ასტრონომებმა დედამიწის ზომის ეგზოპლანეტის, Proxima B-ის არსებობა დაადასტურეს
მკვლევართა საერთაშრისო გუნდმა დედამიწის მსგავსი პლანეტის, Proxima b-ის არსებობა დაადასტურა, რომელიც პროქსიმა კენტავრის სისტემაში მდებარეობს.
"Proxima b-ის არსებობის დადასტურება მნიშვნელოვანი დავალება იყო. იგი სამეზობლოში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პლანეტაა", — განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა ალეხანდრო სუარესმა.
მათ აღმოაჩინეს, რომ Proxima b-ს მასა დედამიწის მასაზე სულ რაღაც 0,17-ით მეტია და იგი საკუთარი ვარსკვლავის გარშემო ერთ სრულ ბრუნს 11,2 დღეში ასრულებს.
Proxima b პირველად 2016 წელს სპექტოგრაფ HARPS-ის (High Accuracy Radial Velocity Planet Searcher) მეშვეობით აღმოაჩინეს, რომელიც ჩილეში, ლა-სილიის ობსერვატორიაში მდებარეობს. აღნიშნული აღმოჩენა კი ახალი თაობის სპექტოგრაფის, ESPRESSO-ს დახმარებით გახდა შესაძლებელი, რომელიც ასევე ჩილეში მდებარეობს და HARPS-ზე სამჯერ ზუსტია.
"ჩვენ HARPS-ის შედეგებით ისედაც ბედნიერები ვიყავით. ბოლო 17 წლის განმავლობაში მისი დახმარებით ასობით ეგზოპლანეტა აღმოვაჩინეთ", — განაცხადა ჟენევის უნივერსიტეტის პრფესორმა და კვლევის თანაავტორმა ფრანჩესკო პეპემ.
მიუხედავად იმისა, რომ Proxima b ვარსკვლავთან ძალიან ახლოს იმყოფება, იგი მისგან დაახლოებით იმავე რაოდენობის ენერგიას იღებს, რამდენსაც დედამიწა მზისგან.
თუმცა არსებობს ერთი ცუდი ამბავიც: პროქსიმა კენტავრი დიდი ოდენობის რენტგენული გამოსხივებით გამორჩევა — Proxima b მისგან იმაზე 400-ჯერ მეტ გამოსხვებას იღებს, ვიდრე დედამიწა მზისგან.
ჯერჯერობიტ უცნობია, არსებობს თუ არა ატმოსფერო, რომელიც პლანეტას ამ მომაკვდინებელი გამსხივებისგან იცავს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კი პლანეტის შესწავლის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
კვლევა 25 მაისს ჟურნალ Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები