ორიგინალური ბუხრები Design House-სგან მათთვის, ვინც სიმყუდროვეს ეძებს
რა არის ზამთარში იმაზე უფრო მყუდრო და სასიამოვნო, ვიდრე შეშის ტკაცუნი? ან რას შეიძლება ჰქონდეს ისეთივე თერაპიული ეფექტი, როგორიც ბუხარში ცეცხლის ყურებას აქვს? კარგი ბუხრის ქონა იშვიათი ფუფუნებაა, მითუფრო ქალაქებში, სადაც უმეტესად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები დგას. არადა, კომფორტზე ფიქრისას, ზოგჯერ, სწორედ ბუხრის წინ ფინჯანი ჩაით ხელში ჯდომა გვახსენდება და ამაზე ხშირად ვოცნებობთ ხოლმე.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ დანაკლისის შევსება მარტივადაა შესაძლებელი და ამაში თანამედროვე მოწყობილობა — ელექტრო ბუხარი დაგვეხმარება. ელექტრო ბუხარი ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება — ის გამოსცემს სითბოს და აქვს ეკრანი, რომელზეც ნამდვილი ცეცხლის ვიზუალია გამოსახული.
ელექტრო ბუხრები სხვადასხვა ტიპის და დიზაინისაა. მათი გამორჩეულობა სიმარტივესა და დახვეწილობაშია — ცეცხლის ვიზუალური ეფექტი და გათბობა, რომლის ჩასართავად ღილაკზე თითის დაჭერაც საკმარისია, ოთახში განსაკუთრებულ სიმყუდროვეს შეგიქმნით.
ელექტრო ბუხრის უპირატესობა ისიცაა, რომ მას არ სჭირდება ჩვეულებრივი ბუხრისთვის დამახასიათებელი სისტემების გამართვა, მაგალითად, სახლის სახურავზე საკვამურის გაჭრა და რაც მთავარია — არ საჭიროებს შეშას. სწორედ ამის გამო ის ძალიან მოსახერხებელია და შეძლებთ დააყენოთ ყველგან — კერძო სახლში, მრავალსართულიანი კორპუსის ბინაში თუ აგარაკზე. გარდა ამისა, ელექტრო ბუხარი ეკონომიურიცაა და ძალიან მცირე ელექტროენერგიას საჭიროებს. მისი მოვლა კი მარტივია.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, ელექტრო ბუხრები იმდენად მოსახერხებელია, რომ ზოგი მათგანი შესაძლოა დამონტაჟდეს ძველებურ სტილში, ზოგიერთი კი დაიკიდოს ან ჩაშენდეს კედელში. ასევე, შესაძლებელია ბუხრის "ძილის რეჟიმზე" დაყენება, რომელიც განსაზღვრულ დროში ავტომატურად გათიშავს ან ჩართავს მას. რაც მთავარია, ამ ტიპის ბუხარი სრულიად უსაფრთხოა. მასში არ იწვის მავნე ნივთიერებები, ხოლო შუშის ეკრანი გარედან უმეტესად გრილია.
რაც შეეხება მის დიზაინს, ამ კუთხით Design House მომხმარებლებს ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. აქ შეხვდებით როგორც ტრადიციული ბუხრის მსგავს ვერსიას, ისე თანამედროვე დიზაინის ელექტრო ბუხრებს მინის პანელებით, რომლებიც კრისტალებითაა გაფორმებული, აქვთ ფერების შეცვლის ფუნქცია და რაც მთავარია — ნებისმიერი ინტერიერისთვის შესაფერისი ვიზუალი. ზოგიერთი მათგანი აგურის ეფექტითაა, ზოგი კი სარკის — აქ ყველაფერი მომხმარებლის გემოვნებაზეა მორგებული.
Design House-ში ისეთ ბუხრებსაც შეხვდებით, რომლებსაც გათბობის ფუნქცია არ აქვთ და მხოლოდ ესთეტიკური დანიშნულება გააჩნიათ. ამ ტიპის ბუხრები თქვენი ინტერიერისთვის საინტერესო, მყუდრო შტრიხების შემატებას ემსახურება, ხოლო ისეთ ბუხრებს, რომლებიც დახვეწილ დიზაინთან ერთად პრაქტიკულიცაა, 30 კვადრატულ მეტრამდე სივრცის გათბობა შეუძლიათ. ეს ყველაფერი კი თავმოყრილია Design House-ის მაღაზიაში, რომელიც თბილისში, წერეთლის 77-ში მდებარეობს. გარდა ამისა, მათი პროდუქციის შეძენა ონლაინ მაღაზიითაც შესაძლებელია.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, Design House-ში არამხოლოდ საუკეთესო ფასები, არამედ, კლიენტებზე ორიენტირებული მომსახურება, ყველანაირ გემოვნებაზე მორგებული პროდუქცია და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი დაგხვდებათ.
კომპანია 2016 წლის ნოემბერში შეიქმნა და მათი მიზანი ქართველი მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქციის შეთავაზება იყო. როგორც Design House-ის დამფუძნებელი ლიანა ჩოხელი გვიყვება, კომპანია გამორჩეული, გემოვნებიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციითა და ერთგული მომხმარებლებით ამაყობს.
ასე რომ, თუკი თქვენს სახლში ნამდვილი ბუხრის დამონტაჟებას ვერ ახერხებთ, ან უბრალოდ გსურთ, შეშის ყიდვის, დაჩეხვის, ცეცხლის ანთების თუ ბუხრის წმენდის არც ისე მარტივი პროცესი თავიდან აირიდოთ, თქვენი არჩევანი ბუხრის ამ მეტად ესთეტიკურ, ელექტრო ვარიანტზე უნდა შეაჩეროთ.
სტატია მომზადებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები