Reuters: აშშ-ის სახდეპი ონლაინ პორტალს ქმნის, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, თავიანთი მთავრობების მიერ აკრძალული მასალები ნახონ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ონლაინ პორტალს ქმნის, რომელიც ევროპასა და სხვა რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს საშუალებას მისცემს, თავიანთი მთავრობების მიერ აკრძალული კონტენტი, მათ შორის სავარაუდო სიძულვილის ენა და ტერორისტული პროპაგანდა ნახონ. ამის შესახებ ინფორმაციას Reutes ავრცელებს.
Reuters-ის წყაროების თანახმად, საიტი განთავსდება მისამართზე freedom.gov. ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ოფიციალური პირები განიხილავდნენ VPN ფუნქციის დამატებასაც, რათა მომხმარებლის ტრაფიკი ისე გამოჩნდეს, თითქოს ის აშშ-დან მოდის. ასევე ითქვა, რომ საიტზე მომხმარებელთა აქტივობა არ გაკონტროლდება.
პროექტს, რომელსაც საზოგადოებრივი დიპლომატიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე, სარა როჯერსი ხელმძღვანელობს, მიუნხენის უსაფრთხოების გასული კვირის კონფერენციაზე ელოდნენ, თუმცა მისი წარდგენა გადაიდო. Reuters-მა ვერ დაადგინა დაგვიანების ზუსტი მიზეზი, თუმცა ორმა წყარომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთმა თანამშრომელმა, მათ შორის იურისტებმა, გეგმასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს.
როგორც Reuters წერს, ამ პროექტმა შესაძლოა კიდევ უფრო დაძაბოს ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციასა და აშშ-ის ტრადიციულ ევროპელ მოკავშირეებს შორის, რაც სავაჭრო დავების, უკრაინაში რუსეთის ომისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების მცდელობის გამო ისედაც გამწვავებულია.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა Reuters-თან განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას არ აქვს კონკრეტულად ევროპისთვის განკუთვნილი ცენზურის გვერდის ავლის პროგრამა, თუმცა დაამატა: "ციფრული თავისუფლება სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტია, რაც მოიცავს კონფიდენციალურობისა და ცენზურის გვერდის ავლის ტექნოლოგიების გავრცელებას, როგორიცაა VPN-ები". მან ასევე უარყო ინფორმაცია ანონსის გადადებისა და იურისტების მხრიდან გამოთქმული პრეტენზიების შესახებ.
ვაშინგტონში ევროკავშირის დელეგაციას აშშ-ის გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები