წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს
საქართველოს წიგნის ინდუსტრიის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს. წერილში ასოციაცია შეშფოთებას გამოხატავს სასკოლო განათლების სისტემაში ე.წ. „ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის“ დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული “რეფორმა“ არსებითად უარყოფით გავლენას მოახდენს განათლების ხარისხზე, სასწავლო რესურსების მრავალფეროვნებაზე, სკოლისა და პედაგოგის პროფესიულ ავტონომიაზე, აკადემიურ თავისუფლებასა და საქართველოს საგამომცემლო სექტორის მდგრადობაზე. ამასთან, ნებისმიერი ცვლილება განათლების სისტემაში უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, ფართო პროფესიულ კონსულტაციებსა და გამჭვირვალე გადაწყვეტილების მიღების პროცესს", — წერია წერილში.
წიგნის ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილება ქმნის საფრთხეებს განათლების სისტემისა და საზოგადოებისთვის. მათ შორისაა:
- აკადემიური და ინტელექტუალური მრავალფეროვნების შეზღუდვა — სახელმძღვანელო ცოდნის, კვლევისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო მიდგომის მოსწავლემდე მიტანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში სხვადასხვა ავტორის, მეცნიერის, პედაგოგისა და გამომცემლის მონაწილეობის შესაძლებლობა ხელს უწყობს განათლების რესურსების მრავალფეროვნებასა და ხარისხის გაუმჯობესებას. ერთი სახელმძღვანელოს მოდელი მნიშვნელოვნად ამცირებს ასეთი მრავალფეროვნებისა და პროფესიული კონკურენციის შესაძლებლობას.
- მასწავლებლის პროფესიული ავტონომიის შეზღუდვა — ხარისხიანი განათლების მნიშვნელოვანი წინაპირობაა მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია და შესაძლებლობა სწავლების პროცესში გაითვალისწინოს მოსწავლის ასაკი, საჭიროებები, ცოდნის დონე და კონკრეტული სასწავლო გარემო. მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოს გამოყენების სავალდებულო მოდელი მნიშვნელოვნად ამცირებს მასწავლებლის არჩევანის შესაძლებლობას და აფერხებს სწავლებისადმი ინდივიდუალური მიდგომების განვითარებას.
- შინაარსის დამოუკიდებლობა, პლურალიზმი და პოლიტიკური გავლენის რისკი — როდესაც კონკრეტულ საგანში სასწავლო რესურსის შექმნისა და შერჩევის შესაძლებლობა არსებითად კონცენტრირდება ერთ ინსტიტუციურ სისტემაში, იზრდება შინაარსის ერთგვაროვნებისა და არასათანადო გავლენების რისკი.
- დემოკრატიული ინსტიტუტები სწორედ იმისთვის უნდა იყოს მოწყობილი, რომ საგანმანათლებლო შინაარსის ხარისხი და დამოუკიდებლობა არ იყოს ზედმეტად დამოკიდებული ხელისუფლების კონკრეტული შემადგენლობის შეხედულებებსა და გადაწყვეტილებებზე. სწორედ ამიტომ, სახელმძღვანელოების შექმნისა და დამტკიცების პროცესში მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ექსპერტების, აკადემიური წრეების, მასწავლებლებისა და სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების მონაწილეობა. ამასთან, მკაფიო და გამჭვირვალე კრიტერიუმების არსებობა.
- კონკურენციისა და ხარისხის შემცირება — საგანმანათლებლო რესურსების სფეროში პროფესიული და შემოქმედებითი კონკურენცია ხელს უწყობს ახალი მეთოდოლოგიების, თანამედროვე სასწავლო მასალებისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრული განათლების, STEM-ისა და თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების პირობებში. ისეთი სისტემა, რომელიც ერთ ძირითად რესურსზეა დამოკიდებული ნაკლებად მოქნილია ახალი ცოდნისა და სწავლების მეთოდების სწრაფად ასათვისებლად.
- ცენტრალიზაციის და გამჭვირვალობის რისკები — სახელმძღვანელოების შექმნისა და გამოცემის ცენტრალიზებულად, სახელმწიფო შესყიდვების გზით განხორციელებამ შესაძლოა გაართულოს და გაახანგრძლივოს პროცესი, გაზარდოს ბიუროკრატიული შეფერხებები და სისტემური ხარვეზების რისკი და შეამციროს პროცესის გამჭვირვალობა. შესაბამისად, აუცილებელია პროცესის ღიაობა, მკაფიო კრიტერიუმები და საზოგადოებრივი ზედამხედველობა.
- საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა — საქართველოს განათლების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს მოსწავლეებისთვის ისეთი ცოდნისა და უნარების განვითარებას, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, კონკურენტუნარიანად ჩაერთონ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო და შრომის ბაზრებში. თანამედროვე და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების არსებობა ამ მიზნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რასაც ვერ უზრუნველყოფს ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი.
- საგამომცემლო სექტორზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური გავლენა — სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემა და გავრცელება ქმნის სამუშაოსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას ავტორებისთვის, რედაქტორებისთვის, მთარგმნელებისთვის, დიზაინერებისთვის, ილუსტრატორებისთვის და სხვა პროფესიონალებისთვის. სახელმწიფოს მიერ ამ ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის ცენტრალიზაცია მკვეთრად ამცირებს კერძო გამომცემლობებისა და დაკავშირებული პროფესიული ჯგუფების საქმიანობის შესაძლებლობებს, რაც საფრთხეს უქმნის სამუშაო ადგილებს, პროფესიული ცოდნის შენარჩუნებასა და მთლიანად ქართული საგამომცემლო ინდუსტრიის მდგრად განვითარებას.
წიგნის ასოციაცია, რომელიც საქართველოში მოქმედ 30-მდე გამომცემლობას აერთიანებს, მიიჩნევს, რომ ასეთი მასშტაბის გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, საერთაშორისო გამოცდილებას, ფართო პროფესიულ კონსულტაციებსა და გამჭვირვალე პროცესს.
ცნობისთვის, განათლების სამინისტრო გეგმავს სკოლებში „ერთი სახელმძღვანელოს პრინციპის“ დანერგვას, რაც გულისხმობს თითოეულ საგანში მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოს არსებობას ყველასთვის. შესაბამისად, სკოლებში მხოლოდ ერთი, სახელმწიფოს/სამინისტროს მიერ დადგენილი ან დაკვეთით შემუშავებული სავალდებულო სახელმძღვანელოს დანერგვა იგეგმევა.
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები