აქ არიან მთავრობის წევრები, რომლებიც, შესაძლოა, დაკავშირებულნი არიან — ბესელია კადრებზე
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ შესაძლოა, მოქმედი მთავრობის წევრები პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებასთან იყვნენ კავშირში. მან ყოფილ თანაგუნდელ პრემიერმინისტრს ჰკითხა, რა მიზანი ჰქონდა კადრების გავრცელებას და იყო თუ არა ეს ქართული ოცნების სასჯელი მოსამართლეთა სიაზე პროტესტის გამო.
"ეს არის თემა, რომელმაც მე პირადად ბევრი გადაწყვეტილება შემიცვალა და ბევრი რამ შემიცვალა. აქ არიან მათ შორის მთავრობის ის წევრები, რომლებიც შესაძლოა, დაკავშირებული იყვნენ ამ საკითხთან. [...]
რა იყო ეს? ეს იყო დასჯა, ეს იყო სამაგიეროს გადახდა, ეს იყო ანგარიშსწორება, თუ ეს იყო გაფრთხილება ყველა დანარჩენის მიმართ, ვინც გაბედავდა და ამ თემაზე ან სხვა თემაზე აირჩევდა ფორმას პროტესტისას, რაც მე ავირჩიე?", — განაცხადა მან.
ბესელიამ აღნიშნა, რომ კადრების გავრცელების შემდეგ წელიწადნახევარი გავიდა და მას ამ დრომდე არ აქვს პასუხი, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული.
"თქვენ იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი, როდესაც უმრავლესობის დეპუტატის, პარლამენტის წევრის მიმართ გავრცელდა სააკშვილის ხელისუფლების დროს ჩაწერილი უკანონო ჩანაწერები.
დღეს არის ივნისის ბოლო და გავიდა წელიწადი და 5 თვე. თქვენ თქვით, რომ იტყოდით, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. არ მითხრათ ეხლა, რომ ეს საქმე გახსნილია, იმიტომ რომ ეს საქმე გახსნილი არ არის და ამ კითხვაზე მე ჯერჯერობით პასუხი არ მიმიღია.
გეკითხებით ახლა, ვინ დაგეგმა ის დანაშაული, რა მიზანი ჰქონდა იმ დანაშაულის დაგეგმვას და რატომ დაემთხვა ეს იმ პერიოდს, როცა ჩვენ გვქონდა უმწვავესი კონფლიქტი მოსამართლეთა ათკაციან სიაზე", — განაცხადა მან.
ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხს აუცილებლად მიიღებს და არ დაიღლება, რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები