ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია ამბობს, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის ავიამიმოსვლა შესაძლოა, აგვისტოში აღდგეს.

"მქონდა პატივი, დაგვეგეგმა და მონაწილეობა მიმეღო საქართველოს ეკონომიკის და ისრაელის ტურიზმის მინისტრების ვიდეო შეხვედრაში. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის აღდგენაზე. როგორც ჩანს, ეს აგვისტოში იქნება", — წერს ლაშა ჟვანია ფეისბუქზე.

საქართველო პირველი საერთაშორისო ტურისტების მიღებას პირველი ივლისიდან აპირებს. როგორც მთავრობაში აცხადებდნენ, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც ავიამიმოსვლა აღდგებოდა, ისრაელი იყო. თუმცა ისრაელში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ტურიზმის გახსნის შესაძლებლობა, გადავადდა.