სოციალური აგენტები ტიკარაძეს ხელფასის გონივრულად გადაანგარიშების მოთხოვნით მიმართავენ
ფოტო: საქართველოს მთავრობა
სოციალური აგენტები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს რამდენიმე მოთხოვნით, მათ შორის ფიქსირებული ხელფასის გონივრულად გადაანგარიშების თხოვნით მიმართავენ. მათი მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას სოლიდარობის ქსელი ავრცელებს.
მათი განცხადებით, სოციალური აგენტების 2020 წლის აპრილის თვის ხელფასმა 80 ლარი შეადგინა. თუმცა, არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო ისინი ვერ ახერხებენ სამუშაოზე გასვლას, რადგან საბაზისო 80 ლარის გარდა დამატებითი ხელფასი გამომუშავებაზე არის.
მათივე თქმით, სოციალური აგენტები, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარების მიმღები მოქალაქეების მდგომარეობას აფასებენ, შემწეობას უკვე თავად საჭიროებენ.
სოციალური აგენტები მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამანისტროს შუამდგომლობა გაუწიოს მათ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შემდეგ მოთხოვნებზე:
- ერთთვიანი ხელშეკრულებების ნაცვლად გაფორმდეს შრომის კოდექსის მე-6-ე მუხლის მე-3-ე პუნქტის შესაბამისი ხელშეკრულებები;
- გადაანგარიშდეს თითოეული სოციალური აგენტისა და უფროსი სოციალური აგენტის მიერ 3 თვის საშუალო ხელფასი (როგორც ამას დამსჯელობითი ღონისძიებების, ბიულეტენის და შვებულების დროს აკეთებთ) და აპრილისა და მომდევნო #დარჩისახლში-ს პერიოდი აგვინაზღაურდეს შესაბამისად. აპრილის თვის დანაკლისი დაირიცხოს სასწრაფოდ;
- საინფორმაციო წყაროებს საჯაროდ მიაწოდონ სათანადო ინფორმაცია, რომ აგენტი ქულას არ ითვლის, რათა შეწყდეს უსამართლო ლანძღვა და ზეწოლა ბენეფიციარების მიერ. აღდგეს ჩვენი შებღალული რეპუტაცია;
- ფიქსირებული ხელფასის გონივრულად გადაანგარიშებას, მინიმუმ ხელზე ასაღები 360 ლარი. უფროსი სოციალური აგენტის შემთხვევაში, უფრო რთული, მოცულობითი და საპასუხისმგებლო სამუშაოს გამო 500 ლარის ოდენობით;
- ოჯახში მცხოვრები (0-18 წლამდე ასაკის) ბავშვების დეკლარაციის ანაზღაურებას დაკისრებული პასუხისმგებლობის შესაბამისად. ხელზე ასაღები 4 ლარის ოდენობით
- დასრულებული რეაგირება (დეკლარაცია, ოქმი, დანიშვნა, წერილობითი აქტი) 10 ლარის ოდენობით;
- გადახედეთ სანქციებს და წახალისებას, რათა თავი არ ვიგრძნოთ ექსპლუატირებულად;
- პროგრამის ხარვეზებთან დაკავშირებით გაითვალისწინეთ აგენტების აზრი, ჩვენთან ერთად მოახდინეთ პროგრამაში ცვლილებების შეტანა, რათა უფრო ნაკლები ცდომილებით გაიცეს მიზნობრივი საარსებო შემწეობა.
-
როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი როდის შედგება სიამაყე და ცრურწმენის სერიალის პრემიერა? — იხილეთ ახალი კადრები და თარიღი
გადახედვა
-
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად? როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი — STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
-
აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში წაგებული $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად განათლების სამინისტრო: ღია ვართ ისტორიის სახელმძღვანელოებზე უკუკავშირის მისაღებად
გადახედვა
-
"ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება "ბედნიერები ვართ, რომ დაინგრა ეს "სავიზო კედლები" და აღდგა ავიამიმოსვლა" — ზახაროვა ქართველებს რუსეთში ეპატიჟება
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში ზელენსკის თქმით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში მისი თვითმფრინავი ორჯერ ამოიღო მიზანში
გადახედვა
-
თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს თურქეთში ათეულობით ლგბტქ+ აქტივისტი დააკავეს
გადახედვა
-
"გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე "გადაადგილების დისკომფორტი გვექნება, სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელია" - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე
გადახედვა
-
აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს აშშ-ში რუსეთის დავალებით თვალთვალის და მკვლელობების მომზადებისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა" ილონ მასკის დედას შვილის სარდაფში სძინავს — "ეს ნამდვილი ფუფუნებაა"
გადახედვა
-
ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს ახლად აღმოჩენილ მცენარიჭამია მწერებს ტეილორ სვიფტის სახელი დაარქვეს
გადახედვა
-
Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი Trump Tower-ში კვ.მ-ის ფასი $7,000-დან $15,000-მდე იქნება — "არქის" პარტნიორი
გადახედვა
-
მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას მერია გლდანში მიწის ნაკვეთს გადასცემს დიუშენის კუნთოვან დისტროფიასთან ბრძოლის ორგანიზაციას
გადახედვა
-
თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა
-
"თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია "თბილისი დადგება ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო..." - Trump Tower-ის პრეზენტაცია
გადახედვა
-
"ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე "ეს პროექტი არც თბილისისთვის და არც თბილისელებისთვის არ არის" — საბა ბუაძე Trump Tower Tbilisi-ზე
გადახედვა
-
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად გიორგი ზაქარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
-
ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის ანდრია ჯაღმაიძე: იმედია, დასრულდება პატრიარქის სახელის გამოყენება დაუსაბუთებელი ბრალდებებისთვის
გადახედვა
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
კომენტარები