იტალიის 5 ულამაზესი პატარა ქალაქი
ფოტო: Getty Images
იტალია ულამაზესი ქვეყანაა, მდიდარი ისტორიითა და კულტურით, შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ის ყოველწლიურად მილიონობით სტუმარს იზიდავს, თუმცა იტალიაში რომზე ბევრად მეტია სანახავი. თუ გსურთ, აღმოაჩინოთ იტალია, მაგრამ დიდი ქალაქები არ გაკმაყოფილებთ, გთავაზობთ ულამაზესი იტალიური პატარა ქალაქების სიას, რომლითაც შეგეძლებათ, დაგეგმოთ თქვენი შემდეგი დასვენება.
პოზიტანო
ფოტო: Getty Images
ამალფის სანაპიროზე მდებარე პატარა იტალიური ქალაქი პოზიტანო, რომელიც ცნობილია თავისი ქვიშიანი პლაჟებით, ფერადი სახლებით, ციცაბო კიბეებითა და რომანტიკული ატმოსფეროთი, პოპულარული დასასვენებელი ქალაქია, რომელსაც ცნობილი ადამიანებიც ხშირად სტუმრობენ. ის მდებარეობს სალერნოს პროვინციაში, კამპანიის რეგიონში და ქალაქის განსაკუთრებული პოპულარულობა გამოწვეულია მისი ბუნებრივი სილამაზით და ხმელთაშუა ზღვის კლიმატით. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ქალაქში ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ, განურჩევლად იმისა, იმოგზაურებთ მარტო, პარტნიორთან თუ ოჯახთან ერთად.
პორტოფინო
ფოტო: Getty Images
პორტოფინო პატარა ქალაქია იტალიაში, გენუას პროვინციაში. ის თავდაპირველად სათევზაო ქალაქი იყო, მოგვიანებით კი იტალიელი თუ უცხოელი ტურისტებისთვის პოპულარულ ზღვისპირა კურორტად გადაკეთდა და დაახლოებით 500 მაცხოვრებელი ჰყავს. პორტოფინო იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია, რასაც საფუძვლიანი მიზეზი აქვს. მისი განმსაზღვრელი მახასიათებელია ის, რომ აქ თქვენ ვერ შეხვდებით ქვიშიან სანაპიროებს, არამედ კლდოვან ყურეებს, სადაც ცურვა შეგიძლიათ. ქალაქი ასევე გარშემორტყმულია ფიჭვნარითა და ტყიანი ბორცვებით, რაც მას დასასვენებლად იდეალურს ხდის.
მატერა
ფოტო: Getty Images
მატერა სამხრეთ იტალიაში, აპულიაში მდებარე პატარა ქალაქია. ქალაქი ცნობილია ტროგლოდიტების სახლებით, კლდის ეკლესიებითა და ისტორიული ცენტრით, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. თუ ისტორიით სავსე ავთენტურ ადგილს ეძებთ, მატერა თქვენთვის იდეალური ქალაქია.
პადუა
ფოტო: Getty Images
პადუა ვენეტოში მდებარეობს, ვენეციიდან დაახლოებით 50 კმ-ში. ეს პატარა ქალაქი 1222 წელს დაარსებული უნივერსიტეტით არის ცნობილი, რომელიც უძველესია როგორც იტალიაში, ასევე მთელ ევროპაში. ქალაქი ასევე ცნობილია წმინდა ანტონის ბაზილიკით, დახურული ბაზრითა და არხებით. პადუას ისტორიული ცენტრი კი, ქალაქ მატერას მსგავსად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.
მანაროლა
ფოტო: Getty Images
პატარა ქალაქი მანაროლა რიომაჯიორეს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მომხიბვლელი ტურისტული ადგილია. ცნობილია თავისი ფერადი სახლებით, დაკლაკნილი ხეივნებითა და ზღვის ულამაზესი ხედებით, რაც შესანიშნავ საწყის წერტილს წარმოადგენს ჩინკვე-ტერეს რეგიონის შესასწავლად — შესაძლოა, ის ამ რეგიონის უძველესი სოფელიც კი იყოს, რაც მას ორმაგად საინტერესოს ხდის.
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
კომენტარები