დავით კაკულია: "კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს, არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა, ეს არის აბსურდი"
18 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე პროცესი გაიმართა. კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის თქმით, ბუსა ჟვანია გამოძიების ფარგლებში რამდენჯერმეა გამოკითხული და ყოველ ჯერზე განსხვავებულ ჩვენებას იძლეოდა. ჟვანიამ საგამოძიებო ორგანოებს სხვა მობილური ტელეფონი მისცა, რათა ვერ დაედგინათ მისი კავშირი მკვლელობასთან. პროკურორის განმარტებით, ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და გამოძიებას ხელს უშლიდა.
ბესარიონ (ბუსა) ჟვანია, რომელიც ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას შვილია, წარსულშიც ნასამართლევია. 2020 წლის 2 აგვისტოს ჟვანიამ მის ბიზნეს-პარტნიორს, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა. ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ სამი წლიდან მსჯავრდადებულმა 1,5 წელი საპატიმროში მოიხადა, დანარჩენი — პირობითი სასჯელის სახით.
პროკურორის განცხადებით, ჟვანიას სასჯელაღსრულების დაწესებულება ახალი დატოვებული ჰქონდა, როდესაც კვარაცხელიას მკვლელობის დაორგანიზება დაიწყო.
ჟვანიას ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მხარეს "დღემდე არ წარმოუდგენია არცერთი ღირებული სამხილი" მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ და მათი განცხადებით, "საეჭვოდ დაემთხვა" საქმის გახსნა გარკვეული ჯგუფების მოთხოვნას, რომ საპროტესტო აქციების დაიწყებდნენ.
ძმები კაკულიები სასამართლო სხდომაზე მოსვლა არ ისურვეს და დისტანციურად ჩაერთნენ. დავით კაკულიამ პროცესზე სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალი "მედიის მოგონილი ვერსია" და აბსურდია.
"კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გაიგებს ამას და სარჩელს გაიტანს," — თქვა დავით კაკულიამ.
პროკურატურის შუამდგომლობით პატიმრობაში მყოფი კაკულიების წინა სასამართლო პროცესი 8 აპრილს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, 2021 წლის 15 სექტემბერს, 22 წლის ნიკო კვარაცხელია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. თავდამსხმელმა ნიკო კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღით მრავალჯერ ესროლა და შემდეგ ადგილიდან მიიმალა. გამოძიების ვერსიით, 22 წლის ახალგაზრდას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან — მათ სასამართლომ 17 და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კვარაცხელიას ოჯახს დღემდე არ სჯეროდა გამოძიების ამ ვერსიის და ამტკიცებდა, რომ კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთ პირს სახელმწიფო მფარველობდა.
17 თებერვალს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებით სისხლის სამართლის საქმე გახსნილია.
- ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბუსა ჟვანიას ბრალი წარედგინათ
- ნინო ჟვანია: "ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა. ადამიანს ასეთი რამ დააბრალო, მეორე ტრაგედიაა"
- იზა ომაძე: "მხოლოდ ბრალია წარდგენილი. მე ველოდები, ჩემი ყურით მოვისმინო, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელებს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ"
მკვლელობის საქმეზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ბრალი წარედგინა — მათ 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
კომენტარები