მე თუ რამე დამემართება, არ ნიშნავს, რომ ვისგანაც მუქარა მოდიოდა, მაინცდამაინც იმის ბრალია — ჯაღმაიძე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაძე ამბობს, რომ მას არც არგუმენტები და არც კომპეტენცია ჰყოფნის დაასკვნას, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის უკან რუსეთი დგას. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში.
"როდესაც დეტალები უცნობია, როგორ უნდა გავაკეთოთ დასკვნა წინასწარ. თუ რეალურად ამ საფრთხის შემცველი იყო მოვლენა და აღკვეთილია, ძალიან კარგია რომ არ მოხდა უბედურება. სხვა შემთხვევაში იმისათვის რომ შეფასება გაკეთდეს უნდა უტყუარი გამოძიების დასკვნები დაიდოს [...]
რა ჩემი კომპეტენციაა ასეთი დასკვნების გაკეთება, თუმცა გეტყვით, რომ ჩემ მიმართაც ყოფილა ბევრი მუქარა, დევს ეს ღია სივრცეშიც. მე თუ რამე დამემართება, არ ნიშნავს, რომ ვისგანაც მუქარა მოდიოდა, მაინცდამაინც იმის ბრალია. ყოველ შემთხვევაში, არ მყოფნის დღეს არც არგუმენტები, არც კომპეტენცია მყოფნის იმისთვის, რომ ასეთი დასკვნები გავაკეთო", — განაცხადა ჯაღმაიძემ.
გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე
15 ივნისს, ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა. გვარამიას თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო. გვარამია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქმე საქართველოს გადმოსცეს, ქართულმა მხარემ ეს "დიდი ლობის" პროვოკაციად ჩათვალა.
"ჩვენი ინფორმაციით, იყო რამდენიმე ჯგუფი, რომელიც აკონტროლებდა მარშრუტს პირველ საფეხურზე. მოძრაობის დადგენის შემდეგ, მეორე საფეხურზე იყო შემოსული ქილერი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა, ასე ვთქვათ... ის, რასაც ქილერები ახორციელებენ ზოგადად და ის, რაც იყო დაგეგმილი", — თქვა გვარამიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. თუმცა, უწყებაში არ აკონკრეტებენ საქმე ეხება თუ არა მთავარი არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციას.
გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეს გამოეხმაურა რამზან კადიროვიც. როგორც მან განაცხადა, თუ ვინმე მისი დავალებით იმოქმედებს, "მას შეასრულებს". განცხადება მან ტელეგრამის მეშვეობით გაავრცელა. ამასთან ის გაბუანის კიდევ ერთხელ დაემუქრა და პუტინის გინებისთვის "მუხლებზე დაჩოქება" და "ბოდიშის მოხდა" მოითხოვა.
გაბუნიას გინება პირდაპირ ეთერში — რა მოხდა
2019 წლის ივლისში, გიორგი გაბუნიამ, რომელიც მაშინ რუსთავი 2-ზე მუშაობდა, პირდაპირ ეთერში წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გამოხატვის მსგავს ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, პოზიციას ეთანხმებოდნენ. ამ ყველაფერს ტელევიზიასთან საპროტესტო აქციები მოჰყვა. ორგანიზატორები ითხოვდნენ, რომ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას არხი დაეტოვებინა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გიორგი გაბუნიას განცხადება ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს. კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე". რამდენიმე საათში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს "ამ ქცევის" შეფასება სთხოვა.
პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ გაბუნიას დაპატიმრება მოითხოვა და ამისთვის მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მიმართა.
გინებას გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაშიც. ოკუპანტ ქვეყანაში წამყვანის ქცევა პროვოკაციად შეაფასეს. დუმის დეპუტატები ჟურნალისტის სამართლებრივ დასჯას და მის რუსეთში ექსტრადირებას ითხოვდნენ. განცხადება გააკეთა პუტინმაც და თქვა, რომ "ასეთი ადამიანების წინააღმდეგ საქმის აღძვრა დიდი პატივია".
"ვიღაც გამოვიდა, რაღაც წამოროშა, საკუთარი თავის რაღაცად წარმოსაჩენად. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ახლა ყველა მასზე ლაპარაკობს", — თქვა პუტინმა გაბუნიაზე.
ბოდიშის მოხდა და დევნის დაწყება კი ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მოითხოვა. მან გაბუნიას გადამალვა ურჩია, "რადგან მსოფლიოში არის მილიონობით ახალგაზრდა, რომელთაც უყვართ პუტინი" და "პირველივე შემხვედრი გაუკეთებს მას იმას, რაც დაიმსახურა".
-
ნახეთ: House of Dragon-ის მესამე სეზონის პირველი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: House of Dragon-ის მესამე სეზონის პირველი ტრეილერი გამოვიდა
-
სამეფო კარის თამაშები შექსპირის თეატრში გადაინაცვლებს სამეფო კარის თამაშები შექსპირის თეატრში გადაინაცვლებს
გადახედვა
-
გაიცანით კაცი, რომელსაც ისტორიაში ყველაზე დიდი ცხვირი ჰქონდა — ტომას უედერსის ისტორია გაიცანით კაცი, რომელსაც ისტორიაში ყველაზე დიდი ცხვირი ჰქონდა — ტომას უედერსის ისტორია
გადახედვა
-
აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელსაც მასის 99% ბნელი მატერიისგან აქვს — ის თითქმის უხილავია აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელსაც მასის 99% ბნელი მატერიისგან აქვს — ის თითქმის უხილავია
გადახედვა
-
კოგნიტიური ილუზია — რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის მსგავსად ფიქრი კოგნიტიური ილუზია — რატომ არ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის მსგავსად ფიქრი
გადახედვა
-
დარეგისტრირდი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსზე ახალგაზრდებისთვის დარეგისტრირდი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსზე ახალგაზრდებისთვის
-
გაიცანით ბრიტანელი ფისო, რომელიც 15 წელია, ქვეყნის სამსახურშია გაიცანით ბრიტანელი ფისო, რომელიც 15 წელია, ქვეყნის სამსახურშია
გადახედვა
-
ჩემს ქვეყანას ვეღარ ვცნობ — ანჯელინა ჯოლიმ შესაძლოა აშშ დატოვოს ჩემს ქვეყანას ვეღარ ვცნობ — ანჯელინა ჯოლიმ შესაძლოა აშშ დატოვოს
გადახედვა
-
ხელისუფლების არაღიარების შემთხვევაში ვის შეიძლება დაემუქროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა? — ინტერვიუ ნიკა სიმონიშვილთან ხელისუფლების არაღიარების შემთხვევაში ვის შეიძლება დაემუქროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა? — ინტერვიუ ნიკა სიმონიშვილთან
გადახედვა
-
"ძლიერი საქართველო — ლელო" დამოუკიდებელ პოლიტიკურ პოზიციონირებას გააგრძელებს "ძლიერი საქართველო — ლელო" დამოუკიდებელ პოლიტიკურ პოზიციონირებას გააგრძელებს
გადახედვა
-
გაიცანით ქვიშის კატა, რომელიც ძაღლივით ყეფს — რა ვიცით ამ პაწაწინა არსებაზე გაიცანით ქვიშის კატა, რომელიც ძაღლივით ყეფს — რა ვიცით ამ პაწაწინა არსებაზე
გადახედვა
-
ღრძილების ანთება — რა არის, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ უნდა ვიმკურნალოთ? ღრძილების ანთება — რა არის, რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ უნდა ვიმკურნალოთ?
-
დააკავეს ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი დააკავეს ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი
გადახედვა
-
BBC: ჯეფრი ეპშტეინის ფაილების ფიგურანტი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს BBC: ჯეფრი ეპშტეინის ფაილების ფიგურანტი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავეს
გადახედვა
-
ნახეთ: ნეტფლიქსმა ფამუქის უმანკოების მუზეუმი სერიალად გადაიღო (ტრეილერი) ნახეთ: ნეტფლიქსმა ფამუქის უმანკოების მუზეუმი სერიალად გადაიღო (ტრეილერი)
-
არჩილ გორდულაძე: " ყველა ცრუობდა, როდესაც ბაჩიაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდა" არჩილ გორდულაძე: " ყველა ცრუობდა, როდესაც ბაჩიაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდა"
გადახედვა
-
მოსკოვის მეტროში აფეთქება მოხდა მოსკოვის მეტროში აფეთქება მოხდა
გადახედვა
-
თუ ხარ მოსწავლე, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში თუ ხარ მოსწავლე, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში
-
სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა სამხრეთ კორეის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
ზენდეია და ტომ ჰოლანდი რობერტ პატინსონს განსხვავებულად აღიქვამენ ზენდეია და ტომ ჰოლანდი რობერტ პატინსონს განსხვავებულად აღიქვამენ
გადახედვა
-
მთვარის ზომა მცირდება — ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მთვარის ზომა მცირდება — ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
გადახედვა
კომენტარები