აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას ლელოს ლიდერები ეხმაურებიან
ფოტო: ლელო საქართველოსთვის
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტივენ ბიგანის, განცხადებას ლელოს ლიდერები ეხმაურებიან.
ლელოს საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას, თქმით, ამერიკელ პარტნიორებს უწევთ ღიად საუბარი იმაზე, რომ საქართველოში არ არსებობს ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო და რომ ქვეყანა ვერ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ანაკლიისა და სხვა პროექტების მიზანმიმართული გაჩერებით ხელისუფლებამ პირდაპირ შეუწყო ხელი რუსული პორტების ეკონომიკურ ინტერესებს.
"აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტივენ ბიგანის, განცხადება წარმოადგენს კიდევ ერთ მკაფიო გზავნილს საქართველოს მთავრობისა და, უპირველეს ყოვლისა, საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ განცხადებიდან ისევე ვერ გამოიტანენ სწორ დასკვნებს, როგორც ვერცერთი წინა განცხადებიდან. ბიგანის განცხადება არის სრულიად მკაფიო გაფრთხილება წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების ანტი-დემოკრატი ხელისუფლების მიმართ, რათა მან რადიკალურად შეცვალოს თავისი პოლიტიკური კურსი და უზრუნველყოს დემოკრატიული გარემო და ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში. სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სტაბილურობასა და წარმატებას განსაზღვრავს მისი შიდა პოლიტიკური სტაბილურობა, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ძლიერება. სამწუხაროდ, 8 წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლებამ მიზანმიმართულად შეუწყო ხელი საქართველოს დასუსტებას ყველა ამ მიმართულებით. ლელო საქართველოსთვის ესწრაფვის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობების გაღრმავებას და უმნიშვნელოვანესია, შემოდგომაზე პოლიტიკის რადიკალური განახლება მოხდეს", — აცხადებს გრიგოლ გეგელია.
ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ფიქრია ჩიხრაძის, თქმით, ბიგანის გზავნილში მკაფიოდ ჩანს საქართველოს ლიდერობა რეგიონში, რაც ჩვენმა ქვეყანამ თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს.
"ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილებია მაღალი თანამდებობის პირის მესიჯში. აქ უნდა დავინახოთ ის, რომ საქართველოს არამარტო საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე აქვს პასუხისმგებლობა, არამედ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წინაშეც. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს აღიქვამენ რეგიონის ლიდერად და მას აქვს პირობები, რომ ის იყოს რეგიონის ლიდერი. ამ შემთხვევაში სერიოზული დახმარების შესაძლებლობა არსებობს იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა დამოუკიდებლად შეძლონ თავიანთი ეკონომიკური პოტენციალის ამუშავება, ინფრასტრუქტურის შექმნა და რეალური დამოუკიდებლობის შექმნა, რაც უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. როდესაც ჩვენი ამერიკელი კოლეგები, პარტნიორები გვიგზავნიან მნიშვნელოვან მესიჯებს, ჩვენ გაგვიმართლა, რომ ასეთი პარტნიორები გვყავს, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩვენით და მნიშვნელოვანია, დავინახოთ მათი ჩართულობა", — განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
"შემოდგომის არჩევნები კი მნიშვნელოვანი ნიშნულია იმისა, თუ რა მიმართულებით წავა საქართველო. ავირჩევთ გზას და წავალთ იმ მიმართულებით, რაც დღეს ბელორუსში ხდება, ან წავალთ დემოკრატიული და პოლიტიკური სტაბილურობის გზით. ბიგანის განცხადებაშიც ჩანს, რომ ისინი ჩვენ დაგვეხმარებიან პოლიტიკურად მდგრადი გარემოს შექმნაში, დაგვეხმარებიან იმაში, რომ ეკონომიკურად საქართველო იყოს ძლიერი. რაც მთავარია, ისინი გააორმაგებენ ძალისხმევას იმისათვის, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება სისრულეში მოვიდეს და შეჩერდეს ოკუპაცია მეზობელი რუსეთის მხრიდან. ეს გზავნილები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამერიკის სახით ჩვენ გვყავს ურყევი პარტნიორები, მთავარია, ჩვენ განვახორციელოთ პარტნიორობა", — დაამატა მან.
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება Sons of Anarchy ახალი სპინოფითა და სიურპრიზით ბრუნდება
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები