MIT-ში სიზმრების მაკონტროლებელი მოწყობილობის გამოცდა მიმდინარეობს
მეცნიერებმა ძილის დროს ადამიანის სიზმრების შინაარსის მანიპულირებისთვის ექსპერიმენტალური მოწყობილობა და პროტოკოლი შექმნეს. ამას ისინი სპეციფიკური სტიმულების გამოხმობით ახერხებენ, რომლებსაც სიზმრის აზრისა და გამოცდილებების გამოწვევა შეუძლია.
ამ გზით მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სიზმრების კონტროლის მეცნიერება ფანტაზიაზე მეტია და იმ ინფორმაციის გარედან ინჟინირება, რომელიც ძილის დროს მუშავდება, სავსებით შესაძლებელია.
ახალ კვლევაში გუნდის ხელმძღვანელი, ნეირომეცნიერი ადამ ჰოროვიცი ელექტრონულ მოწოყობილობას აღწერს, რომელსაც Dormio ეწოდება. მოწყობილობა სიზმრების მიზნობრივ ინკუბაციას (TDI) ხდის შესაძლებელს.
ძილის პირველი ფაზის დროს ადამიანი ცნობიერების შეზღუდულ მდგომარეობას განიცდის, რასაც ჰიპნაგოგიას უწოდებენ. ჰიპნაგოგია სწრაფი ძილის ბევრ შეგრძნებას იზიარებს, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით: ადამიანებს ამ დროს კვლავ შეუძლიათ გაიგონ გააანალიზონ ხმები, რაც TDI-ის მუშაობისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა.
კიდევ ერთ ექსპერიმენტალურ მეთოდს მოგონებების მიზნობრივი აღდგენა (TMR) ჰქვია, იგი სპეციფიკურ მოგონებებს აღადგენს, რომლებიც ძილის პერიოდში მიღებული სტიმულის დროს აქტიურდებიან.
როდესაც ადამიანი, რომელსაც მაჯაზე მოწყობილობა უკეთია, ძილის მდგომარეობაში გადადის, თანმხლები აპლიკაციის მეშვეობით აუდიო სტიმულები ირთვება. მაგალითად, მას ესმი: "გახსოვდეს, რომ იფიქრო ხეზე". Dormio-ს სენსორები ფიზიოლოგიურ მონაცემებს ეძებენ, რომლებიც ადამიანის ჩაძინების შესახებ სიგნალებს აგზავნიან. შემდეგ მათ სწრაფად აღვიძებენ და ჩაძინების დროს გონებაში მიმდინარე აზრებს იწერენ. ამ მოკლე შეწყვეტის შემდეგ ისინი ძილს უბრუნდებიან, თუმცა ცოტა ხნით. სიზმრების, გამოღვიძებისა და ჩანაწერების განმეორებადი სერიები მართული ჰიპნაგოგიის მდგომარეობის გარშემო არიან კონცენტრირებულნი.
"სიზმრების მიზნობრივი ინკუბაცია ძილის დროს მოგონებების აღდგენის პროტოკოლია, რასაც სიზმრის შინაარსში მიზნობრივი ან დაკავშირებული მოგონებების გააქტიურებამდე მივყავართ. მიმდინარე კვლევის მიზანი ძილის საწყისი პერიოდის იდენტიფიცირებისთვის Dormio-ს უნარების გამოცდაა", — ნათქვამია კვლევაში.
მიუხედავად იმისა, რომ პროტოტიპი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია, ექსპერიმენტალური შედეგები გვთავაზობს, რომ იგი სიზმრებზე გავლენას წარმატებით ახდენს. როდესაც Dormio-მ მონაწილეებს ძილის შეზღუდულ მდგომარეობაში გადასვლამდე ხეზე ფიქრი აიძულა, მათ მიერ მოყოლილი სიზმრების 67% ხესთან იყო დაკავშირებული.
"ჩემი სიზმარი ხეს შეეხებოდა. მე ვიღაცასთან ერთად ფესვებს მივყვებოდი, ფესვებს კი გასხვავებულ ადგილებზე გადავყავდი", — აცხადებს ერთ-ერთი მონაწილე.
მკვლევრების თქმით, Dormio სისტემა და მათი პროტოკოლი სხვადასხვა სასწავლო ტექნიკაში, ასევე პრობლემის გადაჭრისა და კრეატიულობის განვითარებისთვის შეიძლება გამოდგეს.
კვლევა ჟურნალ Consciousness and Cognition-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები