თორნიკე რაზმაძე სახალხო დამცველს მის საქმესთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს
გადახედვა
-
აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები აშშ თუ დიდი ბრიტანეთი? საქართველოს ბანკის ფულბრაიტისა და ჩივნინგის სტიპენდიების მთავარი განსხვავებები
-
"ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს? "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილები გაუგზავნეს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა ირაკლი ღარიბაშვილსა და გრიგოლ ლილუაშვილს ციხეში წერილები გაუგზავნეს
გადახედვა
-
ქობულეთში სეს-მა რამდენიმე სასადლოსა და კაფეში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა ქობულეთში სეს-მა რამდენიმე სასადლოსა და კაფეში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინა
გადახედვა
-
შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება
გადახედვა
-
ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინამ დაღესტანში პორტზე იერიში მიიტანა
გადახედვა
-
Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4 Apple-მა ახალი ჭკვიანი საათები წარადგინა — როგორია Apple Watch Series 12 და Ultra 4
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
-
ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ რამზან კადიროვი ჩეჩენ კაცებს მოუწოდებს წვერი დაიმოკლონ
გადახედვა
-
სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი სიდნი სვინი Novig-ის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე გახდა — იხილეთ ვიდეორგოლი
გადახედვა
-
ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
-
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად
-
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია საქართველოს საზღვრიდან დაიწყება — აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი
გადახედვა
-
წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გადახედვა
-
აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია
გადახედვა
კომენტარები