გიორგი გაბუნია სუს-ში დაიბარეს
მთავარი არხის ჟურნალისტი, გიორგი გაბუნია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. როგორც TV პირველის ეთერში მან განაცხადა, ჯერ არ გადაუწყვეტია მივა თუ არა დაკითხვაზე.
სუს-ში დაბარებულია მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაც, თუმცა ჩვენების მიცემა მან მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ისურვა.
"გავივლი ადვოკატებთან კონსულტაციას და დიდი ალბათობით მოვიქცევი ისე, როგორც აკეთებს ნიკა გვარამია. მიუხედავად იმისა, რომ სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და სუს-იც ამაში იყო ჩართული, არ მინდა. უნდობლობა გვაქვს იმ გამოძიებების მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, მით უმეტეს, როდესაც ოდნავ მაინც პოლიტიკური ელფერი აქვს გამოძიებას, მით უმეტეს, როცა მთავარ არხს ან ნიკა გვარამიას ეხება, უკვე ძალიან რთულია 100-პროცენტიან ნდობაზე ისაუბრო", — განაცხადა გაბუნიამ.
გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე
15 ივნისს, ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა. გვარამიას თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო. გვარამია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქმე საქართველოს გადმოსცეს, ქართულმა მხარემ ეს "დიდი ლობის" პროვოკაციად ჩათვალა.
"ჩვენი ინფორმაციით, იყო რამდენიმე ჯგუფი, რომელიც აკონტროლებდა მარშრუტს პირველ საფეხურზე. მოძრაობის დადგენის შემდეგ, მეორე საფეხურზე იყო შემოსული ქილერი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა, ასე ვთქვათ... ის, რასაც ქილერები ახორციელებენ ზოგადად და ის, რაც იყო დაგეგმილი", — თქვა გვარამიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. თუმცა, უწყებაში არ აკონკრეტებენ საქმე ეხება თუ არა მთავარი არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციას.
გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეს გამოეხმაურა რამზან კადიროვიც. როგორც მან განაცხადა, თუ ვინმე მისი დავალებით იმოქმედებს, "მას შეასრულებს". განცხადება მან ტელეგრამის მეშვეობით გაავრცელა. ამასთან ის გაბუანის კიდევ ერთხელ დაემუქრა და პუტინის გინებისთვის "მუხლებზე დაჩოქება" და "ბოდიშის მოხდა" მოითხოვა.
გაბუნიას გინება პირდაპირ ეთერში — რა მოხდა
2019 წლის ივლისში, გიორგი გაბუნიამ, რომელიც მაშინ რუსთავი 2-ზე მუშაობდა, პირდაპირ ეთერში წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გამოხატვის მსგავს ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, პოზიციას ეთანხმებოდნენ. ამ ყველაფერს ტელევიზიასთან საპროტესტო აქციები მოჰყვა. ორგანიზატორები ითხოვდნენ, რომ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას არხი დაეტოვებინა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გიორგი გაბუნიას განცხადება ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს. კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე". რამდენიმე საათში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს "ამ ქცევის" შეფასება სთხოვა.
პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ გაბუნიას დაპატიმრება მოითხოვა და ამისთვის მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მიმართა.
გინებას გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაშიც. ოკუპანტ ქვეყანაში წამყვანის ქცევა პროვოკაციად შეაფასეს. დუმის დეპუტატები ჟურნალისტის სამართლებრივ დასჯას და მის რუსეთში ექსტრადირებას ითხოვდნენ. განცხადება გააკეთა პუტინმაც და თქვა, რომ "ასეთი ადამიანების წინააღმდეგ საქმის აღძვრა დიდი პატივია".
"ვიღაც გამოვიდა, რაღაც წამოროშა, საკუთარი თავის რაღაცად წარმოსაჩენად. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ახლა ყველა მასზე ლაპარაკობს", — თქვა პუტინმა გაბუნიაზე.
ბოდიშის მოხდა და დევნის დაწყება კი ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მოითხოვა. მან გაბუნიას გადამალვა ურჩია, "რადგან მსოფლიოში არის მილიონობით ახალგაზრდა, რომელთაც უყვართ პუტინი" და "პირველივე შემხვედრი გაუკეთებს მას იმას, რაც დაიმსახურა".
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები