იმის თქმასაც კი ბედავენ, რომ აღარ ახსოვთ რა მოხდა 20 ივნისს და ჩვენი თვალები მეორეხარისხოვანია — მაკო გომური გახარიას
"იმის თქმასაც კი ბედავენ, რომ აღარ ახსოვთ რა მოხდა 20 ივნისს და ჩვენი თვალები არის მეორეხარისხოვანი და პირველი ხარისხოვანი იყო ის, რომ მათ შტურმი აარიდეს პარლამენტს", — ასე გამოეხმაურა 20 ივნისს აქციის დაშლისას დაშავებული, მაკო გომური პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას. გომურმა ამის შესახებ, დღეს 20 ივნისის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 20 ივნისიდან 1 წლის შემდეგაც ვერ იპოვა კითხვაზე პასუხი, რატომ ესროლეს.
"ზუსტად ერთი წელი გავიდა 20 ივნისიდან და როგორც 1 წლის უკან ასე ვიდექი ზუსტად, იგივე ტანსაცმელი მეცვა და როგორც ახლა ვქმნი რაიმე საფრთხეს თქვენთვის, სამართალდამცავებისთვის და ან იმ შენობისთვის, მაშინაც ზუსტად ასეთ საფრთხეს წარმოვადგენდი. როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი ერთ-ერთი სამართალდამცავისთვის და მესროლა. მესროლა და გაჩნდა შეკითხვა — რატომ? ეს ის შეკითხვაა, რომელზეც ერთი წლის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღე. არადა, რეალობა მარტივია, უნდა მივიღო საკუთარი წილი სამართალი. თუმცა სხვა რეალობაც გვაქვს ჩვენს წინ, პარლამენტში, რომლებიც ცდილობენ რომ თავიანთი ტრიუკებით ჩვენი სახელი გააფუჭონ საზოგადოებაში. იმის თქმასაც კი ბედავენ, რომ აღარ ახსოვთ რა მოხდა 20 ივნისს და ჩვენი თვალები არის მეორეხარისხოვანი და პირველი ხარისხოვანი იყო ის, რომ მათ შტურმი აარიდეს პარლამენტს. კითხვა მიჩნდება,ჩემი თვალის ამოთხრით რომელი შტურმი აარიდეთ პარლამენტს, რას უშლიდათ იქ ჩვენი დგომა, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი", — განაცხადა მაკო გომურმა.
20 ივნისის მოვლენებზე საუბრისას გიორგი გახარიამ თქვა, რომ ზუსტად არ ახსოვს ქციის დაშლასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერ იყო დაბარებული. რაც შეეხება კითხვას, რამდენი სამართალდამცავია ბრალდებულად ცნობილი 20 ივნისის აქციის საქმეზე, მისი თქმით, ის უკვე 8 თვეა შს მინისტრი აღარაა და მეხსიერებიდან რაღაცები წაეშალა.
"სამწუხაროდ, უკვე 8 თვე გავიდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ ვარ და რაღაცები მეხსიერებაში იშლება. 20 ივნისთან დაკავშირებით, უამრავი სხვადასხვა კითხვა იქნება, ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, არ ისროდნენ, ეს ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, აი, ასე, ჩემთვის არის მეორე ხარისხოვანი. ჩემთვის მთავარი არის ის, რომ 20 ივნისს ერთი წელი გავა, ორი თუ ბევრი წელი გავა ამის შემდგომ, ეს იყო ქმედება, რომლითაც შს სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა", — განაცხადა მან.
20 ივნისის მოვლენებიდან 1 წელი გავიდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დილით საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ოკუპანტი ქვეყნის კომუნისტი დეპუტატი იხილა. სწორედ აქედან დაიწყო მშვიდობიანი პროტესტი, რასაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლა მოჰყვა, გავრილოვს კი ქვეყნის დატოვება მოუხდა.
პროტესტი პარლამენტთან გაგრძელდა. მთავარი მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო, რომელიც აწერდა ხელს ასამბლეის დღის წესრიგს. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მცირე ნაწილმა გააჟღერა მოთხოვნები პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეების დიდი ნაწილი ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა. ხელისუფლებამ სპეცრაზმი გამოიყვანა, ისე, რომ ამის შესახებ ტერიტორიაზე შეკრებილი ადამიანები არ გააფრთხილა. გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. შედეგად, რამდენიმე მოქალაქემ თვალი, ზოგმა კი მხედველობა დაკარგა. დაშავდა დაახლოებით 240 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები.
გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ერთში აქციის მონაწილეებს პარლამენტში შეჭრას ედავებიან, მეორეში კი — სამართალდამცავებს ძალის გადამეტებას.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები