სისხლში რკინის დონე დაბერების პროცესთანაა დაკავშირებული — კვლევა
მილიონზე მეტი ადამიანის გენეტიკური მონაცემების შესწავლით, მკვლევართა გუნდმა დაადგინა, რომ სისხლში რკინის შემცველობა, შესაძლოა, ჯანსაღად დაბერებისა და უფრო დიდხანს ცხოვრების გასაღებს წარმოადგენდეს.
ედინბურგის უნივერსიტეტისა და მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევრები ბიოლოგიურ დაბერებასთან დაკავშირებულ სამ ცვლადზე ფოკუსირდნენ — სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, რაიმე დაავადების გარეშე გატარებულ წლებზე და ექსტრემალურად დიდხანს ცხოვრებაზე.
ბილოგიური დაბერება ადამიანებზე განსხვავებულად მოქმედებს და მას თან უამრავი ფატალური დაავადება ახლავს თან — მათ შორის, გულის დაავადებები, ფსიქიკური აშლილობები თუ კიბო.
მკვლევრებმა ინფორმაცია სამი საჯარო მონაცემთა ბაზიდან მოიპოვეს და ის უპრეცედენტოდ დეტალურად გააანალიზეს. მათ 1,75 მილიონი სიცოცხლის ხანგრძლივობა და 60 ათასზე მეტი დიდხანს მცხოვრები ადამიანის მონაცემები გამოიკვლიეს.
გუნდმა გენომის ის ადგილები მონიშნა, რომლებიც დიდხანს სიცოცხლეზე, ჯანმრთელობის ხანგრძლივობაზე და სიცოცხლის ხანგრძილობაზე არიან პასუხისმგებელნი. მათ აღმოაჩინეს, რომ გენომის ადგილები, რომლებიც რკინასთან იყვნენ დაკავშირებულნი, სამივე შემთხვევაში დიდი ოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი.
სისხლში რკინის რაოდენობა კვების რაციონზეა დამოკიდებული და მისი ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი დონე ასაკის თანმდევ დაავადებებთანაა დაკავშირებული, მათ შორის პარკინსონის დაავადებასთან, ღვიძლის პრობლემებთან და იმუნიტეტის დაქვეითებასთან.
მკვლევრების თქმით, ისეთი მედიკამენტის შექმნა, რომელსაც რკინის გადამუშავების გენეტიკური ვარიაციების მიბაძვა შეეძლება, შესაძლოა, ასაკთან დაკავშირებული დაავადებების დაძლევაში წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს.
"ჩვენ ძალიან გვიხარია ეს შედეგი, რადგან ის გვეუბნება, რომ რკინის მაღალი შემცველობა ჩვენი სიცოცხლის და ჯანმრთელობის წლებს ზრდის", — განაცხადა მკვლვარმა პოლ ტიმერსმა.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები