აგრესიული ტესტირება საქართველოში და 200 000-ზე მეტი გარდაცვლილი მსოფლიოში — 25 აპრილის შეჯამება
ფოტო: Reauters / Willy Kurniawan
25 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 2 886 408;
- გარდაცვლილი — 202 270;
- გამოჯანმრთელებული — 813 938;
მდგომარეობა საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა — 456;
- გამოჯანმრთელებული — 139;
- გარდაცვლილი — 5;
- კარანტინის რეჟიმში — 4 904;
- სტაციონარში — 579;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა
BBC წერს, რომ მას შემდეგ, რაც საფრანგეთში ვირუსით 369 ადამიანი გარდაიცვალა მსოფლიოში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 000-ს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ამერიკა, იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი.
დღის ფოტო
სემი ბურგესი სალონში ელოდება მეუღლეს, რომელიც ფრჩხილებზე ლაქს ისვამს. ეს ყველაფერი მას შემდეგ ხდება, რაც ამერიკის რამდენიმე შტატში, მათ შორის ჯორჯიაშიც სალონები, რესტორნები და ზოგიერთი ბიზნესი ეტაპობრივად გაიხსნა.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიოში
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონი სამსახურში ორშაბათს დაბრუნდება
ბრიტანეთის პრემიერ, რომელმაც კორონავირუსზე მკურნალობა გაიარა სამსახურში ორშაბათს დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN დაუნინგ სტრიტის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბორის ჯონსონმა საავადმყოფო 12 აპრილს დატოვა. ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3 დღე-ღამის განმავლობაში იყო. ადმინისტრაციის ცნობით, ჯონსონი მკურნალობას რეზიდენციაში აგრძელებდა. პრემიერი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევით კლინიკაში 5 აპრილს გადაიყვანეს.
საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში კორონავირუსთან ბრძოლის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დომინიკი რააბი ხელმძღვანელობდა.
რა ხდება მსოფლიოში
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც გამოჯანმრთელებული კორონავირუსით ხელახლა არ ინფიცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ იმ ადამიანების სისხლში, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს ანტისხეულებია, დაზუსტებული არაა, არის თუ არა ეს სრული იმუნიტეტი. ექიმები ამბობენ, რომ მოქალაქეებმა არ უნდა შეწყვიტონ სოციალური დისტანციისა და სხვა რეკომენდაციების დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეიძლება რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.
სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:
- იტალიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები და გარდაცვლილთა რაოდენობა მცირდება;
- თურქეთში, 3 აპრილის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ახალი შემთხვევების 3 000-ზე ნაკლები რაოდენობა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 2 861 შემთხვევა დადასტურდა და მათი საერთო რაოდენობა 107 773 გახდა.
- კორონავირუსით გარდაცვლილთა კლების ტენდენცია შეინიშნება ესპანეთში. აქ შაბათს 378 ახალი გარდაცვალების შემთხვევა დადასტურდა, რაც ცოტათი მეტია პარასკევის შედეგზე, რომელიც 367 იყო;
- რაც შეეხება ამერიკას, აქ კორონავირუსი ისევ სწრაფად ვრცელდება. ქვეყანაში 933 050 დადასტურებული შემთხვევაა და მინიმუმ 53 391 გარდაცვლილია;
- საფრანგეთის პრემიერი, სამშაბათს მთავრობას კორონავირუსის გამო მიღებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმას წარუდგენს. საფრანგეთმა 17 მარტს დაწესებული სპეციალური ზომები 11 მაისამდე გაახანგრძლივა;
- იტალიაში კორონავირუსით მინიმუმ 150 ექიმი გარდაიცვალა.
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
უკრაინაში სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა, შესაძლოა, დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვის საფუძველი გახდეს
უკრაინაში ვიცე-პრემიერობის კანდიდატად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია წარდგენილი. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამ ფაქტს კატეგორიულად მიუღებელს უწოდებენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ უკრაინელ კოლეგას წერილით მიმართა, ყოფილმა თავმჯდომარემ კი ამ ყველაფერს ხელისუფლებებს შორის მეგობრობის ტესტი უწოდა.
მმართველი გუნდის სხვა დეპუტატებმაც აღნიშნეს, რომ პირადი კომუნიკაცია ჰქონდათ რადას წევრებთან. ისინი ამბობენ, რომ უკრაინას სააკაშვილის მნიშვნელობას ახსენებენ და მეგობრულ რჩევას აძლევენ, რომ "სწორი" გადაწყვეტილება მიიღონ. ოპოზიცია კი თვლის, რომ ხელისუფლების ეს განცხადებები ქვეყნის ინტერესებს აზარალებს.
- პარტნიორის მიერ ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა, კატეგორიულად მიუღებელია — გახარია
- თუ უკრაინამ სააკაშვილს მხარი დაუჭირა, დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ — გელაშვილი
- სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა შეარყევს ნდობას ჩვენს სახელმწიფოებს შორის — თალაკვაძის წერილი რადას სპიკერს.
რა ხდება საქართველოში
დღეს კრიტიკა მოჰყვა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებას. ეზუგბაიამ თქვა, რომ ბოლო 24 საათში 25 ახალი შემთხვევა აგრესიული ტესტირებისა და ბოლნისის კონტაქტების კვლევის შედეგია. მან იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეებში კვლევა ამ ფორმით არ გაგრძელდება და შედეგიც ასეთი აღარ იქნება.
ეს განცხადება ოპოზიციისთვის გახდა იმის თქმის საფუძველი, რომ ხელისუფლება ინფიცირებულთა რაოდენობას მალავს, რადგან ქვეყანაში საკმარისი ტესტი არ კეთდება. იმავე კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კი ივარაუდა, რომ ექიმს ამით სურდა ეთქვა, რომ საქართველო ეპიდემიის დამარცხებას შეძლებს.
გაიგეთ მეტი:
- ექიმებისა და შეზღუდვების კრიტიკა არის პოლიტიკური მოროდიორობა პანდემიის დროს — კობახიძე ოპონენტებზე
- ნუ გვექნება ილუზია, რომ აგრესიული ტესტირებით მთელ ან ნახევარ მოსახლეობას გამოვიკვლევთ — ცერცვაძე
- კატეგორიულად მოვითხოვთ, შეწყვიტოს მთავრობამ COVID-19-ის სტატისტიკის გაყალბება — მერაბიშვილი
სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:
25 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 12-ით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 7-ით გაიზარდა. დღეს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული ექიმები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეიკრიბნენ. მათი თქმით, იმსჯელეს კორონავირუსთან ბრძოლის არსებულ გამოცდილებაზე, შედეგებზე და სტრატეგიებზე.
- კლინიკებში 600 საწოლის მართვას შევძლებთ ისე, რომ მომსახურების ხარისხმა არ დაიწიოს — ცერცვაძე
- რაც არ უნდა ვთქვათ პლაქვენილზე, ჩვენ გვყავს მხოლოდ 5 გარდაცვლილი — ცერცვაძე კრიტიკის პასუხად
- ბოლნისის სოფლები ხატისოფელი, ვანათი და მუშევანი მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა
- ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 85 პირი დააჯარიმეს — შსს
საინტერესო ინფორმაცია
40 მილიონი წლის წინ ანტარქტიკა ბაყაყების სახეობების სახლს წარმოადგენდა
ნამარხის მიხედვით, რომელიც სამხრეთ ამერიკასთან ახლოს მდებარე სეიმურის კუნძულზე იპოვეს დგინდება, რომ 40 მილიონი წლის წინ ანტარქტიდაზე ბაყაყების სახეობები ცხოვრობდნენ.
ეს კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია იმისა, რომ რეგიონი ოდესღაც ბევრად თბილი ტემპერატურით გამოირჩეოდა. ნამარხზე აღმოჩენილი ბაყაყი ძალიან პატარა, 4-5 სანტიმეტრი სიგრძის იყო, თუმცა კვლევის მიხედვით, იგი გარეგნობით დღეს არსებულ ხუთ სახეობას ძალიან ჰგავს.
გაიგეთ მეტი: ანტარქტიდაზე ერთ დროს ბაყაყები დახტოდნენ — 40 მლნ წლის ნამარხი
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- 50 000 გარდაცვლილი აშშ-ში და საქართველოს ანტიკრიზისული გეგმა — 24 აპრილის შეჯამება
- "სამკურნალო პროტესტი" თბილისში და 26 მილიონზე მეტი უმუშევარი აშშ-ში — 23 აპრილის შეჯამება
- საგანგებო მდგომარეობა ანტიკრიზისული გეგმის გარეშე და მოსახლეობის აქცია საკარანტინე ზონაში — 22 აპრილის შეჯამება
- ივანიშვილი TikTok-ზე და 22 მაისამდე გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა — 21 აპრილის შეჯამება
- საქართველო პიკის მოლოდინში და ამერიკული ნავთობის უარყოფითი ნიშნული — 20 აპრილის შეჯამება.
-
შეიმუშავეს ახალი ტესტები, რომლებიც ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკას მნიშვნელოვნად დააჩქარებს შეიმუშავეს ახალი ტესტები, რომლებიც ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკას მნიშვნელოვნად დააჩქარებს
გადახედვა
-
ომარ ფურცელაძე: "ნეიტრალური საქართველოს" წევრები აცხადებენ, რომ სს-ის დანაშაულის ფიგურანტები არიან კალასი, ფონ დერ ლაიენი, კოსი და CIA ომარ ფურცელაძე: "ნეიტრალური საქართველოს" წევრები აცხადებენ, რომ სს-ის დანაშაულის ფიგურანტები არიან კალასი, ფონ დერ ლაიენი, კოსი და CIA
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ტყვეების წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულ პირებს სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ტყვეების წამებასა და მკვლელობაში ბრალდებულ პირებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
მეცნიერებმა მცენარეული ნედლეულისგან პლასტმასაზე უფრო გამძლე პოლიმერები შექმნეს მეცნიერებმა მცენარეული ნედლეულისგან პლასტმასაზე უფრო გამძლე პოლიმერები შექმნეს
გადახედვა
-
რა ხდება ნინა დობრევის თავს? — მსახიობი დუგი ჯოზეფთან ერთად ნიუ-იორკში დააფიქსირეს რა ხდება ნინა დობრევის თავს? — მსახიობი დუგი ჯოზეფთან ერთად ნიუ-იორკში დააფიქსირეს
გადახედვა
-
N1 ქსელი სამოგზაუროდ — სელფის როუმინგის კამპანია N1 ქსელი სამოგზაუროდ — სელფის როუმინგის კამპანია
-
RFE: ქალი, რომელიც ნიკოლ ფაშინიანს ყარაბაღის ომთან დაკავშირებით დაუპირისპირდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს RFE: ქალი, რომელიც ნიკოლ ფაშინიანს ყარაბაღის ომთან დაკავშირებით დაუპირისპირდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე "კოსმოსური სარკის" განთავსების ნებართვა მიიღო კომპანიამ დედამიწის ორბიტაზე "კოსმოსური სარკის" განთავსების ნებართვა მიიღო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე საქართველოს ბანკი — ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე
-
პროკურატურამ აშშ-ში არალეგალური მიგრაციის ხელშემწყობი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა — ბრალი 4 პირს წარედგინა პროკურატურამ აშშ-ში არალეგალური მიგრაციის ხელშემწყობი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა — ბრალი 4 პირს წარედგინა
გადახედვა
-
"საფარი": პოლიციის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მეუღლეზე შესაძლო ძალადობისა და მუქარის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო "საფარი": პოლიციის მაღალჩინოსნის წინააღმდეგ მეუღლეზე შესაძლო ძალადობისა და მუქარის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს
-
ისტორიაში პირველად, ვარსკვლავთაშორის სივრცეში შაქარი აღმოაჩინეს ისტორიაში პირველად, ვარსკვლავთაშორის სივრცეში შაქარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
6 მთავარი ბრალდება Apple-ის სარჩელიდან OpenAI-ის წინააღმდეგ 6 მთავარი ბრალდება Apple-ის სარჩელიდან OpenAI-ის წინააღმდეგ
გადახედვა
-
აშშ-ის 12-მა შტატმა Paramount-ის მიერ Warner Bros.-ის შესყიდვის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართა აშშ-ის 12-მა შტატმა Paramount-ის მიერ Warner Bros.-ის შესყიდვის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე "ნეიტრალური საქართველოს" წევრები დაიკითხნენ სასამართლოში ე.წ საბოტაჟის საქმეზე "ნეიტრალური საქართველოს" წევრები დაიკითხნენ
გადახედვა
-
მარტა კოსი: დღეს EU-ის გაფართოებისთვის "სუპერ სამშაბათია", მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით მარტა კოსი: დღეს EU-ის გაფართოებისთვის "სუპერ სამშაბათია", მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
გადახედვა
-
ეს ქალაქი ყველასია, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა — კახა კალაძე გარემოვაჭრეებზე ეს ქალაქი ყველასია, მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა — კახა კალაძე გარემოვაჭრეებზე
გადახედვა
-
Netflix მონოპოლიის მიხედვით რეალითი შოუს იწყებს — გამარჯვებული $2 მილიონს მიიღებს Netflix მონოპოლიის მიხედვით რეალითი შოუს იწყებს — გამარჯვებული $2 მილიონს მიიღებს
გადახედვა
-
პარიზის მახლობლად ტყეში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს პარიზის მახლობლად ტყეში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
სრულად ციფრული ბიზნეს სესხი 80 000 ლარამდე — მარტივი წვდომა ფინანსურ რესურსებზე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკისგან სრულად ციფრული ბიზნეს სესხი 80 000 ლარამდე — მარტივი წვდომა ფინანსურ რესურსებზე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკისგან







კომენტარები