ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება
2024 წლის 3 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია საფრანგეთში ჩატარებულ უახლესი MRI კვლევის გამოსახულებას აქვეყნებს. ის წერს, რომ მისი "მდგომარეობა პირდაპირ უკავშირდება თავის ქალისა და თავის ტვინის მიდამოს მძიმე ტრავმას და საჭიროებს შესაბამისი სპეციალისტის ჩართულობას". პროევროპულ აქციაზე დაშავებული ითხოვს "შესაძლებლობას, აღიდგინოს ის, რაც ძალადობის შედეგად დაკარგა".
"ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე საჭიროებს რეკონსტრუქციულ ოპერაციას და იმპლანტაციას, ასევე მაქვს თვალთან დაკავშირებული პრობლემები და მჭირდება ქუთუთოს/პტოზის ოპერაცია.
ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ ბრძოლა მხოლოდ ჯანმრთელობის აღდგენისთვის აღარ მიწევს.
საფრანგეთში მითხრეს, რომ თუ რეკონსტრუქციულ ოპერაციას პლასტიკური ქირურგი ჩაატარებს და არა ნეიროქირურგი, ამ ოპერაციის დაფინანსების საკითხი პრობლემური ხდება/შეიძლება არ დაფინანსდეს. ჩემი მდგომარეობა კი პირდაპირ უკავშირდება თავის ქალისა და თავის ტვინის მიდამოს მძიმე ტრავმას და ამიტომ საჭიროებს შესაბამისი სპეციალისტის ჩართულობას.
მე ვითხოვ შესაძლებლობას, აღვიდგინო ის, რაც ძალადობის შედეგად დავკარგე. ეს არის იმ ძალადობის კვალი, რომლის გამოც დღესაც მიწევს ოპერაციებისთვის, ჯანმრთელობისთვის და ელემენტარული სამართლიანობისთვის [ბრძოლა].
მე ვხედავ იმ ხელისუფლების ხელწერას, რომლის მმართველობის პირობებშიც მოქალაქის სხეულზე დარჩენილი ჭრილობაც კი შეიძლება წლების განმავლობაში უპასუხოდ დარჩეს.
ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს. თვალის მდგომარეობის გაუმჯობესებაც შესაძლებელია.
მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება. ეს არის ჩემი ისტორია.
ეს არის ჩემი სხეულის მტკიცებულება. და ეს არის ის ფასი, რომლის გადახდაც მე მომიწია საკუთარი პოზიციის გამოხატვის გამო". — წერს თირქია და MRI კვლევის გამოსახულებას აქვეყნებს.
- ექიმის თქმით, აქციაზე დაშავებულ 21 წლის ბიჭს რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანენ
- აქციის დარბევისას დაშავებულმა 22 წლის ალექსი თირქიამ მედიკამენტური ძილიდან გაიღვიძა
- სარჯველაძე: "თუ პაციენტის უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო სრულად აიღებს პასუხისმგებლობას"
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ალექსი თირქია 2024 წლის 3 დეკემბერს გამთენიისას, თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავდა, მას წარბთან გაზის კაპსულა მოხვდა და რეანიმაციაში აღმოჩნდა. სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ჰქონდა სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლისა და თვალბუდის ზედა კედლის მოტეხილობა და თავის ტვინის დაზიანება. კომაში დაახლოებით ექვსი დღე იმყოფებოდა. მოგვიანებით გონს მოვიდა, მაგრამ მარცხენა თვალით მხედველობის პრობლემა დარჩა; სამწვერა ნერვის დაზიანების გამო თვალის სრულად გახელაც უჭირდა. ის მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადის.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები