მეცნიერებმა ბიოლუმინესცენციური სოკოებით მანათობელი ყვავილები შექმნეს
მკვლევრებმა მცენარის დნმ-ის შეცვლის შედეგად მანათობელი ყვავილები მიიღეს, რომლებსაც ნათება სასიცოცხლო ციკლის ბოლომდე შეუძლიათ.
მათი თქმით, აღმოჩენა შეიძლება მანათობელი ყვავილებისა ან ორნამენტული მცენარეების შესაქმნელად შეიძლება გამოიყენონ. ის, ასევე, მეცნიერებს საკვლევი მცენარეების უკეთ შესწავლაში დაეხმარებათ.
კვლევაში მონაწილე მეცნიერების მიხედვით, ახალ მცენარეებს წუთში მილიარდზე მეტი ფოტონის გამოსხივება შეუძლიათ — ეს აქამდე არსებულ მანათობელ მცენარეებზე ბევრად ნათელია.
მკვლევრებმა მანათობელი მცენარეების შექმნა მას შემდეგ შეძლეს, რაც ზოგიერთი სოკოს ბიოლუმინესცენციისა და მცენარეებში არსებული ბუნებრივი პროცესების მსგავსება იპოვეს. ამ აღმოჩენის წყალობით მეცნიერებმა სოკოს დნმ-ის მცენარეში წარმატებით გადატანა შეძლეს.
აქამდე ჩატარებული კვლევები, როგორც წესი, წარუმატებლობით გამოირჩეოდა, რადგან ბაქტერიის ნათების გამოყენება რთულია. როგორც წესი, მარტივი ორგანიზმებიდან აღებული კომპონენტების უფრო კომპლექსურ ორგანიზმებში გადატანა არ ამართლებდა.
აღმოჩენა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, როდესაც მათ სოკოში ის მექანიზმები იპოვეს, რომლებიც ბიოლუმინესცენციას უშუალოდ განაპირობებს. სოკოებსა და მცენარეებს შორის დიდი მსგავსება არ არის, შესაბამისად, სირთულეებმა კვლავ იჩინა თავი. თუმცა, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სოკოებში სინათლის გამოსხივების მექანიზმში ჩართული მთავარი ორგანული მოლეკულა მცენარეების უჯრედულ კედელშიც შედის, რამაც საქმე გაამარტივა.
კვლევა ჟურნალ Nature Biotechnology-ში გამოქვექყნდა და მასში მონაწილეობას მკვლევრები რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ავსტრიდან იღებდნენ.
კომენტარები