10 რამ, რაც Friends-ის ცნობილი ინტროს შესახებ არ იცოდით
ფოტო: Warner Bros.
Friends-ს წარდგენა არ სჭირდება — საკულტო სიტკომი 1994-2004 წლებში 10 სეზონის განმავლობაში გადიოდა და დღემდე უამრავი ადამიანის საყვარელ სერიალად რჩება.
ფანებს მთავარი სიმღერის, ჯგუფ The Rembrandts-ის შესრულებული I'll Be There For You-ს, თითოეული სიტყვა დაზეპირებული აქვთ და ყოველი სერიის დასაწყისში უნებურად ღიღინებენ მას.
მოიცა, ვინმეს გადახვევის ღილაკზე ხომ არ გიცდებათ ხელი?!
დღეს გაგაცნობთ 10 ფაქტს Friends-ის ცნობილი სიმღერისა და ინტროს შესახებ, რომელიც დიდი შანსია, არ იცოდეთ:
1. შადრევანი მანჰეტენზე არ მდებარეობს
ფოტო: Warner Bros.
ცნობილი შადრევანი, რომელიც Friends-ის ყოველი ინტროს დროს ჩნდება, სინამდვილეში, მანჰეტენზე არ მდებარეობს. და... ის ნიუ-იორკშიც კი არ არის! შადრევანი კალიფორნიაშია, ბურბანკში, Warner Brothers-ის რანჩოზე.
მეტსაც გეტყვით, შადრევანი ბოლო წუთს აირჩა, როცა მართა კაუფმანი და პროდიუსერები ჩასაწერად იდეალურ ადგილს ეძებდნენ. საკმაოდ შორს კი წასულან!
2. ცნობილი სიმღერა სრულიად სხვანაირი უნდა ყოფილიყო
ცნობილი სიმღერის ყველა სიტყვა ვინც ზეპირად ვიცით, იმათთვის წარმოუდგენელია იმაზე ფიქრი, რომ ამის ნაცვლად სხვა რაიმე შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა, კინაღამ იყო! თავდაპირველად შოუს მთავარ სიმღერად R.E.M.-ის Shiny Happy People შეირჩა.
The Rembrandts-ის კანდიდატურა შოუს ერთ-ერთმა პროდიუსერმა კევინ ბრაითმა შემოაგდო და, კევინ, დიდი მადლობა! ღმერთმა გვაშოროს ის ბნელი სამყარო, სადაც Friends-ის ინტროს სხვა სიმღერა ადევს.
3. მთავარი სიმღერის დაწერაში შოუს შემქმნელებიც მონაწილეობდნენ
ფოტო: Showtime/Eric Charbonneau
ეს სიმღერა კი ყველას ძალიან გვიხარია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ The Rembrandts-ის ცნობილი I'll Be There For You, სინამდვილეში, თვითონ შოუს შემქმნელების მონაწილეობით დაიწერა.
ჯგუფის წევრებმა დენი უაილდმა და ფილ სოლემმა აღიარეს, რომ, რეალურად, სიმღერის დაწერაში თვითონ ძალიან ცოტა წვლილი შეიტანეს. ჯგუფს მაინც შეხვდა საავტორო ჰონორარი (დაახლოებით $5 მილიონი) და პროექტის ნაწილად ყოფნაც ძალიან გაუხარდა, თუმცა სიმღერისთვის მთავარი მადლობა შოუს პროდიუსერებს, მართა კაუფმანსა და დევიდ კრეინს, უნდა გადაუხადოთ.
4. სერია "The One After Vegas"-ის ინტრო
ფოტო: Warner Bros.
მე-6 სეზონის პრემიერას ძალიან გამორჩეული ინტრო ჰქონდა. ეს პირველი ეპიზოდი იყო მას შემდეგ, რაც კორტნი კოქსმა (მონიკა) იქორწინა დევიდ არკეტზე და მას სურდა, ინტროში მისი მეორე გვარიც დამატებულიყო.
ცხადია, და ნაკლებს არც ველოდით, სხვა მსახიობებმაც მის მაგალითს მიბაძეს. ამ ინტროში თითოეული მსახიობის სახელ-გვარს მოსდევს გვარი "არკეტი". არა, არ ვხუმრობთ. თავად იხილეთ:
5. ჯენიფერ ენისტონს მთავარი სიმღერა არ მოსწონდა
ფოტო: Warner Bros.
ენისტონის თქმით, სინამდვილეში, მთავარი სიმღერა მსახიობებიდან არავის მოსწონდა. ამის წარმოდგენაც კი რთულია და გვჯერა, რომ მათ არასდროს უფიქრიათ, როგორი საკულტო გახდებოდა ეს სიმღერა.
"შადრევანში ცეკვა ცოტა უცნაური ჩანდა, მაგრამ მაინც ვქენით", — თქვა ენისტონმა. საბოლოოდ, მსახიობებმა დათმეს და სერიალის შემქმნელებს მოუსმინეს. კიდევ კარგი.
6. სერიალის მთავარი სიმღერა #1 ჰიტი გახდა
ფოტო: Warner Bros.
The Rembrandts-ის პოპულარული სიმღერა #1 სინგლი გახდა ამერიკის ჩარტებში! მან პირველი ადგილი დაიკავა US Mainstream Top 40 Billboard-ში, ასევე კვირის #1 ადგილი შოტლანდიასა და კანადაში და თითქმის 10 სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებში მოხვდა!
გარდა ამისა, ცნობილი ინტრო Billboard Hot 100 Airplay-ის ჩარტებს ლიდერობდა მთელი რვა კვირის განმავლობაში. აპლოდისმენტები!
7. საკულტო ნარინჯისფერ დივანს სრულიად შემთხვევით წააწყდნენ
ფოტო: Warner Bros.
ცნობილი დივანი, რომელის მსგავსსაც ხშირად შეხვდებით Friends-ის თემატურ კაფეებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და რომელიც შადრევანთანაც კი ჩნდება სერიალის ინტროში, სინამდვილეში, ძალიან შემთხვევითი და იღბლიანი მონაპოვარია.
დივანი Warner Brothers Studio-ის სარდაფში შემთხვევით აღმოაჩინეს და თქვეს: პრინციპში, რატომაც არა? აბა, იკეა ვის რად უნდა, არა?
8. ინტროს ცნობილ ტაშს შოუს აღმასრულებელი პროდიუსერები უკრავენ
ფოტო: Warner Bros.
როგორც ჩანს, The Rembrandts-ის წევრებს ტაშისკვრასთან არაფერი ესაქმებათ, თუმცა ძლიერ კი უჭერდნენ მხარს. ცნობილ ტაშს შოუს პროდიუსერები ასრულებენ!
დენი ვაილდის თქმით, 25 მცდელობაზე მეტი გახდა საჭირო, რომ სამ პროდიუსერს ტაში სწორად გამოსვლოდა.
9. "რამდენი ტაშის" დავა The Rembrandts-მა დაასრულა
ფოტო: Warner Bros.
საკმაო დავის საგანი იყო ის, თუ რეალურად რამდენი ტაში გაისმის Friends-ის ინტროში. ხშირად თვითონ მსახიობებსაც კი უჭირდათ ამის დამახსოვრება.
მეტიც, ჯიმი კიმელის შოუში კორტნი კოქსმა არასწორი რაოდენობის ტაში შემოკრა! დენი ვაილდმა და ფილ სოლემმა დავა დაასრულეს და ვერდიქტია ოთხი ტაში. ხუთი არა. ვწუხვართ, ვინმე თუ დაგამწუხრეთ.
10. მეთიუ პერის ერთფრაზიანი ხუმრობები შუაღამის გადაღებებისას მსახიობებს ახალისებდა
ფოტო: Warner Bros.
მთავარი სიმღერის ინტრო თავიდან სახურავზე უნდა გადაეღოთ, შადრევანთან გადაღება კი მართა კაუფმანმა გადაწყვიტა ბოლო წამს. უკვე ღამის 4 საათი იყო და მსახიობებს ძალიან უჭირდათ განწყობის შენარჩუნება, თანაც ძალიან ცივ შადრევანში ისე უნდა მოქცეულიყვნენ, თითქოს ეს მათი ცხოვრების უბედნიერესი მომენტი იყო.
ამ დროს, მეთიუ პერიმ (ჩენდლერი) თქვა: "უკვე არ მახსოვს, როდის არ ვიყავი შადრევანში". ალბათ, ჩენდლერის მახვილგონივრული ერთფრაზიანი ხუმრობები სწორედ აქ დაიბადა. და ცალკეულ სიტყვებზე აქცენტირების მისი ცნობილი ჩვევა, რომლის გამოც სხვები დასცინიან ხოლმე? როგორც ჩანს, ეს უბრალოდ მეთიუ პერია.
ბონუსი: ზოგიერთი სერიის ინტრო უფრო ხანმოკლეა
ფოტო: Warner Bros.
სერიალის ზოგიერთი ეპიზოდის საწყის და საბოლოო კრედიტებში მთავარი სიმღერა მთლიანად ისმის, ვოკალიც და მუსიკაც. მაგრამ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთ სერიაში სიმღერის ვოკალური ნაწილი ამოღებულია და მხოლოდ მუსიკაა დატოვებული?
ტელეარხ TBS-ის გამომცემლის თქმით, შემოკლებული სიმღერა გამოიყენებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ეპიზოდი თავისი საწყისი ფორმით უფრო ხანგრძლივი იყო, ვიდრე დღეისთვის ტელევიზიაში შოუს ნახევარსაათიანი გაშუქებისთვისაა პრაქტიკული: ეს ნახევარ საათში უფრო მეტი სარეკლამო ჭრის ჩასამატებლად გაკეთდა.
Friends თავდაპირველად ტელევიზიაში მაშინ გაეშვა, როდესაც სარეკლამო ჭრები უფრო ხანმოკლე იყო, ვიდრე დღესაა. "დღეისთვის სტანდარტულ ნახევარსაათიან მონაკვეთში ეპიზოდის ჩასატევად, თანაც ისე, რომ სერიის სიუჟეტიდან არაფერი დაკარგულიყო, ზოგჯერ სერიალის ინტროს შემოკლება გვიწევდა", — თქვა TBS-ის გამომცემელმა.
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
-
გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში გასული კვირის კრიპტო სიახლე, რომელიც გამოგრჩა — Turbo, როგორ იყიდო კრიპტო წამებში
-
NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა NYP: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის სასახლე $51.5 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
-
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე? ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პაემანი შვილებთან ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
გადახედვა
-
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა მხოლოდ იმას მოწმობს, რომ სამართლებრივი პოზიციები სუსტია — შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე განცხადებები, რომლებსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, პოლიტიკური სპეკულაციებია — კალაძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
კომენტარები