10 საუკეთესო ტექნიკა, რომელიც ყოველდღიურობას გაგიმარტივებს — რჩევები Kontakt.ge-სგან
ფოტო: Kontakt.ge
გადატვირთული ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ისეთი საყოფაცხოვრებო ტექნიკები, რომლებიც ყოველდღიურობას ამარტივებს, დროსა და ელექტროენერგიას გვიზოგავს და სახლში მეტ კომფორტს გვიქმნის სულ უფრო პოპულარული ხდება.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ სწორედ ასეთ Top 10 ტექნიკას და ვისაუბრებთ რა გამოარჩევთ მათ, რატომ არის აუცილებელი მათი შეძენა, რომელ ბრენდებზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ყიდვამდე.
სტატია ეფუძნება რეალურ გამოცდილებას და მომხმარებლების არჩევანს Kontakt.ge-ზე, როგორც წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ისე მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის კატეგორიებში.
1. რობოტი მტვერსასრუტები — მართლა ასუფთავებს თუ არა რობოტი მტვერსასრუტი სახლს ისე, როგორც ჩვეულებრივი მტვერსასრუტი?
ფოტო: Kontact.ge
თანამედროვე მოდელები ბევრ შემთხვევაში უკეთესადაც კი უმკლავდება ამ საქმეს. რობოტი მტვერსასრუტი განსაკუთრებით პრაქტიკულია იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ბავშვები ან შინაური ცხოველები ჰყავთ. ის ყოველდღიურად აგროვებს მტვერს, თმასა და ალერგენებს, ისე რომ თქვენ არ გჭირდებათ პროცესში ჩართვა. საკმარისია ერთხელ დააყენოთ სამუშაო გრაფიკი და მოწყობილობა თავად იზრუნებს სისუფთავეზე.
Kontakt.ge-ზე წარმოდგენილი ბრენდები — Dreame, Roborock, Samsung და Karcher, გვთავაზობს მოდელებს სხვადასხვა შეწოვის ძალითა და სამუშაო დროით. ასევე, თანამედროვე რობოტები მარტივად იმართება მობილური აპლიკაციით, რაც განსაკუთრებით კომფორტულია ახალგაზრდებისთვის, ხოლო უფროსი თაობისთვის ღილაკით ჩართვის ფუნქციაც სრულად საკმარისია.
2. სამზარეულოს კომბაინები — ერთ მოწყობილებაში გაერთიანებული სხვადასხვა სამზარეულოს ტექნიკა
კომბაინი ერთდროულად ცვლის რამდენიმე წვრილ საყოფაცხოვრებო ტექნიკას: მიქსერს, ხორცსაკეპს, ჩოფერს, ბლენდერს და ზოგ შემთხვევაში წვენსაწურსაც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც პატარა სამზარეულო აქვთ და სივრცე შეზღუდულია. ასევე გიზოგავთ დროს, მარტივი გამოსაყენებელია და საკმაოდ პრაქტიკულია.
კონტაქტში წარმოდგენილი Kenwood-ისა და Electrolux-ის მოდელები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი სიმძლავრით, დიდი ჯამითა და მრავალფუნქციურობით. ბევრ კომბაინს მოჰყვება დეტალური ინსტრუქცია, რაც განსაკუთრებით ეხმარება მათ, ვისაც თანამედროვე ტექნიკასთან შეხების დიდი გამოცდილება არ აქვს.
3. ჰაერის გამწმენდები და დამატენიანებლები — მართლა საჭიროა თუ არა ეს მოწყობილობა ბინაში?
ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი, მაგრამ მნიშვნელოვანი ტექნიკა სახლში არის ჰაერის გამწმენდი და დამატენიანებელი. თუ სახლში გყავთ ბავშვი, ალერგიული ადამიანი ან უბრალოდ მშრალი ჰაერი გაწუხებთ, ეს ტექნიკა დამერწმუნეთ საუკეთესო შენაძენი იქნება. ჰაერის დამატენიანებელი ამცირებს ყელისა და კანის სიმშრალეს, ხოლო გამწმენდი ფილტრავს მტვერსა და მიკრონაწილაკებს.
Kontakt.ge-ზე წარმოდგენილი ETA-სა და Stadler Form-ის მოდელები, რომლებიც გათვლილია სხვადასხვა ზომის ოთახებზე და მუშაობს ჩუმ რეჟიმში, რაც მნიშვნელოვანია ღამის საათებში, განსაკუთრებით ისეთ ოთახში, სადაც ბავშვს სძინავს.
4. ყავის აპარატები — ნამდვილი გემრიელი და არომატული ყავისთვის
ფოტო: Kontakt.ge
ეს მოწყობილობა ნამდვილი სამოთხეა ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც დილა და ყოველდღიურობა ყავის გარეშე არ წარმოუდგენიათ. ყავის აპარატი კი დამერწმუნეთ საერთოდ სხვა გამოცდილებაა, ახლად დაფქული მარცვლების არომატი და გემო თითოეულ ფინჯანს განსაკუთრებულს ხდის.
Kontakt.ge-ზე წარმოდგენილია DeLonghi-ს, Philips-ისა და Bosch-ის ყავის აპარატები, რომლებიც ერთ ღილაკზე თითის დაჭერით ამზადებენ ესპრესოს, ლატეს, კაპუჩინოსა თუ ამერიკანოს, რაც კიდევ უფრო კომფორტულია ისეთი ოჯახებისთვის, სადაც თითოეულ წევრს ყავის განსხვავებული გემოვნება აქვს.
5. ჭურჭლის სარეცხი მანქანები — იდეალურად სუფთა ჭურჭელი და ნამდვილი კომფორტი დიასახლისებისთვის
ჭურჭლის სარეცხი მანქანა ის მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკაა, რომელიც რეალურად ცვლის ყოველდღიურ რუტინას და ერთ-ერთ ყველაზე დამღლელ და არასასიამოვნო საქმეს აშორებს დიასახლისებს.
Electrolux-ისა და LG-ის მოდელები, რომლებიც Kontakt.ge-ზეა წარმოდგენილი, გათვლილია სხვადასხვა სიდიდის ოჯახებზე და აქვთ მოკლე პროგრამებიც, რაც დატვირთულ დღეებში კიდევ უფრო მოსახერხებელია.
6. აეროგრილები — იდეალური არჩევანი ჯანსაღი კერძებისთვის
ფოტო: Kontakt.ge-
აეროგრილი 2025 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, პოპულარული და პრაქტიკული ტექნიკაა. მასში თითქმის ყველაფრის მომზადება შეიძლება: კექსი, ფრი, ქათამი, ბოსტნეული და ა.შ. ეს მოწყობილობა განსაკუთხებით მოსახერხებელია მათთვის, ვინც ჯანსაღ კვებას ანიჭებს უპირატესობას, რადგან ცხელი ჰაერის ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ კერძები მინიმალური ცხიმით ან საერთოდ მის გარეშეც. აეროგრილი ზოგავს დროს, ელექტროენერგიას და, რაც მთავარია, გეხმარებათ იკვებოთ უფრო ჯანსაღად და გემრიელად.
ეს მოწყობილობა იდეალურია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე უფროსი თაობისთვის. მისი გამოყენება ძალიან მარტივია და გაწმენდასაც დიდი დრო არ სჭირდება.
7. კონდიციონერები — კომფორტი ყველა სეზონზე
ერთ დროს კონდიციონერი ფუფუნების საგნად ითვლებოდა, თუმცა დღეს, გლობალური დათბობისა და კლიმატის მკვეთრი ცვლილებების პირობებში, იგი უკვე ყოველდღიური აუცილებლობაა როგორც ოჯახებში, ისე ოფისებსა და სხვა დახურულ სივრცეებში. კონდიციონერი გვაძლევს საშუალებას ვებრძოლოთ შემაწუხებელ სიცხეს და ოთახში ტემპერატურა სასურველ ნიშნულამდე მივიყვანოთ.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, კონდიციონერმა გაცილებით მეტი ფუნქცია შეიძინა. Kontakt.ge-ზე წარმოდგენილი ინვერტერული კონდიციონერები ეფექტურად მუშაობს არა მხოლოდ გაგრილების, არამედ გათბობის რეჟიმშიც, რაც იდეალურია ზამთრის ცივი დღეებისთვისაც. ასეთი მოდელები გამოირჩევა ენერგოეფექტურობით, სტაბილური მუშაობითა და ტემპერატურის ზუსტი კონტროლით.
Kontakt.ge-ის ასორტიმენტში წარმოდგენილი ბრენდები — Midea, Panasonic, Samsung, LG, Gree და Hoffmann, გამოირჩევა სხვადასხვა სიმძლავრითა და მახასიათებლებით.
ზოგიერთი კონდიციონერი დამატებით აღჭურვილია იონიზაციის ფუნქციით, რაც გვთავაზობს უფრო სუფთა ჰაერს და მეტ კომფორტს.
8. ცხოველების მოვლის ჭკვიანი ტექნიკა
თუ შინაური ცხოველი გყავთ, ალბათ არაერთხელ გიფიქრიათ, როგორ აკონტროლოთ მისი კვება მაშინ, როდესაც სახლში არ იმყოფებით. დატვირთული რეჟიმის, სამუშაოსა თუ მოგზაურობის გამო, ცხოველის დროული და სწორი გამოკვება ხშირად რთულია. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ კამერიანი ჭკვიანი საკვების დისპენსერები.
Ttec Foodi-ის ეს მოწყობილობა საშუალებას გაძლევთ, ტელეფონის დახმარებით მართოთ კვების გრაფიკი, განსაზღვროთ ულუფების რაოდენობა და ნებისმიერ დროს ნახოთ რას აკეთებს თქვენი შინაური ცხოველი. აღნიშნული ფუნქციები განსაკუთრებით მოსახერხებელია დაკავებული ადამიანებისთვის, რომელთაც სურთ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თავიანთი ოთხფეხა მეგობრები უსაფრთხოდ არიიან მათი არყოფნის დროსაც.
9. უსაფრთხოების კამერები — თქვენი სიმშვიდისთვის
უსაფრთხოების კამერები დღეს უკვე არა მხოლოდ ოფისებში, არამედ სახლშიც აქტიურად გამოიყენება. ისინი განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როცა სახლში ხშირად არ იმყოფებით და გინდათ იცოდეთ, რა ხდება თქვენს სივრცეში. Imou-ს Wi-Fi კამერები მარტივად მონტაჟდება და მობილური ტელეფონიდან იმართება.
Kontakt.ge-ზე წარმოდგენოლი Imou DH-IPC-C22P 2MP კამერა იღებს ხარისხიან Full HD ვიდეოს, ასევე აქვს ფართო ხედვის კუთხე, ამიტომ გამოსახულება მკაფიო და დეტალურია. კომპაქტური ზომის გამო, კამერა ადვილად თავსდება ნებისმიერ სივრცეში და ზედმეტ ყურადღებას არ იპყრობს.
კამერაში ჩაშენებულია მიკროფონი და დინამიკი, მისი საშუალებით შეგიძლიათ, მოისმინოთ ან ესაუბროთ სახლში მყოფ ადამიანს.
Wi-Fi კავშირისა და დაბალი ენერგომოხმარების გამო, ეს კამერა მეტად პრაქტიკულია და ზედმეტ ხარჯებს არ ითხოვს.
დასკვნის სახით, რომ ვთქვათ Imou DH-IPC-C22P 2MP მარტივი და სანდო არჩევანია მათთვის, ვისაც სურს სახლში ან ოფისში მეტი სიმშვიდე და კონტროლი.
10. საშრობი მანქანები — იდეალურად მშრალი და სუფთა ტანსაცმელი სწრაფად.
საშრობი მანქანის დახმარებით ტანსაცმელი სწრაფად შრება, აღარ არის საჭირო სარეცხის გაშლა ოთახებში ან აივანზე, რაც განსაკუთრებით არაკომფორტულია ზამთარში და ნესტიან ამინდებში. ამასთან ერთად, მცირდება საცხოვრებელ სივრცეში ტენიანობა.
Kontakt.ge-ზე წარმოდგენილი Electrolux-ისა და LG-ის საშრობი მანქანები ცნობილია მაღალი ხარისხითა და თანამედროვე დიზაინით.
ინვერტერული ძრავით აღჭურვილი ვარიანტები ენერგოეფექტურობითა და სტაბილური, ჩუმი მუშაობით გამოირჩევა, რის გამოც ტექნიკის გამოყენება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ.
სად შევიძინოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკები საუკეთესო პირობებით?
თანამედროვე ტექნიკა მაშინ ქმნის რეალურად კომფორტს, როცა სწორად არის შერჩეული. Kontakt.ge მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს, ოფიციალურ გარანტიას, უპროცენტო შიდა განვადებას და სწრაფ მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით. სწორედ ეს ფაქტორები აქცევს ტექნიკის შეძენას მარტივ და უსაფრთხო პროცესად.
-
აღმოაჩინეს უნიკალური "ჰიპერპარაზიტი", რომელსაც რქის ფორმა აქვს აღმოაჩინეს უნიკალური "ჰიპერპარაზიტი", რომელსაც რქის ფორმა აქვს
გადახედვა
-
სატურნის თანამგზავრის ბუნებრივი რესურსები შეიძლება სამომავლო მისიების დროს გამოვიყენოთ სატურნის თანამგზავრის ბუნებრივი რესურსები შეიძლება სამომავლო მისიების დროს გამოვიყენოთ
გადახედვა
-
"მკვდარი" არამიწიერი ცივილიზაციის კვალი მზის სისტემაშიც შეიძლება ვეძებოთ — კვლევა "მკვდარი" არამიწიერი ცივილიზაციის კვალი მზის სისტემაშიც შეიძლება ვეძებოთ — კვლევა
გადახედვა
-
ჰუმანოიდი რობოტები ბრძოლის ველზე — რეალობა თუ ფანტასტიკა? ჰუმანოიდი რობოტები ბრძოლის ველზე — რეალობა თუ ფანტასტიკა?
გადახედვა
-
"ფრენების გაგრძელება ეკონომიკურ აზრს კარგავს" — Azimut-ს, რომელიც რუსეთ-საქართველოს რეისზე დაფრინავს, საწვავის დეფიციტი აქვს "ფრენების გაგრძელება ეკონომიკურ აზრს კარგავს" — Azimut-ს, რომელიც რუსეთ-საქართველოს რეისზე დაფრინავს, საწვავის დეფიციტი აქვს
გადახედვა
-
ევროპაში მაღალი ტემპერატურის გამო განგაში გამოაცხადეს — საფრანგეთში სიცხეს 40 ადამიანი ემსხვერპლა ევროპაში მაღალი ტემპერატურის გამო განგაში გამოაცხადეს — საფრანგეთში სიცხეს 40 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
სანდრო მამუკელაშვილი | გზა, რომელსაც გამარჯვებულები გადიან სანდრო მამუკელაშვილი | გზა, რომელსაც გამარჯვებულები გადიან
-
დუმას ჩეჩენი დეპუტატის ძმას, რომელიც კადროვის გარემოცვიდანაა, ევროპაში უძრავი ქონება და აქტივები აქვს დუმას ჩეჩენი დეპუტატის ძმას, რომელიც კადროვის გარემოცვიდანაა, ევროპაში უძრავი ქონება და აქტივები აქვს
გადახედვა
-
ინგლისური ენის კურსები Levels Academy-ში სამოტივაციო კონკურსი, წლის საუკეთესო მოსწავლეს საჩუქრად — საზაფხოლო სკოლა დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის კურსები Levels Academy-ში სამოტივაციო კონკურსი, წლის საუკეთესო მოსწავლეს საჩუქრად — საზაფხოლო სკოლა დიდ ბრიტანეთში
-
ოპერაციის შემდეგ გართულებებით გარდაცვლილი 35 წლის ქალის ოჯახი აცხადებს, რომ ექიმს "ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და პაციენტებს "ლევად" იღებდა" ოპერაციის შემდეგ გართულებებით გარდაცვლილი 35 წლის ქალის ოჯახი აცხადებს, რომ ექიმს "ლიცენზია ჩამორთმეული ჰქონდა და პაციენტებს "ლევად" იღებდა"
გადახედვა
-
შალვა ნათელაშვილი: მოსკოვი იერთებს ცხინვალის რეგიონს, რაც უდრის ამ მიწის საბოლოო დაკარგვას. შალვა ნათელაშვილი: მოსკოვი იერთებს ცხინვალის რეგიონს, რაც უდრის ამ მიწის საბოლოო დაკარგვას.
გადახედვა
-
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენი კიდევ 4 ბრალდებულს გამოუტანეს 4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენი კიდევ 4 ბრალდებულს გამოუტანეს
გადახედვა
-
ისრაელმა ირანში Starlink-ის სისტემები შეაპარა — ყოფილი პრემიერ-მინისტრი ისრაელმა ირანში Starlink-ის სისტემები შეაპარა — ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე თანამედროვე ბესტსელერის სახელი კროსვორდი: დაასრულე თანამედროვე ბესტსელერის სახელი
გადახედვა
-
სპეციალური შეთავაზება იმედი L-ის მომხმარებლისთვის Good Travel-ისგან სპეციალური შეთავაზება იმედი L-ის მომხმარებლისთვის Good Travel-ისგან
-
გიორგი გვარაკიძე: თუკი გიორგი ჩახუნაშვილი აღიარებს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა, შეგვიძლია ის იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი გიორგი გვარაკიძე: თუკი გიორგი ჩახუნაშვილი აღიარებს იმ დანაშაულს, რაც ჩაიდინა, შეგვიძლია ის იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი
გადახედვა
-
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 12 ბრალდებულს გაუფორმდა საპროცესო — ისინი საპატიმროს რამდენიმე თვეში დატოვებენ 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ 12 ბრალდებულს გაუფორმდა საპროცესო — ისინი საპატიმროს რამდენიმე თვეში დატოვებენ
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად? გამოკითხვა: ვინ მართავს დრაკონს ყველაზე კარგად?
გადახედვა
კომენტარები