22 მაისის მონაცემებით უცხოეთში კორონავირუსი საქართველოს 118 მოქალაქე დაუდგინა. როგორც მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშშია ნათქვამი, უმრავლეს შემთხვევებში სახეზეა დაავადების ნაკლებად მძიმე ფორმები.

ინფექციით საზღვარგარეთ გარდაიცვალა საქართველოს 16 მოქალაქე (ავსტრია — 1, ესპანეთი — 4, თურქეთი — 1, ბრიტანეთი — 2, აშშ — 5, საფრანგეთი — 2, ლატვია — 1).

ჯამში, 22 მაისისთვის საქართველოში დაბრუნდა საქართველოს 12 720 მოქალაქე, მათ შორის საჰაერო გზით — 7 107, სახმელეთო გზით — 5 223 და საზღვაო გზით — 390 ადამიანი.

დაბრუნებულთა შორისაა ქრონიკული დაავადების მქონე 483 პირი, 34 შშმ პირი, 259 ხანდაზმული, 102 ორსული, 435 მცირეწლოვანი, 173 ონკოლოგიური პაციენტი, 1 118 ტრანზიტული მგზავრი, 29 მეზღვაური და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე 90 პირი. აგრეთვე, საცხოვრებლისა და სტიპენდიის გარეშე დარჩენილი 794 სტუდენტი (საერთო ჯამში განსაკუთრებული საჭიროების მქონე — 3 517 მოქალაქე).

გარდა ამისა, ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 21 190 მოქალაქეს, მათ შორის, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილთა თავშესაფრით უზრუნველყოფის, საკვების, მედიკამენტების, ასევე სხვა პირველადი და აუცილებელი საჭიროების პროდუქტების და მომსახურების მიწოდების გზით.

ამავე თემაზე: