ამ AI-ის მიერ შექმნილი ხმები ადამიანებმა ნამდვილისგან ვერ გაარჩიეს
როგორც ვიცით, ფილმებისთვის თუ სერიალებისთვის ხმოვანი ეფექტები მოგვიანებით, გამხმოვანებლების მიერ მზადდება. ახლა კი მეცნიერები ცდილობენ ისეთი AI შექმნან, რომელიც ამ ეფექტების გენერირებას შეძლებს.
ბოლო კვლევაში მონაწილე მოხალისეები AI-მ ნამდვილად გააცურა: უმეტესწილად, მათ სჯეროდათ, რომ AI-ის მიერ შექმნილი ხმები ნამდვილი იყო, ხანდახან კი ამ ხმებს ნამდვილს ამჯობინებდნენ. AI-მ ექსპერიმენტში მონაწილე 53 ადამიანიდან 41-ს დააჯერა, რომ ხმები ნამდვილი იყო.
თუმცა ალგორითმი სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ შორსაა. მას ჯერ ბევრი რამ ეშლება, მაგრამ განვითარებას განაგრძობს. იგი ცდილობს, რომ ნამდვილ ვიდეოში წარმოდგენილი ხმები ზუსტად გაიმეოროს. თუმცა იმისთვის, რომ ადამიანები გააცუროს, საჭიროა არა მხოლოდ ზუსტი ხმების გენერირება, არამედ მათი ვიდეოში წარმოდგენილ ქმედებებთან თანხვედრაც.
სწორედ ამიტომაა, რომ სტატიაში წარმოდგენილი ვიდეოები, სადაც წვიმა ან ცეცხლია, საკმაოდ დამაჯერებელია, მაგრამ ცხენის შემთხვევაში ხმები ცხოველის მიერ ვიდეოში გადადგმულ ნაბიჯებს არ ემთხვევა.
კვლევა 25 ივნისს ჟურნალ IEEE-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები