ადამიანის შარდი, შესაძლოა, მთვარეზე საცხოვრებელი სახლების აგებაში დაგვეხმაროს
მთვარეზე კოლონიების აგებისთვის საცხოვრებელი ადგილების სწრაფად მშენებლობა და წყლის მარაგის მუდმივი შევსებაა საჭირო. ამ ორი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობის დაკმაყოფილებაში კი, შესაძლოა, ადამიანის შარდი დაგვეხმაროს.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) გვაწვდის — მათი აზრით, მთვარეზე საუკეთესო საშენი მასალის შექმნისას შარდმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
მთვარეზე საცხოვრებელი ადგილის ასაშენებლად ადამიანები დიდი ალბათობით გეოპოლიმერს გამოიყენებენ. ESA-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, წყლისგან განსხვავებით შარდოვანას მაღალი შემცველობის მქონე გეოპოლიმერმა საშენი მასალა ბევრად გამძლე და მტკიცე გახადა.
"მთვარის ზედაპირზე წყალი ძალიან ძვირფასი ნივთიერებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენს მთავარ მიზანს გეოპოლიმერის წარმოებისას მისი რაოდენობის შემცირება წარმოადგენს", — განაცხადა ESA-ს მკვლევარმა მერლის არნოფმა.
თუმცა სააგენტოს გეგმა საკმაოდ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ESA-მ კვლევები ახლახან დაიწყო, მათ შორის განიხილავენ გაუძლებს თუ არა კოსმოსურ გამოსხივებას მსგავსი ნაგებობები. ასევე არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც დასახლებისთვის საჭირო შარდოვანას ერთად მოგროვობა არარეალურ ძალებთან იქნება დაკავშრებული.
"ჩემი აზრით, ადამიანები მთვარეზე დასახლებისთვის საკმარის შარდს ვერ მოაგროვებენ", — განაცხადა ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა ფილ მეცგერმა.
კომენტარები