ტრამპი სრულწლოვან ამერიკელებს არჩევნებში ხმების სანაცვლოდ $5 000-ს ჰპირდება
ფოტო: NPR
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თითოეულ სრულწლოვან ამერიკელს 5 000 აშშ დოლარს გადაუხდის, თუ რესპუბლიკური პარტია ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ წარმომადგენელთა პალატასა და სენატზე კონტროლს შეინარჩუნებს.
აღნიშნული ინიციატივის შესახებ ტრამპმა ტეხასის შტატში, დალასში გამართულ რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"თუ რესპუბლიკელები მოიგებენ წარმომადგენელთა პალატასა და აშშ-ის სენატს — ორივეს, ჩვენი უზარმაზარი ეკონომიკური წარმატების წყალობით […] მე ამერიკის შეერთებული შტატების თითოეულ სრულწლოვან მოქალაქეს 5 000 აშშ დოლარის ოდენობის დივიდენდს გადავცემ", — განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს იქნება "ძალიან მსგავსი იმისა, რასაც წარმატებული კომპანია აკეთებს, როდესაც აქციონერებზე ნაღდ ფულს ანაწილებს".
ამასთან, ტრამპის თქმით, გადახდის ერთადერთი პირობა იქნება ის, რომ თანხა ექსკლუზიურად შეერთებული შტატების ტერიტორიაზე უნდა დაიხარჯოს.
"ჩვენ არ გვინდა, რომ თქვენ კანადაში წახვიდეთ", — დასძინა მან.
გაურკვეველი რჩება დაფინანსების წყარო, ფულის დახარჯვის მონიტორინგის მექანიზმები და ასეთი გადახდების კანონიერება.
ცნობისთვის, 2025 წელს აშშ-ის სრულწლოვანი მოსახლეობა დაახლოებით 267 მილიონს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადახდების საერთო ღირებულება 1.3 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპი ტრილიონობით დოლარის დარიგების პირობას იძლევა იმ ფონზე, როდესაც მისი პრეზიდენტობის დროს აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ისტორიაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 40 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ნოემბერში რესპუბლიკელების დამარცხება ნიშნავს, რომ ამერიკელები "დაკარგავენ საზღვარს, დაკარგავენ საგადასახადო შეღავათებს, დაკარგავენ უსაფრთხოებასა და დაცულობას".
"თქვენ ჯოჯოხეთის გავლა მოგიწევთ, ისევე როგორც ეს სულ რაღაც ორი წლის წინ გაიარეთ", — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები