მიმდინარე პანდემია მანქანური დასწავლის სისტემებს აბნევს
პანდემიისგან გამოწვეულ ქაოსს და გაურკვევლობას საკმაოდ უჩვეულო მსხვერპლი ჰყავს — მანქანური დასწავლის სისტემები, რომელთა მიზანსაც ონლაინ სივრცეში ადამიანთა ქცევის შესწავლა წარმოადგენს.
მაგალითად, ალგორითმებს, რომლებიც Amazon-ზე პროდუქტებს რეკომენდაციებს უწევენ, ჩვენი ცხოვრების ახალი სტილის ინტერპრეტირება საკმაოდ უჭირთ.
ასევე, ერთ-ერთი კომპანიის ალგორითმმა, მებაღეობისთვის საჭირო ხელსაწყოებზე მოთხოვნის უეცარი ზრდის გამო, ჩათვალა, რომ საქმე თაღლითობასთან ჰქონდა.
ონლაინ საცალო მოვაჭრემ კი აღმოაჩინა, რომ მისი AI ისეთ საქონელს უკვეთავდა, რომელიც დიდი ხანია აღარ იყიდებოდა. ხოლო ფირმა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ახალ ამბებზე დაფუძნებული ინვესტიციების რეკომენდაციისთვის იყენებდა, მედიაში არსებული საერთო ნეგატიური ტონის გამო დაიბნა.
"ეს სიტუაცია ძალიან მერყევია. ერთი კვირა ტუალეტის ქაღალდზე ოპტიმიზაციას ცდილობ, მეორე კვირას კი ყველას ფაზლებისა და სავარჯიშო დარბაზის აღჭურვილობის ყიდვა სურს", — განაცხადა ფირმა Nozzle-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა რაელ კლინმა.
სანამ კომპანიების უმეტესობა ალგორითმების გამოსასწორებლად დროსა და რესურსებს ხარჯავს, სხვები ამას როგორც ახალ შესაძლებლობას ისე ხედავენ — პანდემიის პირობებში უკეთესი მანქანური დასწავლის სისტემების შექმნის შანსი უფრო მაღალია.
კომენტარები