მეცნიერებმა ყინულში 41 000 წლის ცოცხალი მატლი იპოვეს
მკვლევრები ციმბირის ყინულოვან საფარში პატარა მიკრობებს ეძებდნენ, როცა მოულოდნელად უცნაურ სანახაობას გადაეყარნენ. გამდნარი ყინულის საფარში უძველესი მატლი გამოძრავდა.
ტენესის უნივერსიტეტის მკვლევარმა ტატიანა ვიშნივეტსკაიამ მცირე ზომის გაყინული ნემატოდები პეტრის თასში შეაგროვა. როცა ყინული გადნა, ნემატოდები გამოფხიზლდნენ და მოძრაობა დაიწყეს.
ვიშნივეტსკაიას თქმით, მისი აღმოჩენილი ნემატოდები დაახლოებით 41 000 წლის არიან. მეცნიერებისთვის ცნობილი იყო, რომ ეს ცხოველი ექსტრემალურ პირობებს უძლებს და ხანგრძლივი ჰიბერნაცია შეუძლია, თუმცა ამხელა დროის მანძილზე სიცოცხლის შენარჩუნება უპრეცედენტოა.
"თუ 41 000 წლის მანძილზე გადარჩნენ, მაშინ წარმოდგენა არ მაქვს, ზედა ზღვარი რა არის", — ამბობს ნემატოდების ექსპერტი გაეტან ბორგონი.
ბორგონიეს თქმით, ნემატოდები ხშირად ყველაზე სასტიკ გარემოში ცხოვრობენ. ამ ცხოველებს ხშირად მიწაში რამდენიმე კილომეტრის სიღრმეზე პოულობენ, სადაც ჟანგბადი პრაქტიკულად არ არის. სიცოცხლის მსგავსი გამძლეობა იმის ნიშანია, რომ შესაძლოა ის სხვა პლანეტებზე, ბევრად არახელსაყრელ პირობებში არსებობს.
"მზის სისტემისთვის ეს ძალიან კარგი ამბავია", — ამბობს ბოროგნიე.
კომენტარები