მუტირებული ნეანდერტალური გენი ზოგ ადამიანს ტკივილის მიმართ მეტად მგრძნობიარეს ხდის
თანამედროვე ადამიანებში ნეანდერტალური წარმომავლობის გენები ხშირად გვხვდება. ზოგიერთი ასეთი ადამიანი ავადმყოფობის მიმართ უფრო გამძლეა, ზოგს თავის უნიკალური ფორმა აქვს, ხოლო ზოგიერთს, როგორც აღმოჩნდა, ნეანდერტალელთა მგრძნობიარე ნაწილი ხვდა წილად.
გენეტიკოსებმა ნეანდერტალური დნმ-ის ისეთი სახეცვლილებები შეისწავლეს, რომლებიც ზოგიერთი ნერვში იმპულსების გენერირებას ახდენს და დაასკვნეს, რომ გენის კონკრეტული ფორმა ადამიანებს ტკივილის მიმართ უფრო მოწყვლადებს ხდის.
ნახევარი მილიონი ბრიტანელის გენომისგან შემდგარი მონაცემთა ბაზის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ 0,4% ამ გენის მუტაციურ ვერსიას ატარებდა. ეს ადამიანები ტკივილს იმაზე მეტად განიცდიდნენ, ვიდრე ბრიტანელები საშუალოდ განიცდიან.
მკვლევრების მიერ შესწავლილი გენი ცილა Nav1.7-ის წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი. ნერვული უჯრედების მემბრანაში მოთავსებული Nav1.7 კალიუმისთვის ერთგვარ კარიბჭეს წარმოადგენს და ტკივილის აღქმაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ მექანიზმის გარეშე, ჩვენ დისკომფორტს საერთოდ ვერ ვიგრძნობდით. მაგრამ Nav1.7-ის სახეცვლილებები ქრონიკული ტკივილის წარმოქმნის პროცესს ამარტივებს.
ამ გენის ვერსიას ცილაში სამი ამინომჟავის შეცვლა შეუძლია. იმის გასაგებად, ეს გასხვავება მოქმედებს თუ არა Nav1.7-ის ფუნქციაზე, მეცნიერებმა გენი ბაყაყის კვერცხსა და ადამიანის თირკმლის ქსოვილში შეიტანეს. შედეგად, ცხადი გახდა, რომ მხოლოდ ერთი ამინომჟავის ცვლილება დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა ერთდროულად სამი ამინომჟავის ცვლილების დროს Nav1.7 იმპულსებს ჩვეულებრივზე სწრაფად აგზავნიდა.
მკვლევრები მუშაობის გაგრძელებას აპირებენ: გენომის სხვა ნაწილების შესწავლამ, შესაძლოა, ნეანდერტალელების ცხოვრების შესახებ უფრო მეტი რამ გვითხრას, ვიდრე დღესაა ჩვენთვის ცნობილი.
კვლევა 23 ივლისს, ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები