როცა მთავარსარდლები ხართ, საშველად სახალხო დამცველს არ უნდა უძახდეთ — ომბუდსმენის მოადგილე ზურაბიშვილს
სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ომბუდსმენს მის "შეურაცხყოფაზეც" ჰქონდეს რეაგირება, ეხმაურება და ამბობს, რომ როცა მთავარსარდალი ხარ, საშველად სახალხო დამცველს არ უნდა ეძახდე.
ბურჯანაძის თქმით, ეს განცხადება იმ კამპანიის გაგრძელებაა, რომ სახალხო დამცველმა თანამდებობის პირები კრიტიკისგან უნდა დაიცვას. ის ზურაბიშვილის ურჩევს, რომ სახალხო დამცველის მანდატს გაეცნოს.
"პრეზიდენტო, როდესაც სახელმწიფო ორგანოები მუშაობენ და პასუხისგებაში მიცემას ახდენენ პირის, ეს ნიშნავს რომ ადამიანის უფლებები არ ირღვევა. როცა არ მოხდება ეს, მაშინ უნდა მოხდეს სახალხო დამცველის ჩარევა.
ეს განცხადება იმ სამწუხარო კამპანიის გაგრძელებაა, რომ სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას თანამდებობის პირები კრიტიკისგან. ძვირფასებო, ძლიერნო ამა ქვეყნისანო, თქვენ უნდა აიტანოთ კრიტიკა (მათ შორის მძაფრი) და როცა მთავარსარდლები ხართ, საშველად სახალხო დამცველს არ უნდა უძახდეთ. სახალხო დამცველი არსებობს ადამიანის უფლებების დასაცავად და ადამიანის უფლებებში არსებობს ადამიანი ერთ მხარეს და მეორე მხარეს სახელმწიფო (2x2=4)"— წერს ბურჯანაძე ფეისბუქზე.
საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ სახალხო დამცველი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, მაშინ როცა ის სხვა პოლიტიკოსი ქალების და მის მიმართ განხორციელებულ შეტევებს პასუხობს. ასე აფასებს ზურაბიშვილი შაქარაშვილის საქმეზე გაკეთებული განცხადების გამო მის მიმართ კრიტიკას.
"საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობა საქართველოში თითოეული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ზედამხედველობაა", — აცხადებს პრეზიდენტი.
ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ ომბუდსმენმა თავი აარიდა რეაგირებას ქალი კანდიდატის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე და მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე.
"მეტად სამწუხაროა, ამ პირობებიდან გამომდინარე, რომ ომბუდსმენმა ჩათვალა საჭიროდ პრეზიდენტის 16 ივლისის განცხადების შეფასება მისი არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე.
არა მხოლოდ ზემოხსენებული განცხადება, არამედ საქართველოს პრეზიდენტის ყველა გამოსვლა გმობს ძალადობას და პოლარიზაციას და მიმართულია შერიგებისა და ერთიანობისკენ. მოცემული განცხადება ახალგაზრდებს მოუწოდებს არა ძალადობისკენ, არამედ აღიარებასა და მონანიებისკენ", — აცხადებს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე თქვა, რომ მან "ვაჟკაცობა ერთი ერთზე იცის", ხოლო, ჯგუფური აგრესია "ძალიან არაქართულია". პრეზიდენტის ამ განცხადებას საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში კრიტიკა მოყვა.
ამასთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება არ უნდა მოხდეს. ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ასეთ საკითხებზე საჯარო პირების განცხადებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა კრიტიკოსები გააკრიტიკა და მედია ბულინგში დაადანაშაულა. მან მისივე ციტატა, "ვაჟკაცობა არის ერთი ერთზე", განმარტა და ჟურნალისტები ქართულის არცოდნაში დაადანაშაულა
"თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა, თუ ვერ კითხულობთ წინადადებას ბოლომდე, თქვენი პრობლემა არის. მცდელობა, რომ მე გამასაღოთ პრო მოძალადედ, არის ძალიან სასაცილო
მე რაც ვიგულისხმე, ერთი ერთზე არის ყველაფერი, არ მითქვამს ერთი ერთზე ძალადობა კარგი არის თუ რაღაცა. ერთი ერთზე ვთქვი, არ მითქვამს არც ჩხუბი, ვთქვი ვაჟკაცობა არის ერთი ერთზე და ერთი ერთზე არის ცხოვრებაში ყველაფერი. ლაპარაკი, სიყვარული, ალბათ არ იცით. ვაჟკაცობა არ არის ძალადობაში, ვაჟკაცობა არის აღიარებაში და მონანიებაში", — განაცხადა მან.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები